"ჩვენ, ყველანი გადავიქეცით, ერთი ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებაად"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული კონფრონტაცია და პოლარიზაცია შემცირდეს.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს.

"ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ის კონფრონტაცია, ის პოლარიზაცია საზოგადოებაში, რომელიც არსებობს  დასრულდეს. ჩვენ, ყველანი გადავიქეცით, ერთი, ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებაად, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიზაციის ხარისხი საზოგადოებაში შემცირდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ცოტა უფრო კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება რაღაცნაირად გავამთლიანოდ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.