იემენში უსამა ბინ ლადენის პირადი დაცვის წევრი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისის" იემენის ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენელმა განუცხადა.
ნასერ ბახრი მეტსახელად აბუ ჯანდალი 90-იან წლებში ალ-ქაიდას სხვადასხვა ოპერაციებში, ავღანეთში, ბოსნიასა და სომალიში იღებდა მონაწილეობას. 2000 წლების დასაწყისში ის დააკავეს და კუბაზე მდებარე გუანტანამოს ბაზაზე გადაიყვანეს.
გათავისუფლების შემდეგ 2008 წელს ბინ ლადენის პირადი დაცვის წევრი იემენში დაბრუნდა.