„სააკაშვილს ისტორიამ უნდა გამოუტანოს სასჯელი, როგორც ტროცკისა და მუსოლინს, ან მისი ადგილი ფსიქიატრიულშია“

„სააკაშვილს ისტორიამ უნდა გამოუტანოს სასჯელი, როგორც ტროცკისა და მუსოლინს, ან მისი ადგილი ფსიქიატრიულშია“

„საქართველოში ექსტრადირების შემთხვევში, ხალხი უმალ გამათავისუფლებდა“,-თავს ირწმუნებს მიხეილ სააკაშვილი „ექოკავკაზთან“ ინტერვიუში.

მისი აზრით, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და მისიექსტრადირება სურდა, მაგრამ ამით საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები, იხილავდა რა ქართველი ხალხის მიერ გათავისუფლებულ სააკაშვილს, რომელიც პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გახდებოდა.

ჯერა თუ არა სააკაშვილს თავისივე ნათქვამის, რომ ქართველი ხალხი მას გაათავისუფლებდა - ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოურ მედიაში თანდათან უფრო მტკიცდება აზრი, რომ სააკაშვილის ქცევა მისი ფსიქიკური სტაბილურობის შესახებ ეჭვს ბადებს. სულ ახლახანს სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კითხვები გაუჩნდა გამოცემას The National Interest.

სააკაშვილის ფსიქიკა კიდევ უფრო მეტი დაეჭვების საბაბს იძლევა, როცა განსასჯელის სკამზე მჯდომი ოდესის ყოფილი გუბერნატორი შორს მიმავალ გეგმებზე საუბრობს - „მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობაზე“.

პარალელურად, სააკაშვილის მსგავსად, უცნაურ განცხადებებს აკეთებენ ყოფილი და ამჟამინდელი „ნაციონალები“. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს მისი მომავალი.

რისთვის ემზადება ოდესის ყოფილი გუბერნატორი და ვინ ელის სააკაშვილს საქართველოში?!

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში არ მოხდება. უკრაინა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან ეს დასავლეთთან მის ურთიერთობას ძალიან დააზარალებს, ხოლო სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს მთავრობას არაფერში აწყობს.
„მართალია, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ, თუ საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდება, ხალხი მას გაათავისუფლებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადებაა. ხოლო პოლიტიკოსი რასაც ლაპარაკობს, ყველაფერი სიმართლე ვერ იქნება“, - მიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბარონი მიუნჰაუზენიც კარგად აღწერდა საკუთარი თავის გადარჩენის ისტორიას, თითქოს ჭაობში როცა იღუპებოდა, საკუთარი ხელებით ამოიყვანა საკუთარი ტანი ჭაობიდან. ასევეა სააკაშვილიც, რომელიც ირწმუნება, რომ საქართველოში ექსტრადირების შემთხვევში, ხალხი უმალ გაათავისუფლებს.

„მას უნდა დაესვას ფსიქიკური აშლილობის კლინიკური ფორმის დიაგნოზი. როგორც ჩანს, სააკაშვილი იმყოფება კოკაინის მაღალი დოზის ქვეშ. ეს ჩანდა კიდეც, რადგან სასამართლოს დატოვების შემდეგ ნარკოტიკულ თრობას განიცდიდა. მას ვულოცავ ახალი ტიპის ტრანსფორმაციას და ვუსურვებ, კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი რეკორდი. როცა სააკაშვილი თავისი დუღილის ტემპერატურას მიაღწევს, თვითონაც გათავისუფლდება და ჩვენც გაგვათავისუფლებს კომიკური მდგომარეობიდან. მისმა თანამებრძოლმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სწორად აღნიშნა - მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის ცირკის არენაზე. თამარ ჩერგოლეიშვილმა უფრო კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი და ამაში სრულად ვეთანხმები. სააკაშვილს მართლაც დაეწყო ფსიქიკური აშლილობა. ის გაცილებით უფრო არაადეკვატური გახდა. ათასგვარ მოხეტიალე შარლატანთან დაამყარა ურთიერთობა.

უკრაინაში სააკაშვილის მხარდასაჭერად ისეთი ადამიანები მივიდნენ, რომ სააკაშვილის ნაცვლად მე შემრცხვა. იქ გამოჩნდნენ ულტრანაციონალისტები, რომელთაც დასავლეთში ნეონაცისტური იარლიყი აქვთ მიკერებული და უკრაინის შიგნითაც დაბალირეიტინგი გააჩნიათ. ისინი უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის საშიშნი არიან. ეს დაჯგუფებები ანტისემიტური გამოხტომებითაც არიან ცნობილნი. სწორედ ეს გახლავთ სააკაშვილის გარემოცვა და სააკაშვილი თავადაც გახდა დიდი ანტისემიტი. მისი ქმედებები ისრაელის სახელმწიფოსთვისაც საშიში ხდება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე განმარტა, რომ სულ ახლახანს მოხდა სერიოზული მოვლენა, რამაც, ფაქტობრივად, სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში დაასამარა. საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც დამტკიცდა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი - 692 მილიარდი დოლარი. აქედან 350 მილიონი დოლარი გადაეცა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით. ამით ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად უჭერს მხარს პოროშენკოს ხელისუფლებას, რითაც ტრამპმა ზუსტი პასუხი გასცა სააკაშვილის ავანტიურისტულ ქმედებას.

რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ არაადეკვატურობას, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სააკაშვილი რომც ჩამოვიდეს საქართველოში, აეროპორტში, იგი პირველი გამოვა და მოსთხოვს საქართველოს მთავრობას, ეს ადამიანი გაათავისუფლონ მსჯავრისგან, ვინაიდან მისი ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია. ავადმყოფი ადამიანის დაპატიმრება და მსჯავრის დადება კი არაჰუმანური აქტია.

„სააკაშვილს ორი ალტერნატივა დარჩენია, ან მას უნდა გამოუტანონ ისეთივე სასჯელი, რაც ისტორიამ გამოუტანა ლევ ტროცკისა და ბენიტო მუსოლინის, ან მისი ადგილი ფსიქიატრიულშია“.