პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. გუშინ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მათ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს.
დღეს კი მინისტრობის კანდიდატებს სესიის ფორმატში მოუსმენენ და ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. მინისტრობის ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე არის წარდგენილი.