ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, მთლიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული.
როგორც ბაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის კოორდინირებული მუშაობა ისევ გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციასთან და ნატოს მინისტერიალის შედეგებთან დაკავშირებით.
,,ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, ისევე როგორც აქამდე. ჩვენ Eევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით ვაჩვენეთ ძალიან კარგი შედეგები. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმეტების თანამიმდევრულ შესრულებას ვაგრძელებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო კომიტეტებში დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.