მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს კომერციული წარმომადგენლობების სისტემის შექმნაზე ფიქრობს

მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს კომერციული წარმომადგენლობების სისტემის შექმნაზე ფიქრობს

მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს კომერციული წარმომადგენლობების სისტემის შექმნაზე ფიქრობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

 ჯანელიძემ სხდომაზე ეკონომიკური დიპლომატიის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა განვახორციელოთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობდა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მეტად პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ, ჩვენი საელჩოების და მისიების მაქსიმალური ჩართულობა ამ პროცესში, რათა მოხდეს ქართული ბიზნესინტერესების ლობირება და ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ პროცესებში. ჩვენ ვფიქრობთ, კომერციული წარმომადგენლობების სისტემის შექმნაზე, რა თქმა უნდა, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.