დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, უწყება დღესდღეობით მხოლოდ ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული გზების მოძიებაც.
როგორც სუბარმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსების იმ ტემპით, რაც დღეს აქვს სამინისტროს, უახლოეს წლებში საქართველოში დევნილი ოჯახები მძიმე მდგომარეობაში აღარ უნდა იყვნენ.
"დაფინანსება, რასაც იღებს სამინისტრო არის მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის დაფინანსება, თუ არ ჩავთვლით ძალიან მიზერულ თანხებს. შემიძლია გითხრათ, რომ იმ დაფინასებით, როგორიც ახლა გვაქვს და რა ტემპითაც იზრდება ეს დაფინანსება, 2020 წლისთვის ნამდვილად არ გვეყოლება არცერთი დევნილი, რომელსაც აქვს მწვავე საჭიროება განსახლების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამოცანა გვექნება შესრულებული, მაგრამ მწვავე საჭიროების მქონე და მძიმე პირობებში მყოფი დევნილი აღარ იქნება, თუმცა შეიძლება ეს ეტაპი გაცლებით ჩქარაც წავიდეს, იმის მიხედვით თუ რა ალტერნატივებს მოვნახავთ. ვცდილობთ, რომ ბიუჯეტთან ერთად, კიდევ დამატებითი დაფინასებებიც მოვიძიოთ",-განაცხადა სუბარმა