დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის მუშაობას შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარკვეულ ცვლილებები სავარაუდოდ, საგაზაფხულოდ განახორციელდება. ,,გიორგი კვირიკაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უფრო ღრმად შეისწავლის მთავრობის მუშაობას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ მოხდეს, საგაზაფხულოდ ის გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს. მთავრობა მუშაობს და თან წარმატებით. მას ახალი ხედვა სჭირდება. წარმატებული პრემიერი მაშინ წავიდა, როცა წარმატებული ეტაპი იყო. ივანიშვილის ნება არაფერ შუაშია", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.