„ნაციონალებს გააჩნიათ ფინანსური წყაროები, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში“

„ნაციონალებს გააჩნიათ ფინანსური წყაროები, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში“

პოლიტოლოგი, თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიმართ არსებული პროტესტი, შესაძლებელია უკრაინული „მაიდანის“ განმეორების საფუძველი გახდეს. მისი თქმით, სააკაშვილი კონკრეტული ძალების მხარდაჭერის გარეშე ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. დღეს ის უკრაინაში რაღაცა ფუქციას ასრულებს, მაგრამ გარკვეულ მომენტში, როგორც პოლიტოლოგი ვარაუდობს, შეიძლება არავის არ დასჭირდეს და ლეტარულად დაამთავროს ცხოვრება.

for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს დასავლეთის მხრიდან? რომ არა ეს მხარდაჭერა, სააკაშვილის წავა ასეთ რისკზე?

თამარ კიკნაძე: გეთანხმებით, რომ რაღაცა დადგმულ სპექტაკლს ჰგავს. იმიტომ, რომ სააკაშვილის არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომ მისი დაკავება ვერ შეძლონ. გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები არის დაფინანსებული და საკმაოდ კარგად. ქართველებისთვის ამის მიხვედრა ადვილია. ჩვენ მივეჩვეთ ამ დადგმულ სპექტაკლებს განსაკუთრებით სააკაშვილის მხრიდან. ამ მხრივ უკრაინელები ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან.

მართლაც, რომ სასაცილო ვითარებაა, იძახიან, რომ სააკაშვილზე გამოცხადებულია ძებნა და ამ დროს სააკაშვილი თავისუფლად დასეირნობს ამ მაიდანზე და აწყობს დესტრუქციულ ქმედებებს. ალბათ, ეს პროცესები არის მხარდაჭერილი და სააკაშვილს თავისი როლი აქვს.

პრინციპში სააკაშვილი არის დისკრედიტირებული, დასავლეთის პოლიტიკური ფრთა მას არ ღებულობს, ისევე როგორც აშშ-ის ადმინისტრაცია. თუკი გამოვალთ იქიდან, რომ პროცესები არის მართული, დასვლეთის რომელ ფრთას და რატომ უნდა აწყობდეს სააკაშვილის ხელით პროცესების ასე განვითარება?

- სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ არც პასპორტი აქვს, არავინ იცის რომელი ქვეყნის მოქალაქეა, მშვენივრად გადაადგილდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როდესაც უკრაინაში შემოვიდა და ვითომ ხალხმა შემოიყვანა, ისიც დადგმული სპექტაკლი იყო. სააკაშვილი არის კლასიკური ავანტურისტი. სხვა არავინ არ მოიქცევა ისე, როგორც სააკაშვილი. ყველა მხრივ ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია შეიტანოს ქვეყანაში.

ნახეთ, როგორც ჩვენი, ასევე სხვა ქვეყნების მაგალითზე, როდესაც გარე ძალების ჩარევის შედეგად შიდა არეულობა იწყება, ეს ქვეყანა ყოველთვის წაგებული რჩება. ან მისი ტერიტორიის წაღება უნდათ, ან დაყოფა, ან რაღაცა ქმედებისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული და ამ ყველაფერში სააკაშვილს გარკვეული როლი აქვს მინიჭებული. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება უკმაყოფილებას იწვევს დასავლეთის მხრიდან, იმიტომ, რომ კორუფცია ვერაფრით ვერ აღმოიფხვა ამ ქვეყანაში, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება.

ხელისუფლების მიმართ არსებული პროტესტი, შესაძლებელია უკრაინული მაიდანის განმეორების საფუძველი გახდეს?

- არ არის გამორიცხული. მაგრამ ნახეთ, სააკაშვილი როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ არის ის ფიგურა, რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლეთის პოლიტიკური ელიტის მხრიდან. მაგრამ ხალხის ამ მცირე რაოდენობით ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელსაც მთელი მსოფლიო გადასცემს. ე.ი. რაღაცა არის ჩაფიქრებული უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაცა სცენარია, რომელიც არის დაფინანსებული.

