„რესპუბლიკური პარტია“ კამპანიას ატარებს არა ამომრჩველის, არამედ უცხოეთიდან გრანტების მოსაზიდად“

„რესპუბლიკური პარტია“ კამპანიას ატარებს არა ამომრჩველის, არამედ უცხოეთიდან გრანტების მოსაზიდად“

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის შეფასებით, იმისათვის რომ მდგრადი იყოს პოლიტიკური სისტემა, ქვეყნაში უნდა არსებობდეს გარკვეული კონფიგურაცია, რომელიც მოიცავს 3-4 პოლიტიკურ სუბიექტს და რომელიც, გარკვეულწილად, დააბალანსებს ხესლისუფლებას. მისი თქმით, ელისაშვილის 17%-იანი მხარდაჭერით გამოჩნდა, რომ ოპოზიციური რესურსი არის, არის ხალხის რაოდენობა, რომელიც კრიტუკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ეს ხალხი უნდობლობას უცხადებს ოპოზიციურ პარტიებს.

for.ge ველერიან გორგილაძეს ესაუბრა.

რა აჩვენა 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებმა როგორც ოპოზიისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვის?

ვალერიან გორგილაძე: არაფერი სიურპრიზი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ელისაშვილმა დაიკავა მეორე პოზიცია, ეს ძალიან საინტერესო და ნიშნადობლივია. ეს არის სიგნალი, მათ შორის ხელისუფლებისთვისაც, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს ამდენ ხმას. გასაგებია, რომ ელისაშვლმა იმ ამომრჩევლის ხმების აკუმულირება მოახდინა, რომლისთვისაც კატეგორიულად მიღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ და ამავე დროს, კრიკტიკულად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ.

ამდენად, ეს არის გარკვეული სიგნალი ხელისუფელბისთვის. გარდა ამისა ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაემშვიდობა მეორე ოპოზიციური ძალის სტატუსს. გამოჩნდა ის ელექტორალური ბაზა, რომელმაც შეიძლება გააერთიანოს ელისაშვილის მხარადმაჭერები. ამით ამომრჩეველმა აჩვენა, რომ მათ სურთ მეორე პოლიტიკური ალერნატივა, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

მეორე პოლიტიკური ალტერნატივა ელისაშვილის სახით, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს პარტია...

- სკეპტიკურად ვუყურებ ელისაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას, მაგრამ თავის თავად ის, რომ ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის, შესაბმისი სტრუქტურების, ორგანიზაციების და თავისი მოხალისეების გარეშე აჩვენებს ასეთ შედეგს, უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სოციოლოგიური ფაქტი. ელისაშვილმა მოახერხა და მოახდინა იმ ამომრჩევლის კონსოლიდაცია, რომლისთვისაც მუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ და კრიტიკულად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ.

პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ, რატომ დამარცხდა პრაქტიკულად ყველა ტრადიციული პარტია. ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინეს ბლოკირება სხვადასხვა ლიდერების და ძალების, მაგრამ ამისდა მიუხედავად გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ანუ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისეთ განწყობებს მიაგნო, რომელიც არის რელევანტური ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს. ამდენად, საინტერესო არის ელისაშვილის მეორე ადგილი. ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა თავისი ამომრჩევლის ნაწილი, ეს ბუნებრივია. ცხადია, აქ ხმები გაიყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. პრინციში, თუ გადავხედავთ საქართველოს პოლიტიკურ რუკას და არჩევნების შედეგებს, დავინახავთ, რომ ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოახერხა და რეგიონებში ჩაანაცვლა „ნაციონალური მოძრაობა“. მეორე პოლიტიკურ პარტიად იქცა მეთელ რიგ რეგიონებში.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეევროპული საქართველო“ ჩაანაცვლებსნაციონალურ მოძრაობას“?

- თუკი, აქ გარკვეული პროგნოზირება შეიძლება, ალბათ, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ თუ არ გამოჩნდა რაიმე ქმედითი ოპოზიციური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“, 2-3 წელიწადში „ევროპული საქართველო“ ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ცუდი შედეგი ამ პოლიტიკური პარტიისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ 1 წელიც არაა რაც შექმნილია. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ წინ კიდევ სერიოზული პრობლემები ელის მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მხრიდან.

