ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას კვირიკაშვილი საქართველოსთვის პრიორიტეტად აცხადებს

ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას კვირიკაშვილი საქართველოსთვის პრიორიტეტად აცხადებს

ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტია. ამის შესახებ პრემირ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში კოხტას გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა. „ძალიან სასიხარულოა, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კოხტას საბაგირო აღდგა. საბაგიროს მთლიანი სიგრძე მნიშვნელოვნად დაგრძელდა, თუმცა ამით ეს პროექტი არ დამთავრდება და მიტარბის მხარეს აუცილებლად გაგრძელდება.

საქართველოში ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის ყველაზე მსხვილი მაგალითი. ზამთრის სკოლების მიმართულებით, სპორტის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად გადაიქცევა“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბაკურიანში განახლებული კოხტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გახსნა. ტრასის საერთო სიგრძეა 3 კმ და 100 მ. ღონისძიებას კვირკაშვილთან ერთად,

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.