მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო

მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო

მე თვითონ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრების, ეკა ხერხეულიძისა და სერგო რატიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ხელისუფლების მიერ რუსული პროპაგანდის დაფინანსებას შეეხებოდა.

ხერხეულიძემ კვირიკაშვილს მასალების გაგზავნაც შესთავაზა, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა თანხმობა განუცხადა.

"გამომიგზავნეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსურდი, მე თვითონ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო და ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება", - მიმართა დეპუტატებს კვირიკაშვილმა.