მოწმის დაკითხვის წესზე პირველად შემოვიტანეთ პრინციპი, რომელსაც მრავალ მთავრობას მრავალი ჩვენი მეგობარი მოუწოდებდა

მოწმის დაკითხვის წესზე პირველად შემოვიტანეთ პრინციპი, რომელსაც მრავალ მთავრობას მრავალი ჩვენი მეგობარი მოუწოდებდა

პირველად შემოვიტანეთ საქართველოში პრინციპი, რომლის შემოტანასაც მრავალ მთავრობას მოუწოდებდა მრავალი ჩვენი მეგობარი შიგნიდან თუ გარედან და ეს მოხერხდა მხოლოდ ახლა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 "მადლობას გეტყვით და უკვე იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ მოწმის გამოკითხვისა და მოწმის დაკითხვის რეფორმისთვის, რომელსაც თქვენ დაუჭირეთ მხარი და ჩვენ სწორედ მჭიდრო თანამშრომლობით მივაღწიეთ იმას, რომ რამდენიმე სამინისტრომ მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც აქ ბრძანდებიან და თქვენ, პირველად შემოვიტანეთ საქართველოში პრინციპი, რომლის შემოტანასაც მრავალ მთავრობას მოუწოდებდა მრავალი ჩვენი მეგობარი შიგნიდან თუ გარედან და ეს მოხერხდა მხოლოდ ახლა. საქართველოში მოწმის გამოძიებაში დაკითხვის ინსტიტუტი გაუქმდა და გამომძიებელთან მოწმის დაკითხვა გახდა ნებაყოფლობითი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მომავალი წლის გეგმაა, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმოს ამ რეფორმის იმპლემენტაციას. პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ძალოვან მინისტრებს უსმენენ.