"გირგვლიანების ტრაგედია განვიცადე როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია"

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კალაძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში კონკრეტულ ინსტიტუტებს სრული დამოუკიდებლობა აქვთ.

"გირგვლიანის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე მივიღე ეს, როგორც პირადი ტრაგედია. თუმცა, არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც კონკრეტულ ინსტიტუტებს სრული დამოუკიდებლობა აქვს. ის დრო, რომ გარკვეული პოლიტიკური ფიგურები, პიროვნებები, პარტიები ერეოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებში, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ მიიღონ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები", - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით აირჩიეს.