„მე ვარ ის სანიტარი, რომელიც ხელს შეუწყობს, „ოცნების“ ორგანიზმი განთავისუფლდეს პარაზიტებისგან“

„მე ვარ ის სანიტარი, რომელიც ხელს შეუწყობს, „ოცნების“ ორგანიზმი განთავისუფლდეს პარაზიტებისგან“

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. ასევე, შესაბამის ორგანოებს მიმართავს გამოიძიონ დეპუტატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. იმ შემთხვევაში, თუ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მისდამი წამოყენებული ერთი ბრალდება დადასტურდება, მზად არის სამართლებრივად აგოს პასუხი.

for.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თიანეთშიქართული ოცნებისმერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი და ამბობს, რომ გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკური იქნებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარება...

თამაზ მეჭიაური: ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რასაც გამოიტანს სააპელაციო სასამართლო, რომელიც მიმართული იქნება ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ეს იქნება არა ჩემს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, არამედ სასამართლოს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ეს შებღალავს იმ იმიჯს, რომელსაც თანდათან იბრუნებს სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც ჩემს ნაწილში დიდი ნაწილად დაიბრუნა ნდობის იმიჯი. ასე რომ, პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ სასამართლო ხელისუფლებას თავი იმიჯის საზიანოდ ნამდვლად არ უღირს ქუცნაშვილის ერთ-ერთი სამოურაოვს პრობლემა. მე ასე მიმაჩნია.

ქუცნაშვილი ახსენეთ და უნდა გკითხოთ იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც გააჟღერეთ. ქუცნაშვილი ამბობს, რომ თქვენ საუბრობთ დოკუმენტაციის გარეშე და ჩვენ, ჟურნალისტები ვცოდავთ, როცა გაძლევთ ტრიბუნას. ბატონო თამაზ, როდესაც პარლამენტის წევრს ადანაშაულებთ კორუფციაში, რა მტკიცებულებებით ამყარებთ თქვენს ბრალდებას?

- პირველი, დავიწყოთ იქიდან, რომ ტრიბუნა არავისთვის არ მითხოვია. თვითონ მთხოვენ ხოლმე თქვენი კოლეგები კომენტარს. მეორეც, მე დღეს უკვე მოვუწოდე საპარლამენტო უმრავლესობას, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ პიროვნების საქმიანობას. ასევე მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ ყველა ის ბრალდება, რომელსაც მე მიყენებს. თუ ამ ბრალდებებიდან თუნდაც, ერთი დადასტურდა, მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება იმას, მე რა მტკიცებულება მაქვს, ჯერ ერთი მტკიცებულება გამოითხოვოს ამ კომისიამ თქვენი კოლეგების კვლევებიდან. ვგულისხმობ ჟურნალისტურ გამოძიებას მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესებზე თიანეთში, რომელიც უამრავია. იცით, აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო „ქართული ოცნება“ ამ ფაქტით. შეესწავლა ეს საკითხები და თავისი რიგებიდან მოეკვეთა ის ხალხი, რომლებიც, პირველ რიგში, ქვეყანას აყენებენ ზიანს და მერე იმ პარტიის იმიჯსაც, რომელ პარტიასაც ისინი წარმოადგენენ.

აგერ ეძლევათ შანსი. მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია და დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება. რამდენიმე დღის წინ ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ მე „ოცნების“ მტერი არ ვარ, მე ვარ ის სანიტარი, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, რომ „ქართული ოცნების“ ორგანიზმი განთავისუფლდეს ამ პარაზიტებისგან.

რა ბიზნესინტერესები აქვს ქუცნაშვილს თიანეთში და რა მასშტაბების არის?

- იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა საპარლამენტი კომისია და დაინტერესდებიან ამ საკითხებით, ამ ყველაფერს მათ მოვახსენებ. ის, რომ ქუცნაშვილი დეპუტატობის შემდეგ გამდიდრდა, ამას მე კი არ ვადასტურებ, ამას ადასტურებს ის დეკლარაციები, რომლებიც მას აქვს შევსებული. ასევე ის ჟურნალისტური კვლევები, რომელიც მას დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი და რომელიც ამ კვლევით არის დადგენილი.

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურიქართულ ოცნებას“ არ წამოადგენს. მის გუნდში საკმაოდ აქტიური იყო ის ხალხი, ვინცნაციონალურ მოძრაობისაქტივი იყო და აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომნაციონალურ მოძრაობასაცთიანეთში საკუთარი კანდიდატი არ დაუყენებია. ბატონო თამაზ, პასუხი გაქვთ ამ ბრალდებაზე? ვოლსკიმ, ფაქტობრივად,ნაციონალურ მოძრაობასთანალიანსში დაგადანაშაულათ?

- ეს არის სისულელე. ასეთ სისულელეზე რა უნდა გიპასუხოთ. ერთი-ორი ადამიანი შეიძლება იყო ისეთი, რომელიც ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, მერე სხვა პარტიაში, ახლა ჩემთან არის. თუ რომელიმე კომისიის წევრმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო წარდგენილი რომელიმე უბანზე და გაყალბების საშუალება არ მისცა ქუცნაშვილის და მის გუნდს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მათი თანამოაზრე ვარ?

თუ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელს არ შუწყობენ გაყალბებას, მამაძაღლობას და წესიერად მოიქცევიან, ღმერთმა გაუმარჯოს. მე მადლობას გადავუხდი. ისევე როგორც აგერ, საიას და სხვა არასამთავრობოებს სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ როცა ღიად დადგნენ სამართლიანობის მხარეს, საჯაროდ გამოვუცხადე დიდი მადლობა. მე მიყვარს ობიექტურობა. შეიძლება არ ვეთანხმებოდე რაღაც ხედვაში, მაგრამ თუ ვიცი, რომ მართალს ამბობს, ვიტყვი, რომ მართალია. ეს არის ჩემი პრინციპი.