მე არ ვიცი, ეს არის სოროსი, თუ ვინ, მაგრამ უახლოეს მომავალში ვნახავთ, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. მე, ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ამის შესახებ, რომ საქართველოს მაგალითს თუ ავიღებთ, მიუხედავად სააკაშვილის ანტირუსული რიტორიკისა, ვინც კი კონსტრუქციულ წინადადებას სთავაზობდა ყველას რუსების აგენტებს ეძახდა და ამავდროულად, თვითონ პრორუსულ ქმედებებს ახორციელბდა. სააკაშვილის პოლიტიკით თუ ვიმსჯელებთ, საბოლოოდ ვინ დარჩა მოგებული - საქართველო, თუ რუსეთი? რა თქმა უნდა, რუსეთი.

საინტერესო იყო ჟირინოვსკის განცხადება, რომელმაც მოუწოდა უკრაინას ხელი არ ახლონ სააკაშვილს. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, კიევშირუსული ზამთრისსცენარის რეალიზება აღკვეთეს, რომელიც მოსკოვში დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობდა. მისი თქმით, სააკაშვილის ქმედებები მოსკოვის ამ გეგმის მცირე ნაწილია და აქვე ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა რუსეთში მყოფი უკრაინელი ოლიგარქისგან, სერგეი კურჩენკოსგან მიიღო. თუ უფრო შორს წავალთ, 2003 წელს .. „ვარდების რევოლუციამხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ. საქართველოში ივანოვის ვიზიტი იყო ღიად გამოხატული მხარდაჭერა, ისევე როგორც ბათუმში. სააკაშვილი იგივე სცენარით მოქმედებს უკრაინაში?

- არაფერი არ გამოირიცხება. ჩვენ ამას შედეგის მიხედვით მივხვდებით. თუმცა, არის ხოლმე გაუთვალისწინებელი მომენტები, როდესაც ადამინები რაღაცას გეგმავენ, მაგრამ, ეს სცენარი ისე არ ხდება, როგორც ისინი გეგმავენ. ჩვენ უნდა გვქონდეს შიდა ინფორმაცია, რაც არ გვაქვს. ქართველების გამოცდილებიდან ვაფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ვიცით რა სააკაშვილის ფიგურა. ეს არის დესტრუქციული ადამიანი, რომლის ქმედების შედეგად საქართველოს ძალიან ცუდი დღე დაადგა და ახლა უკვე უკრაინაში ავითარებს ძალიან ცუდ სცენარს.

ვნახოთ, რისი უნარი შესწევს და რამდენად გამოიწვევს დესტაბილიზაციას. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რომ ეს პროცესები დადგმული სცენარის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი უკრაინისთვის. ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ მძლავრი ეკონომიკა ჰქონდა, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მისი აბსოლუტურად დეინდუსრიალიზაცია მოხდა.

იმ გაზსადენის (რომელიც მომგებიანი იყო უკარინისთვის), ალტერნატივა შენდება - „ჩრდილოთ ნაკადი 2“. ამერიკის ინტერესებში შედის გაყიდოს თავისი გაზი, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთიდან მიღებული გაზი. სამწუხაროდ, დღეს გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოები არ არიან ერთადერთი მოთამაშეები. დივერსიფიცირება მოხდა იმ ძალების, რომლებმაც შეიძლება შეიტანონ რაღაცა თავისი ინტერესები და გარკვეული ქმედებები.

ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი საკმაოდ მხდალი ადამიანია და ეს ძალიან კარგად აჩვენა გორში. მსოფლიომ ნახა რუსული თვითმფრინავის დანახვაზე როგორ ფორთხავდა მიწაზე. მას რომ მხარდაჭერა არ ჰქონდეს, ასე არ მოიქცეოდა. რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული ძალების მხარდაჭერა. საინტერესოა როგორ დამთავრდება მისი ბედი. დღეს ის რაღაცა ფუქციას ასრულებს, მაგრამ გარკვეულ მომენტში შეიძლება არავის არ დასჭირდეს და ლეტარულად დაამთავროს ცხოვრება. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.

ფაქტია, რომ ხალხი ქუჩაშია და ამის საფუძველიც არსებობს უკრაინაში, რომელსაც სააკაშვილი პოლიტიკურად იყენებს...

- ხალხის უკმაყოფილების საფუძველი მართლაც არსებობს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი მოინათლა იმ ადამიანად, რომელიც გვიჩვენებს, რომ უკრაინაში ცუდად არის საქმე და ალტერნატივა შეიძლება იყოს სააკაშვილი. საქართველოს მაგალითზე ვნახეთ, რომ ეს არის დესტრუქციული ადამაინი, რომელიც გვამების და დადგმული სპექტაკლების საშუალებით, მართავდა ქვეყანას. გაიხსენეთ რა ხდებოდა ციხეებში და რა დღეში ვიყავით ჩვენ ყველანი. ღმერთმა დაიფაროს, რომ იგივე განმეორდეს უკრაინაში, რადგან უკრაინაში განვითარებული მოვლენები მოქმედებს საქართველოზე.

რა კუთხით მოახდენს გავლენას საქართველოზე? მაგალითად, ლადო პაპავა ამბობს, რომ თუ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, ის გახდება ქვეყნის პოლიტიკური მომავალი. უკრაინის მოვლენების საქართველოში გადმონაცვლების შემთხვევაში, ქართული მოსახლეობა მიიღებს ამ პროცესებს და მის ლიდერად სააკაშვილს დანაციონალურ მოძრაობას“?

- სააკაშვილს საქართველოში არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, მაგრამ შეიძლება დესტაბილიზაციის საფუძველი გახდეს ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ნახეთ რა განცხადებებს აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც „გმირს“ ისე შერაცხავენ მას. თუ უკრაინაში რაღაცა წარმატება ექნება, უკვე საქართველოში მისი მომხრეები წამოყოფენ თავს, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდია. ამან კი, შეიძლება გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ვინც სააკაშვილის ფიგურას იცნობს, ეს არის ჩვეულებრივი ტიპური ავანტურისტი. თუ მისი მოქმედება მხარდაჭერილია, მაშინ მამაცი ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხდალია და ჰალსტუხის ჭამას იწყებს, ეს მისი ფსიქიკაა, ასეთი ქმედებებით იკვებება. ახლა თავის სტიქიაშია. ნორმალური ადამიანი ასეთ რამეს ვერ შეძლებს. ვფიქრობ, სააკაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი არის შესასწავლი.

დესტაბილიზაციის მცდელობა აშკარად არის. სამეგრელოში სასმელი წყლის მოთხოვნით დევნილები მართავენ აქციას, აქციებს მართავენ ბავშთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები და უკვე გაჩნდა მოწოდება - გადადექი. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც ძალიან მძიმედ აწვება საქართველოს მოსახლეობას. წინსაარჩევნო პერიოდში ლარი იწყებს გამყარებს და არჩევნებიდან მეორე დღეს გაუფასურებას, ეს უკვე ტრადიციად არის ქცეული საქართველოში. ამ მიმართულებით რამდენად აქვს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი, რომ ლარის გაუფასურებამ უკარინის მოვლენები არ გადმოიტანოს საქართველოში?

- ბუნებრივია, ეს მართული პროცესია. არჩევნების დროს გაცილებით ფულის ბევრი მასა იხარჯება, მაგრამ მარტო ეს არ არის. ეს ყველაფრი ნამდვილად არის მართული პროცესები. საქართველოშიც არსებობს იმის საფუძველი, რომ ხალხი უკმაყოფილო იყოს თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობებით - იგივე ლარი, ძალიან მძიმე სოციალური ფონი... მაგრამ, თუ ასეთი მოქმედებები გარედან არ არის მხარდაჭერილი, ჩვეულებრივ არ მთავრდება კატაკლიზმებით და ეს ქვეყნების მაგალითზე ვიცით.

ზოგიერთი ქვეყანა ძალიან მძიმედ ცხოვრობს, მაგრამ არაფერი არ ხდება, იმიტომ, რომ ვიღაცეების ინტერესებში არ შედის. თუ გარეშე ძალები არიან დაინტერესებული და შესაბამისი ფინანსირება აქვთ, მაშინ რაღაცა ცვლილებებია. თუ ჩვენ ავიღებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ფინანსურად საკმაოდ მძლავრი ორგანიზაციაა. იგივე ბიზნესები აქვთ დარჩენილი, რაც ჰქონდათ. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება. ნაციონალებს გააჩნიათ ფინანსური წყაროები, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში.

თუ მიშამ უკრაინაში რამე წარმატებას მიაღწია, საქართველოში ეს ძალები დაიწყებენ დესტაბილიზაციის მცდელობას. ასე რომ, ამაზე ძალიან სერიოზულად არის საფიქრალი.