დავით უსუფაშვილი – თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, საარჩევნო სიაში დავრჩებით ისინი, ვინც ვართ

დავით უსუფაშვილი – თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, საარჩევნო სიაში დავრჩებით ისინი, ვინც ვართ

თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე - უნდა ველოდოთ თუ არა მნიშვნელოვან სიახლეებს საარჩევნო სიაში, პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. "თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატო-ში გაწევრების მომხრე ხარ, პარლამენტში წამოდი - ასეთი მიდგომა უნდა დავივიწყოთ და საკითხებს ჩავუღრმავდეთ. არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.