„იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი ყველაფერზე წავა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს დავემსგავსებით,“ - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ აბაშიძე Presage.tv-სთან საუბარში. როგორ გესახებათ არჩევნებში გამარჯვება,როდესაც თქვენი პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით,დასავლეთ საქართველოში უკვე სამხედრო ფორმირებები იქმნება? - ჩვენ ამას დავუპირისპირებთ ჩვენს პოლიტიკურ ძლიერ კოალიციურ მანქანას. ანუ, ჩვენი სტრუქტურები გაიშლება მთელ საქართველოში. მოგეხსენებათ, ეს უკვე დაწყებულია და მასში სერიოზულადაა ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ საქმის კურსში ყოველდღიურად ვაყენებთ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. ამ პროცესების მიმართ საგარეო ზეწოლა და დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია, რომ სააკაშვილმა, რომელიც ბუნებით პროვოკატორი და ვერაგია, ასევე, მისმა პოლიტიკურმა ძალამ, თავის რელსებზე არ გადაგვიყვანოს. რადიკალიზმზე ჩვენს გადაყვანას კი, ყოველნაირად ცდილობენ. რა თქმა უნდა, რადიკალიზმში ქუჩის აქციებს ვგულისხმობ, რასაც ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა, სახელისუფლო ტელევიზიები უწყობენ ხელს. მეტიც, ეს ტელევიზიები ამის მთავარი წყაროა. ასე რომ, ჩვენი მიზანდასახული ნაბიჯებით აუცილებლად ბოლომდე მივალთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა. იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი ყველაფერზე წავა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს დავემსგავსებით. ის, რაც ხდება სირიაში, ბუნებრივია, ქვეყანას დააზარალებს. ქვეყანა იმ მძიმე ვითარებიდან ვეღარ გამოვა, რაშიც, შესაძლოა, მომავალში მოვხვდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა პოზიტივზე ვისაუბროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ნეგატივსა და წარსულზე გვიწევს საუბარი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილმათავისი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში შემოიტანა და, რომელიც უკვე გადასულია ტოტალიტარიზმში. რაც დღეს ხდება, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. როგორც ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, ჩვენს მიერ დაწყებულ ბრძოლაში გამარჯვების ოცნება კი აღარ არის იმდენად მთავარი, არამედ მთავარია (და ჩვენი ოცნებაც ის არის), როგორ საქართველოს ავაშენებთ, როგორი იქნება იგი - ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილი თავის რელსებზე თქვენს გადაყვანასცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ ამ რელსებზე არ გაჰყვებით, ამით ხომ არდაკარგავთ ქუჩის აქციების მოტრფიალე ხალხის ნდობას? მოგეხსენებათ,რადიკალიზმი ბევრ ადამიანში ისევ პოპულარობით სარგებლობს. - ამ ადამიანების ნდობას არანაირად არ დავკარგავთ. რა თქმა უნდა, ქუჩის აქციების მომხრენი დღესაც არსებობენ, მაგრამ, მოდით, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქუჩის აქციები სურთ, შემდეგნაირად ჩამოვყალიბდეთ: ჩვენ მიზანდასახული ქუჩის აქციები გვინდა. ამ ქვეყანაში თუ იქნება ქუჩის აქციები, ეს მოხდება არასამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ, როდესაც ხალხს არჩევანს წაართმევენ. აი, მაშინ მოხდება ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს. მანამდე კი, თუ საჭირო იქნება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებითაც მოვაწყობთ აქციებს, ჩვენ ამას არ გავურბივართ. აქციებს არასდროს მოვრიდებივართ, მაგრამ ეს მხოლოდ შედეგსა და გამარჯვებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ისევ სამხედრო ფორმირებებს დავუბრუნდეთ. ზვიად გამსახურდიას დროსგვახსოვს ასეთი ფრაზა - ისინი გვესვრიან ტყვიებს, ჩვენ ვესროლოთყვავილები. ასეთ სიტუაციაში ხომ არ აღმოჩნდებით? და ილუზორული ხომ არარის „ქართული ოცნების“ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა? - არანაირ ილუზიებში არ ვცხოვრობთ. ილუზიებში თავად სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ცხოვრობს. ჩვენ რეალური ძალა ვართ, რეალიზმით ვართ დაკავებული და გვინდა, ჩვენს ქვეყნაში მცხოვრები მოქალაქეებიც რეალურ საქართველოში ვაცხოვროთ და არა - „იმედის“, „რუსთავი 2“-ის მიერ წარმოქმნილ ვირტუალურ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილს სახალხო კრების წევრებთან თანამშრომლობა სურდა, რაცნინო ბურჯანაძის ფაქტორის გამო ვერ მოხერხდა. როგორ უნდა დაიახლოვოთ„სახალხო კრების“ პოპულარული წევრები, რათა ისინი თქვენს გვერდითდადგნენ? იქნებ, მათ უნდა გაიაზრონ ის ვერსიაც, რომ ბიძინა ივანიშვილი,შესაძლოა, იმიტომაც არ ხვდება ნინო ბურჯანაძეს, რომ დასავლეთის თვალშიპრორუსად არ მონათლონ? - ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება სახალხო კრებაში გაერთიანებული პატივცემული ადამიანების მიმართ და დღესაც ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. მართალია, დღემდე ასეთი თანამშრომლობა არ შედგა, მაგრამ გვიან არასდროს არ არის არაფერი. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ 26 მაისის მოვლენებში პოლიტიკოსების პოზიცია უპასუხისმგებლობა იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვაქვს ჩამოყალიბებული ის, თუ ვისთან ვართ. უკვე შექმნილია კოალიცია. თქვენ იცით, კოალიციის ფორმირება, პრაქტიკულად, დასრულებულია. შესაძლოა, რაღაც შემოერთებები კიდევ იყოს, მაგრამ ძირითადი ჯანსაღი ძალები ამ კოალიციაში უკვე არსებობს. დანარჩენი, ინდივიდუალურ რეჟიმში, საზოგადო მოღვაწეებთან, გამოჩენილ ადამიანებთან კოალიციის კარი ყოველთვის ღია იქნება. მათ შორის ნინო ბურჯანაძისთვის? - ნინო ბურჯანაძის შესახებ კოალიციის მხრიდან ერთხელ უკვე ითქვა რას ვაპირებთ. |