პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომებს დაესწრება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრაზე განაცხადა.
ამით პრემიერობის კანდიდატმა ფრაქციის ერთ-ერთი წევრის, ნინო გოგუაძის კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, კონსტიტუციას და მონაწილეობა მიიღოს უშიშროების საბჭოს სხდომებში.
"მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ფიზიკური შესაძლეობის შემთხვევაში, აუცილებლად დავესწრები უშიშროების საბჭოს სხდომებს, როდესაც ის ჩატარდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.