რას გულისხმობთ?

- ჩანაცვლებას და სულ ცოტა ხანში, ალბათ, „ევროპული საქართველო“ რეიტინგითაც და მხარდამჭერთა რაოდენობითაც გაუსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ანუ, ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩვნებშინაციონალურ მოძრაობასშესაძლოა გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა?

- არა, მე არ მითქვამს, რომ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. მაგრამ ყველაფერი შეძლება მოხდეს. მე ვამბობ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ რეიტინგულად, შესაძლოა, გაუსწროს „ნაციონალურ მოძრაობას“.

პარტია, პრაქტიკულად, მიატოვა მიხეილ სააკაშვილმა. არჩევნების შედეგებიდან თუ გამოვალთ, სააკაშვილის გარეშე ეს პარტია არაფერს არ წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, პარტიას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ განწირული იყო არჩვნებში და ამიტომ წამოაყენეს ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა, რომელსაც პოლიტიკასთან არანირი შეხება არ ჰქონდა?

- გასაგებია, რომ ზაალ უდუმაშვილი არის სააკაშვილის ავატარი, არ აქვს არც პოლიტიკური პერსპექტივა, არც პოლიტიკური გამოცდილება და ბეგრაუნდი, უბრალოდ, ადამიანია, რომლის მიმართაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება. უდუმაშვილი ცნობილია იმით, რომ 20 წლის განმავლობაში იყო საინფორმაციოს წამყვანი. ბუნებრივია, „ნაცმოძრაობამ“ ვერ გამონახა თავის რიგებში ისეთი წონიანი პოლიტიკოსი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მმართველ ძალას.

პრინციპში, ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევდა მმართველ ძალას. ყველამ ვიცით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგისა და ძალიან მაღალი ანტირეიტინგის შესახებაც. ამ პოლიტიკური ძალის ტაქტიკური ამოცანა არის მეორე პოზიციური პარტიის ნიშნის შენარჩუნება. ამდენად, ერთი მხრივ, ლოგიკურია უდუმაშვილის დაყენება, რადგან ეს არის ავატარი. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, როდესაც ანიმაციას ვხედავდით ხან ზოროს ამპლუაში, მაგრამ ეს „ზორო“ რატომღაც მიხეილ სააკაშვილს ჰგავდა და ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის დღეს მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრობის“ რეიტინგი.

ამ პოლიტიკურ ძალას თავისი ელექტორალური რეიტინგის ზრდის პესპექტივა არ გააჩნია?

- რაც უფრო დაიკლებს პესონალურად სააკაშვილის რეიტინგი, მით უფრო შემცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ძალას თავისი ელექტორალური რეიტინგის ზრდის პერსპექტივა არ გააჩნია, გააჩნია - მხოლოდ კლების. რაც შეეეხება „ევროპულ საქართველოს“, პირიქით, მათ აღმოაჩნდათ ზრდის გარკვეული პოტენციალი. გარდა იმისა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ხმების ნაწილი წამოიღო „ნაცმოძრაობიდან“, თავად ზრდის სხვა ამომრჩეველში რეიტინგს, რომელიც შესაძლოა, ადრე ხმას არ აძლევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მათთვის მიუღებელი იყო სააკაშვილის ფიგურა. დღეს კი, გარკვეულ ლოიალურობას უცხადებს ამ ახალად შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ამდენად, მათი ამოცანა იყო შეენარჩუნებინათ მეორე პოზიცია, მაგრამ ეს ამოცანაც ვერ შეასრულეს. ეს არის საკმაოდ დიდი დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, როდესაც თავისი უზარმზარი სტრუქტურებით, ამომრჩევლით და პარტიული ორგანიზაციებით დამარცხდნენ ერთ კაცთან, რომელსაც არც ერთი გააჩნია და არც მეორე. ძალიან სასაცილოა გვარამიას კომენტარები, რომ თურმე ფულის გარეშე იბრძოლა ზაალმა. და ელისაშვილს რა ფული ჰქონდა? - ძალიან მაინტერესებს, რომ ფინანსური, ადამიანური და ინფრასტრუქტურის გარეშე დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“.

17%-ით ელისაშვილმანაციონალურ მოძრაობას“ ჩამოართვა მეორე სუბიექტის როლი, მაგრამ იგივე მმართველი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ 17%-თან მუშაობა, რომ საპარალმენტო არჩევნებზე არ გახდეს 27%, მით უფრო, როდესაც უკმაყოფილო ამომრჩეველი არსებობს?

- კი ბატონო, არსებობს უკმაყოფილო ამომრჩეველი და ეს ბუნებრივიც არის. 5 წელია რაც არსებობს მმართველი პარტია და ის ვერ შეინარჩუნებდა 70%-იან მაჩვენებელს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ამაზე. აღმოჩნდა საკამოდ დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ამ გზით ამჟღავნებენ კრიტიკულ დამოკიდებულებას მმართველი პარტიის მიმართ. ეს არის საფიქრალი არა მხოლოდ ხელსიუფელებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც.

ამომრჩეველმა ანახა, რომ არ ენდობა არც ხელსიუფელბას, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და საერთოდ, არ ენდობა პოლიტიკურ ელიტას. ელისაშვილის ფენომენი ეს არის კონტრელიტა - ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი კამპანიის გამავლობაში და მანამდეც ამბობდა, რომ ის არ შეეკვრება არც ერთ ორგანიზაციას. მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ხან „რესპუბლიკელები“, ხან „თავისუფალი დემოკრატები“, მაგრამ ყველა ეს შეთავაზება უარყო. დავინახეთ, რომ ელისაშვილმა აჯობა ყველა ოპოზიციურ პარტიას.

ეს არის დასტური იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებში არის აბსოლუტური კრიზისი?

- რა თქმა უნდა. პოლიტიკური კლასის კრიზისია საქართველოში, ვინაიდან არავინ არ სარგებლობს საკმარისი ნდობით მოსახლეობაში. ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ არ ვგულისხმობ. როგორც ჩანს, იმ ხალხმა, რომელმაც ელისაშვილს მისცა ხმა, ელის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. დიახ, ამ თვალსაზრისით ეს საფიქრალია ოპოზიციისთვის და მმართველი პარტიისთვისაც. კიდევ ერთელ ვამბობ, ეს არის სიგნალი, გაფრთხილება. ამდენად, ამ თვალსაზრისით ბევრს აქვს საფიქრალი პოლიტოლოგებსაც და სოციოლოგებსაც, რომელთაც აქვთ მასალა იმისთვის, რომ იმსჯელონ.

თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში მოიგოქართულმა ოცნებამ“, რაც მმართველი გუნდის გადასახედიდან კარგია, მაგრამ ქვეყნისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიცია?

- იმისათვის, რომ მდგრადი იყოს პოლიტიკური სისტემა, ქვეყნაში უნდა არსებოდეს გარკვეული კონფიგურაცია, რომელიც მოიცავს 3-4 პოლიტიკურ სუბიექტს და რომელიც გარკვეულწილად, აბალანსებს ხელისუფლებას. მაგრამ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ არ არის საკმარისად ძლიერი ოპოზიცია, ეს უპირველესად ოპოზიციის ბრალი არის. კიდევ ერთხელ განვიხილოთ ელისაშვილის მაგალითი. მან მიიღო 17%-იანი მახრდაჭერა. „ნაცმოძრაობის“ გარდა ასეთ მაჩვენებელს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ დებდა.

