ლარმა გაუფასურების ლამის ყველა ისტორიულ მინიმუმს გადაასწრო და ეროვნულ ბანკთან პრეტენზიები მხოლოდ საზოგადოებას და ოპოზიციას კი არა, უმრავლესობასაც აქვს - ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით ამჟამადაც მიმდინარეობს შეხვედრები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან, გუშინდელ შეხვედრას, მაგალითად, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტი.
როგორც ოქრიაშვილმა განმარტა, საუბარი ეხებოდა 2017 წლის ბიუჯეტს, მომავალი წლის ბიუჯეტსა და ლარის კურსს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაში მონაწილეობას, ოქრიაშვილის ვარაუდით, ის განმარტავს, მიზეზებს, რატომ მოექცა ლარი ასეთი წნეხის ქვეშ.
თუკი აქამდე მთავრობა ამბობდა, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი სავარაუდოდ, უარყოფითი მოლოდინები, ზამთრის მოახლოება, სოციალური ქსელები და ა.შ. იყო, როგორც ჩანს, დღეს თვლის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას უფრო სერიოზული განმარტებები სჭირდება. თუმცა რამდენად გამართლდება სერიოზული განმარტებების მიმართ გაჩენილი მოლოდინი, ეს უკვე უცნობია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი.
„პროგნოზებს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ერთკვირიანი ტაიმაუტი აიღო იმისათვის, რომ პარლამენტს ამომწურავი პასუხები გასცეს.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, 27 ნოემბერს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიეტეტის სხდომაზე 2018-2020 წლების ფულად საკრედიტო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის მენეჯმეტს ელოდებიან.
თუმცა, ეს არ იქნება მხოლოდ ლარის კურსის გამო პარლამენტში გამოძახება - როგორც კოვზანაძე აცხადებს, ეს არის ფულად საკრედიტო პოლიტიკის განხილვა, რომელიც დაგეგმილია წინასწარ.
„ეს არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულება და ამ თვალსაზრისით, ბატონი კობა გვვენეტაძე მობრძანდება კომიტეტზე. კომიტეტის სხდომა არის ღია. ნებისმიერ კოლეგას შეუძლია დასვას კითხვა ამ თვალსაზრისით, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომის შემდეგ საკითხი უკვე გატანილი იქნება სესიაზე. ის კითხვები, რომლებიც ისმის ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, იქნება განხილული“ , - განაცხადა კოვზანაძემ.
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება პროგნოზებს თავს არიდებს, მოლოდინებზე მაინც საუბრობს - არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა 2.65-ზე, თვლის კახა ოქრიაშვილი, მისივე თქმით, „გაუფასურებამ პიკს მიაღწია და ახლა ვალუტის კორექციას ელოდება“.
„პროგნოზებს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ“.
„გაუფასურებამ პიკს მიაღწია და ახლა ვალუტის კორექციას ველოდები“
მარიამ თოდაძე