პარლამენტში მინისტრობის კანდიდატები დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ. შეხვედრას, რომელიც პარლამენტში, მეხუთე სართულზე იმართება, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრა უკვე დატოვა. თუ რაზე საუბრობენ მინისტრობის კანდიდატები, ჯერჯერობით უცნობია.
მინისტრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე უნდა მოუსმინონ.