სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახი კახიშვილის განცხადებით, 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ახალი დაწესებულების აშენება იგეგმება.
კახიშვილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა, მსჯავრდებულების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
"იგეგმება 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის დაწესებულების აშენება, რადგან საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში, 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება", - განაცხადა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.