უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერვიუ საფრანგეთში ვიზიტის წინ
საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2004 წელს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს მიღებული პოლიტიკური პლატფორმა, რაც პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცებას ნიშნავს და რასაც ოპოზიცია ავტორიტარიზმს უწოდებს. თქვენ რას იტყვით?
- საკონსტიტუციო სასამართლომ განსხვავებით 2004 წლის პოლიტიკური პლატფორმისგან, გადაწყვეტილება ყველა პროცედურის შესაბამისად გამოიტანა. დარწმუნებული ვარ რომ 1996 წლის კონსტიტუციასთან დაბრუნება – უკრაინისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა. ამით ხელისუფლების შტოებს შორის არსებული დისბალანსი ისპობა, რაც კონფლიქტებს წარმოშობდა. კონფლიქტებმა კი გავლენა იქონია ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკასა და უკრაინის მსოფლიო იმიჯზე, რადგან ჩვენ ვერ შევასრულეთ საერთაშორისო ვალდებულებები. ვაპირებთ, რომ ჩვენი კანონმდებლობა 1996 წლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს არა პოლიტიკური სარგებლის მიღების პერსპექტივა, არამედ კანონის მკაცრი დაცვა.
თქვენ მხარს უჭერთ უკრაინის დაბალანსებულ ურთიერთობებს მეზობლებთან, მაგრამ თებერვალში ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან თქვენ აღადგინეთ კარგი ურთიერთობები მოსკოვთან, კერძოდ რუსეთის ფლოტს სევასტოპოლში ყოფნაზე ხელშეკრულება გაუხანგრძლივეთ. ასეთი პოლიტიკა დაბალანსებულს არ ჰგავს…
- მე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას, ის ხომ საფუძვლიანად გაფუჭდა, რასაც საშინელი შედეგები მოჰყვა. საყოველთაო უნდობლობის ატმოსფერო სუფევდა, სავაჭრო ბრუნვა 40-დან 13 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ამის გამო ჩვენ ვერ შევასრულეთ საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული. მანამდე არსებული ნდობის აღდგენა რთულია. ეს დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ამუშავება. შვიდი თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 70%-ით გაიზარდა. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და გამომდინარეობს ჩვენი უნარიდან გავუძლოთ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ უკრაინის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა. ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ევროკავშირთან დაახლოებაზე მუშაობას. ამისთვის ჩვენ რუსეთი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში ხელს არ გვიშლის. პირიქით, ის ხელს უწყობს ამ პროგრამების სწორ მსვლელობას.
გახდება თუ არა შესაძლებელი 22 ნოემბერს უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე „ასოცირებული შეთანხმების“ გაფორმება, რომელიც მოიცავს ხელშეკრულებას თავისუფალ ვაჭრობაზე და უვიზო რეჟიმისთვის სამოქმედო გეგმას?
- დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივუახლოვდებით ამ დოკუმენტების ხელმოწერას. ამაზე ორივე მხარემ უნდა იმუშაოს. საფრანგეთში ვიზიტის დროს მე ამ სამუშაოს ნაწილს შევასრულებ. ჩვენ უნდა განვიხილოთ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი, რადგან არსებობს ძალიან ფაქიზი ასპექტები, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენი მხარისთვისაც.
სასოფლო-სამეურნეო დარგი?
- დიახ. აღარ დავიწყებ დეტალების განხილვას. მე მხოლოდ მსურს, რომ დისკუსია იყოს სრულყოფილი და ითვალისწინებდეს საკითხების მნიშვნელობას და სიმწვავეს, პირველ რიგში ფორმით.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინას გაზზე ფასი დაუკლოს, თუკი „გაზპრომს“ უკრაინის „ნეფტოგაზთან“ ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა მიეცემა. მზად ხართ ამგვარი გარიგებისთვის?
- ჩვენ განვიხილავთ რუსეთთან ასეთი ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობას, თუმცა ეს არ ნიშნავს ორი კომპანიის შერწყმას. ჩვენ პირველ რიგში დაინტერესებულები ვართ რუსეთის ტერიტორიაზე გაზის მოპოვებასა და უკრაინაში მის ტრანსპორტირებაში, მოსკოვს კი ძირითადად აინტერესებს უკრაინის გაზის გამანაწილებელ ქსელზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ამ საკითხების განსახილველად. არ არის გამორიცხული რომ რუსეთი და უკრაინა ერთად მოილაპარაკებენ გაზსადენების მოდერნიზაციაზე, კერძოდ გაზის ტრანსპორტირების სისტემის ახალი მონაკვეთების ერთობლივ მართვაზე. ჩვენი მიზანია – აღვადგინოთ ნდობა მომწოდებელს, ანუ რუსეთს და მყიდველს – ევროპას შორის, შუამავლის, უკრაინის საშუალებით. ჩვენ ნდობის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ შესაძლებლობის ფარგლებში.
სიფრთხილე ხომ არ არის საჭირო, თუკი რუსეთი ცდილობს კონტროლის დამყარებას უკრაინის გაზის გამანაწილებელ სისტემასა და ქვეყნის სხვა სტრატეგიულ საწარმოო სექტორებზე – ბირთვულ სექტორსა და ავიამშენებლობაზე?
- რუსეთი ეძებს უკრაინაზე გავლენის გაზრდის გზებს, ეს აბსოლიტურად ლოგიკურია, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურია ისიც, რომ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას იცავს იმ სფეროებში რომლებიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. ეს პრინციპი მკაფიოა და ის არასდროს გახდება ვაჭრობის საგანი. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ რუსეთთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ხელს ა3ვის დიდი სიამოვნებაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე ურთიერთობებში პაუზა იყო. მე შევთავაზებ პრეზიდენტ სარკოზის ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ორმხრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს დინამიკა შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ამ ვიზიტისგან ველი პოზიტიურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს ერთობლივი საქმეები.
საფრანგეთს შეუძლია თუ არა დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირთან მოლაპარაკებებში?
- ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება. მე კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სარკოზისთან და ჩვენ უნდა გარდავქმნათ ეს კარგი ურთიერთობები ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.
foreignpress.ge