ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, გოჩა ჯამარაული გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება.
აღნიშნული ინფორმაცია ჯამარაულმა "პირWელს" თავად დაუდასტურა.
"კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" შემომთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. იქ ვარ დაბადებული და მინდა, რომ გარდაბნის რაიონისთვის რამე გავაკეთო. მაქსიმალურად შევეცდები, რომ იმ გასაჭირს, რაც ამ რაიონშია, ვუშველო", - განუცხადა ჯამარაულმა "პირWელს".
ჯამარაულის საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ საბჭოთა ლიგაში თამაშობდა. რეგულარულად თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 1994–2004 წლებში ჩაატარა 62 მატჩი და შეძლო 6 გოლის გატანა. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 1994 წლის 8 თებერვალს შედგა.
ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ გახდა აუციელებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება.