გიორგი კვირიკაშვილი:   13-წლიანი კარიერიდან

გიორგი კვირიკაშვილი: 13-წლიანი კარიერიდან "ქართუ ბანკში" მხოლოდ ექვსი წელი ვიმუშავე

მე არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩათვალოს, რომ მე "ქართუ ბანკში" მუშაობის გამო მოვედი მთავრობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის იმ განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ ნადირაშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებას "ქართუ ბანკის" მთავრობა უწოდა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 13-წლიანი კარიერიდან "ქართუ ბანკში" მან მხოლოდ 6 წელი გაატარა. "ქართუ ბანკში" მუშაობამდე მე 13 წელი მთლიანობაში ჯამში საბანკო სექტორში ვიმუშავე. სხვათა შორის ნულიდან დავიწყე ჯერ კიდევ 1993 წელს. ჩემი კარიერა არ დაწყებულა "ქართუ ბანკში". 13 წლიანი კარიერიდან "ქართუ ბანკში" მხოლოდ 6 წელი გავატარე. დავიწყე როგორც დოკუმენტური ბიზნესის მომსახურე ოფიცერმა და საბანკო სექტორში პოზიციების სრული სპექტრი გავიარე", - განაცხადა კვირკაშვილმა.

მისივე თქმით, ნამუშევარი აქვს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებშიც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გააჩნია.

"4 წელი და 6 თვე ვიმსახურე საქართველოს პარლამენტში მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზეც და გარდა ამისა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებშიც მაქვს ნამუშავერი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გამაჩნია, ამიტომ მე არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩათვალოს ის, რომ მე "ქართუ ბანკში" მუშაობის გამო მოვედი მთავრობაში, მაქვს ამერიკაში მიღებული განათლება. საქართველოს 2 უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და თუ თქვენ ამის შემდეგ თვლით, რომ მე მთავრობაში ვარ იმიტომ, რომ "ქართუ ბანკში" ვარ ნამუშავერი, რა თქმა უნდა, თქვენი ნებაა", - მიმართა კვირკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგნელებს.