„დაიბლოკოს საქართველოს მთავრობისთვის Javelin-ის 410 რაკეტის და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკის გაყიდვა“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა აშშ-ს სენატში დაარეგისტრირა. რენდ პოლი სენატში კენტუკის შტატს წარმოადგენს. რეზოლუციას, რომელიც სენატში 7 დეკემბერს დარეგისტრირდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.
რესპუბლიკელი სენატორის მოთხოვნას წინ უსწრებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში, სადაც კრემლის პოლიტიკასა და საგარეო გამოწვევებზე გაამხვილა ყურადღება. ტილერსონმ არუსეთს მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამუშაო ურთიერთობები არ არსებობს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკრაინაში შეჭრა დაასახელა.
რექს ტილერსონის თქმით, სანქციების გაუქმების აუცილებელი პირობა, მინსკის შეთანხმების შესრულება და ყირიმის დეოკუპაციაა. როგორც სახელმწიფო მდივნი ამბობს, საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. აშშ რუსეთს მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც ახალი „რესპუბლიკების“ - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - „დამოუკიდებლობას“.
ქართველი ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ სენატი არ გაიზიარებს რესპუბლიკელი სენატრორის რეზოლუციის ტექსტს და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას უარს არ ეტყვის Javelin-ის 410 რაკეტის და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკის მიყიდვაზე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო მკვლევარი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა და მსგავსი ქვეყნები ამ დიდი ქვეყნების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და ერთმანეთზე ზეწოლის მექანიზმია.
„ყოველთვის ვიძახდი, რომ საქართველომ თავის პრობლემებს თვითონ უნდა მოუაროს. ის კურსი, რომელიც საქართველომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აირჩია - მკვეთრად პროდასავლური, მომგებიანი არ აღმოჩნდა საქართველოსთვის. სააკაშვილმა მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადა ააწყო პოლიტიკაზე, თითქოს რუსეთის დანგრევის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო. სააკაშვილი არ გამოდიოდა და არ მოქმედებდა ეროვნული ინტერესებიდან. საქართველომ არათუ დესტრუქციული ფუნქცია უნდა შეასრულოს, ვიღაცის დანგრევის მიზნით, არამედ - კონსტრუქციული, რომ ხელი შეუწყოს ამ დაპირებული ძალების თანამშრომლობას. ეს არის საღი აზრი და ელემენტარული ჭეშმარიტება, ვინც ოდნავ მაინც იცის საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“, - ამბობს თამარ კიკნაძე.
როგორცპოლიტოლოგი აცხადებს, დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუფერული სახელმწიფო და ისეთი, როგორიც საქართველოა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რამდენადაც დიდი ქვეყნები ერთმანეთთან ხან ჩხუბობენ, ხან თანამშრომლობენ და წამგებიან მდგომარეობაში რჩებასაქართველო.
„მერწმუნეთ, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის, ამერიკა და ნატო რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ დაიწყებს. ჩვენ ისევ დავრჩებით ჩვენი პრობლემის წინაშე. გადასარევად მოახერხა სომხეთმა, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშიც არის, მაგრამ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ნატოსთან და ევროასოცირების განსაკუთრებულ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. სომხეთმა შეიძლება შუამავლი ქვეყნის როლიც ითამაშოს.
პოლიტიკაში მომგებიანი არ არის რადიკალური პოლიტიკის წარმოება. კისინჯერი ამბობს ხოლმე, ყოველთვის უნდა დაიტოვო უკანდასახევი ხიდი, რაც ჩვენს პოლიტიკას ხშირად აკლია. როდესაც შენ რაღაცა ნაბიჯს დგამ, უნდა გაითვალისწინო შენი ყველა პარტნიორის და მოწინააღმდეგის შემხვედრი ნაბიჯები, მაგრამ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შენი ქვეყანა და მისი უსაფრთხოება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ რექს ტილერსონმა მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმოვანა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მტკიცე პოზიცია რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.
„ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომ ამერიკის ურყევი პოზიცია არის ყირიმის დეოკუპაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა დგას უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სადარაჯოზე.
საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარების თვალსაზრისით სტრატეგიული ფანჯარაგახსნილია, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენენებთ. ამერიკა მხარსუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დასუვერენიტეტს. მაგრამ ასეთ განცხადებებში, როდესაც მხოლოდ უკრაინაზეა საუბარი, შესაბამისი აქტიური მუშაობის შედეგად ამ ფორმულას შეიძლება დაემატოს ფრაზა - უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ მოხდება სანქციების გაუქმება. მითუმეტეს, რომ არის ასეთი განწყობა და პოზიცია ამერიკაში. კონკრეტულ განცხადებებში ამის გადატანას ჩვენი უფრო აქტიური დიპლომატიური მცდელობები სჭირდება“, - აღნიშნაfor.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.