გამოჩნდა, რომ ოპოზიციური რესურსი არის, არის ხალხის რაოდენობა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამავე დროს ეს ხალხი უნდობლობას უცხადებს ოპოზიციურ პარტიებს. ე.ი ოპოზიურ პარტიებშია პრობლემა. ეს ოპოზიციური პარტიები არადეკვატურები და არარელეევანტურები არიან დღევანდელ დღის წესრიგთან. ან აქცენტებს არ სვამენ სწორად, ან მიმართავენ დემაგოგიას და ამას ხვდება ამომრჩეველი, რომელიც არ წამოეგო დემაგოგიას, როგორიც არის პენსიებისა და დანამატების გაზრდა. ცხადი იყო, რომ ეს იყო ტყუილი. ამდენად, გასაგებია, რომ უნდა არსებობდეს კონსტრუქციული და ძლიერი ოპოზიცია, რათა ხელისუფლება არ გახდეს ის ძალა, რომელიც მხოლოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და არ დაემართოს ის, რაც დაემართა „ნაცმოძრაობას“, რომელიც ყოველწლიურად ამ თავისი აბსოლუტური ძალაუფლების გამო დეგრადირდა.

როგორ ფიქრობთ, მმართველ გუნდში რამდენად არის დაბალანსების პრობლემა?

- „ქართული ოცნება“ არ არის კლასიკური პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის სხვადასხვა ფრაქციების და ინტერესთა ჯგუფების გაერთიანება. ამდენად, როდესაც გარედან ოპოზიცია ვერ ახერხებს დაბალანსებას, „ოცნება“ თავად აბალანსებს თავის თავს. მაგალითად, ის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს გადავადება იმით იყო გამოწვეული, რომ მაჟორიტარები, რომლებიც „ოცნებაში“ არიან, წინააღმდეგობას უწევდნენ ამ წინადადებას. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა კომპრომისის საფუძველზე. ხელისუფების პრობლემაც არის, რომ მას არ ჰყავს ღირსეული ოპონენტი, მაგრამ ეს ამ ოპოზიციური ძალების საფიქრალია, ე.ი. მათ სათანადოდ არ ენდობიან.

როგორ ფიქრობთ, პარტიები შეძლებენ იმას, რომ მოაგროვონ საზოგადოების მხარდაჭერა?

- ჩემი ვარაუდია, რომ ეს ოპოზიციური ძალები ვერაფერს ვერ მოხერხებენ. ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს არანაირი მომავალი არ აქვთ. როგორც ჩანს, უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა, ახალი ხალხი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა. ამ არჩევნების შემდეგ, უკვე, ცხადია, რომ მთელი რიგ პოლიტიკურ პარტიებს, ალბათ, მოუწევთ ან შემდგომი მარგინალიზაცია, ან უბრალოდ გაქრნენ პოლიტიკური სცენიდან და ეს ლოგიკურიც იქნება. უკვე მერამდენედ დამტკიცდა, რომ ისინი ვერ პასუხობენ იმ განწყობებს და ვერ ახდენენ იმ ინტერესების დაცვას, რომელიც არის საზოგადოებაში. უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა.

ეს იქნება ელისაშვილი?

- არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ დამოკიდებული მის პოლიტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუმცა, ის რაც აჩვენა, არის შთამბეჭდავი და მეტყველებს გარკვეულ სოციოლოგიურ ტენდენციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ 2-3 წელიწადში თვითონ „ქართული ოცნების“ წიაღში გამოჩნდეს ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩენებისთვის, ეს არის ძალიან რეალური სცენარი. თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს და ვერ მოახდენს რეალური პოლიტიკური დამაბალანსებელი ძალის შექმნას, ეს თავისთავად მოხდება. „ქართული ოცნების“ რაღაც გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, გადაბარგდეს ოპოზიციაში და ამით გაუწიოს გარკვული კონკურენცია. იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს აბსოლუტურად რეალურია.

ამომრჩეველმა 17%-ით ელისაშვილი შემოიყვანა პოლიტიკურ ველზე, ამავე დროს პოლიტიკური ველიდან გაიყავანარესპუბლიკური პარტია“ და ასევე დავით უსუფაშვილი. დავით უსუფაშვილს ყველა ახასიათებს როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას, მაგრამ დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. რამდენად სწორი იყო ამომრჩევლის გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანა უსუფაშვილი?

- მიუხედავად ამ კატასტროფისა და ძალიან დაბალი შედეგისა, რაც აჩვენა, მე მაინც მჯერა უსუფაშვილის გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივის. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას ჯერ კიდევ აკლია რესურსები, სუსტად ფლობენ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს. უფრო აკადემიური და პროგრამული მიდრეკილებები ახასიათებს უსუფაშვილს და ეს მის პოლიტიკურ ძალასაც დაეტყო. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, როდის იყვნენ პოლიტიკურ ველში? - ნეტა ვინმემ გაიხსენოს ასეთი შედეგი.

დამოუკიდებლად არასოდეს...

- ეს პოლიტიკური ძალა ყოველთვის მამების და ვიღაცეების ძიებაშია. ერთი პერიოდი იყო კობა დავითაშვილი, მერე სხვა ლიდერები ჰყავდნენ. ეს პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად არაფერს წარმოადგენდა. თუ რამით გამაკვირვებდა „რესპუბლიკური პარტია“ არ მეგონა, მაგრამ როდესაც ამ საარჩევნო კამპანიას ვადევნებდი თვალს, ეს ანტისაპატრიარქო მოწოდებებით გაჟღენთილი, აგრესიული, შავებში ჩაცმული ქალების საარჩევნო კამპანია რა შედეგს მოუტანდა ამ პარტიას?! მიუხედავად ყველა პრობლემისა, საპატრიარქო კვლავ არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, რომელსაც მოსახლეობის 70%-80% ნდობას უცხადებს.

დიდი ხანია „რესპუბლიკური პარტია“ პოლიტიკურ კამპანიას ატარებს არა თავისი ამომრჩველის მოსაზიდად, არამედ უცხოეთიდან გრანტების მოსაზიდად. აქ სხვა არაფერი არ შეიძლება ითქვას. ის პრიორიტეტები, რაც გამოაცხადეს -ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები, ამავე დროს საშინელებებს ამბობდნენ ეკლესიაზე, ყველა ეს არის საგრანტო მუხლი, რომლითაც შეიძლება მოიზიდო გრანტები დასავლეთიდან. როგორც ჩანს, ეს პარტია საბოლოოდ გადაკეთდა პოლიტიკურ ენჯეოდ, საერთოდ არ აინეტრესებს პოლიტიკური ამოცანები, მათი მიზანია ფინანსები.

ეს არჩევნები იმითაც იყო საინტერესო, რომ საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩაურევლობის გარეშე კალაძემ პირელივე ტურში გაიმარჯვა. ეს მოქმედი მერის პოლიტიკური წონისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- კალაძის ფაქტორი არის მნიშველოვანი და არ არის შემთხვევითი, რომ მან გაიმარჯვა პირველ ტურში. თუ გახსოვთ, ნარმანიას სულ 4% დააკლდა მაშინ, როდესაც „ოცნების“ რეიტინგი იყო ძალიან მაღალი. როგორც ჩანს, პერსონას აქვს მნიშვნელობა. დღეს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს „ოცნებას“, ვიდრე 4 წლის წინ, მაგრამ კალაძემ გაიმარჯვა პირველ ტურში.

თუმცა, კალაძე რომ არ ყოფილიყო „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებდა?- რა თქმა უნდა - არა. „ოცნებას“ ექნებოდა ეს რეიტინი რომ არა ბიძინა ივანიშვილი?- რა თქმა უნდა - არა. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა. ეს მოეწონა ამორჩეველსაც. ვინაიდან ამომრჩეველი მხარს უჭერს „ოცნებას“ და იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ოცნებას“ ეს რეიტიგი ვერ ექნებოდა და ვერ იქნებოდა მმართველი ძალა. ამასთან ერთად, ამომრჩეველს მოსწონს ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებას ახდენს ამ პოლიტიკური გუნდისაგან.

გასაგებია, რომ სტრატეგიული მეურვეობა ამ პოლიტიკურ ძალაზე რჩება ბიძინა ივანიშვილს და სხვანაირად გასაკვირიც იქნებოდა, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის აბსულუტური ავტონომიურობა ამ პოლიტიკური ძალისთვის და ეს არის მთავარი მკაფიო მესიჯი. აი, თქვენ ბურთი და მოედანი, ჩემი მორალური, ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა, მიხედეთ საქმეს. აბსოლუტურად ცხადია, რაც ხდება.