პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას

პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას

პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ნინო გოგუაძის კითხვას, "შეწყვეტს თუ განაგრძობს იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად".

მეორე მხრივ, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადგილზე რომ ყოფილიყო, ალბათ, გადაწყვეტილებისას პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევდა.

"რაც შეეხება გამოსახლების კამპანიას, მე არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ. ცალკეულ პირებს აქვთ უფლება ამ ტიპის განცხადებები გააკეთონ. გემოვნების საკითხია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილზე, ალბათ, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გავუწევდი - ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.