კალასის ახალი ულტიმატუმი - ლგბტ პროპაგანდის თავისუფლება

კალასის ახალი ულტიმატუმი - ლგბტ პროპაგანდის თავისუფლება

ბრიუსელში ჩავარდნილი გეგმის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ახალ ულტიმატუმს უყენებს. კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს „დედლაინი“, შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ანგარიშშია მოცემული. თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის განცხადებით,საზოგადოება აუცილებლად დაინახავს, რომ მისმა მთავრობამ ევროპულ გზას გადაუხვია და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს.

რას ითხოვს კალასი? - ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას. წერილში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებაა.

წერილში ჩამოთვლილი მოთხოვნები, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს 31 აგვისტომდე, რეალურად, ულტიმატუმია და როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან  ურთიერთობებში ულტიმატუმის ენაზე გადადიან, ცხადია, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ახლა ყველფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენად შეძლებს გაუძლოს იმ ზეწოლასა და შანტაჟს, რომელიც უკვე ღიად დააფქსირა კალასმა.

„ქართულო ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია - გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც იქნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ხელისუფლებას თავისი პოზიციები აქვს.

„ევროკავშირის მხრიდან მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით ნომერი პირველი მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც, ამ მიმართულებით , ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ. მეორე - რატომღაც ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ითვლება ვიზალიბერალიზაციის პირობად. ვფიქრობ, ასეთი თემების საზოგადოებისთვის ძალად თავზე მოხვევა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ დახვეწილი კანონმდებლობა მოქმედებს, რომლითაც ყველა ასეთი პირის უფლებები დაცულია.

რატომ არის კავშირში ლგბტ პროპაგანდა ვიზალიბერალიზაციასთან? რომელი ფუნდამენტური უფლებაა, ანუ გაერო-ს, ან ევროპის რომელი ფუნდამენტური უფლებებით არის განსაზღვრული, რომ მე აუცილებლად ლგბტ პროპაგანდის ქვეშ უნდა ვიცხოვრო? სად წერია ეს? ეს არის გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიური მოთხოვნა. მე არ ვეთანხმები ამ იდეოლოგიურ მოთხოვნას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ამ საკითხის ასე დასმას, მათ შორის, ოპოზიციის მომხრე ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენი მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის. იმასაც ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე უნდა შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად იყოს დაცული. მისი თქმით, მუხედავად ამ ულტიმატუმისა, საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე. მე და ჩემი კოლეგებიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი რწმენა ეფუძნება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა ევროკომისიასთან და ასეც გავაგრძელებთ. არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ არის რამდენიმე წითელი ხაზი, მათ შორის, ოჯახურ ღირებულებებზე და ისეთ საკითხებზე, რაც ეფუძნება კონსერვატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვეთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც „გეიმემორანდუმის“ ავტორები არიან და ლობირებენ ლგბტქ+-ის პროპაგანდის გავრცელებას არა მხოლოდ საჯარო სივრცეში, არამედ სასწავლო დაწესებულებებში. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მოვითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროოს ეს წერილი.

„ძალიან მინდა, ამ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც „რუსული ოცნება“ ყოველთვის ავრცელებს იმისთვის, რომ მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეებმა თავისი თვალით წაიკითხონ სიმართლე.

ეს სიმართლე მდგომარეობს შემდეგში - თუ 31 აგვისტომდე, ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირი დაიწყებს მოქმედებას. სამწუხაროდ, ეს მოქმედება მოიაზრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეს, ვიქტორ ორბანს იყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს სანქციები. ეს არის სწორედ მესამე, რაც საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცხადი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, დღევანდელი ევრობიუროკრატიის ანუ კოლექტიური კაია კალასების აზრით, ევროპული ღირებულებები ყოფილა სააკაშვილის რეჟიმი; უმაღლესი ევროპულ დემოკრატია - პოლიციელის ცოცხლად დაწვა; პოლიციელზე ხელის გარტყმა; პოლიციელზე ცივი იარაღით თავდასხმა; პოლიციელისთვის ჯოხის თავში ჩარტყმა; სახელმწიფო შენობებისა და კერძო საკუთრების გადაწვა; რელიგიური საკულტო ნაგებობების, გამოჩენილი საერო და საულიერო პირების შეურაცხყოფა; მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ლანძღვა-გინება, ვიღაც ამორალური ელემენტების მიერ, ყოველ დილა-საღამოს.

„რაც მთავარია, ყოველივე ამის ჩამდენი სუბიექტების პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებად გამოცხადება. უკვე მერამდენედ, თავადვე დაამტკიცეს სახარებისეული სიბრძნის ჭეშმარიტება: არაფერი არ არს დამალული, რომელიც არა გაცხადდების. აი, რა უნდათ ამ მზაკვარ-არამზადებს - საკუთარი აგენტურის ხელშეუხებელი გრიალი საქართველოში; ლგბტ პროპაგანდის თავისუფლება; ოჯახური ღირებულებების ხელყოფა; მომავალი თაობის ლგბტ პროპაგანდით გარყვნა-გადაგვარება; ერთსქესიანთა ქორწინება; მართლმადიდებლობის გაქრობა. ყველაფერი იმის მოსპობა, რასაც ჰქვია: „მამული, ენა, სარწმუნოება“. სახელდობრ იმის, რაზედაც იდგა და დგას რვაათასწლოვანი ქართული ყოფა -კულტურა და სამიათასწლოვანი საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

მოვიდა დრო, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, იმ ქართულ ფილმში ნათქვამისა არ იყოს: „კაცობა დატოვეთ და ბო..ბა დაიწყეთო“, ანუ ჩვენნაირები გახდიდთო. იმას კი ვერ ხვდებიან, ან შეიძლება ხვდებიან კიდეც, მაგრამ ვერ იჯერებენ, რომ ჩვენ გავწყდებით, მაგრამ აქ უცხო ხალხს არ ვაბატონებთ“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

 

 

 

მარბიელი უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს კალასი, ფონდერლაიენი (ფაიზერა) და ყველა იქ მჯდომი ან ვერ აზროვნებენ, ან რაღაცეებს ჯღამნიან ვალის მოსახდელად
მათ მიერვე ახლახან ჩატარებულ კვლევაში ხომ წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის 86% ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდას? და მიუხედავად ამისა პედერასტების პროპაგანდის სრული თავისუფლებისაკენ რომ მოგვიწოდებ ან შიგა გაქვს, ან კიდევ უფრო შიგა გაქვს; ... მოგვიწოდებენ, რომ უკიზო მიმოსვლა შევწყვიტოთ მათ შორის სომხებთან, აზერებთა, თურქებთან, ჩინელებთან ... ეს ჩვენვის საზიანოა, მაგრამ ევროკავშირს რას რგებს? ...და კიდევ არაერთი არალოგიკური და სულელური რამ
6 საათის უკან