„ადამიანები, რომლებსაც მამამისის სიკვდილიც კი ურჩევნიათ თანამდებობას, არ შეიძლება ჩემს მთაში ხალხს მართავდნენ“

„ადამიანები, რომლებსაც მამამისის სიკვდილიც კი ურჩევნიათ თანამდებობას, არ შეიძლება ჩემს მთაში ხალხს მართავდნენ“

დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მცხეთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალოგიკური და წინააღმდეგობრივია და ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება. დეპუტატი ამბობს, რომ თიანეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პროცესი არ დასრულებულა, შესაბამისად, ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია. ამასთან, ქუცნაშვილი არ ადასტურებს ბრალდებებს, რომელიც თამაზ მეჭიაურმა მის წინააღმდეგ გაახმაურა და აცხადებს, რომ მას ადამინის მიერ დაწერილი ყველა კანონით მოსთხოვს პასუხს.

for.ge ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.

კორუფცია და ნეპოტიზმი - ეს არის ბრალდება, რომელსაც თამაზ მეჭიაური გიყენებთ. როგორია თქვენი პასუხი ამ ბრალდებებზე?

ზაქარია ქუცნაშვილი: მეჭიაურის ბრალდებები რომ აბსურდულია, მე მგონია, ამას მტკიცება არ სჭირდება. შესაბამისად, როდესაც ბრალდებას აყენებ, მტკიცებულებაც უნდა მოაყოლო. ამიტომაც, თქვენ ჟურნალისტები უნებლიედ ხელს უწყობთ მას ტყუილი და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებაში.

უკაცრავად, ამ ბრალდებას არ მივიღებ. მით უმეტეს, რომ ეს ბრალდება მეჭიაურმა გაახმოვანარუსთავი 2“-ის საშუალებით...

- სხვა რამეს ვამბობ. როდესაც ჟურნალისტი ისმენს ბრალდებას და ამ ბრალდების ავტორს არ ეკითხება - რა გაქვს ამ ბრალდების პირდაპირი, ან ირიბი მტკიცებულებაო, რაზეა საუბარი?! ჯერ ერთი სიმართლეც რომ იყოს, ამაში უკანონობა რა არის. მიწაზე საკუთრების უფლება ხომ საჯარო დოკუმენტია და როდესაც ასეთ ბრალდებას აყენებ, რა გიჭირავს ხელში, შეგიძლია წარმოადგინო რამე დოკუმენტი, რომელიც ამას ადასტურებს? - ეს კითხვა უნდა დაგესვათ ამ ცრუ ბრალდების ავტორისთვის.

რასაკვირველია, ბატონ თამაზთან გვექნება ეს კითხვა, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე დაგადანაშაულათ კორუფციაში?

- ქართულ ჟურნალისტიკას არ ვუყურებ ისე, რომელმაც სხვისი ნალაპარაკევის საფუძველზე ექო უნდა გამოსცეს. ქართული ჟურნალისტიკა იმიტომ არის მაღალი კლასის ჟურნალისტიკა მთელს რეგიონში, რომ მას შეუძლია გაარჩიოს დასაბუთებული და დაუსაბუთებელი ბრალდები. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ ვიღაცა ახდენდეს მიუღებელი ბრალდების ტირაჟირებას. მაგრამ მეჭიაურის მთელი მიზანი სწორედ მაგაში მდგომარეობს, რომ თქვენი გამოყენებით, ჩვენ ჩაგვაყენოს მოპასუხის მდგომარეობაში. თვითონ მოისხას თიანეთის ქომაგის მანტია. ამ დროს არაფერი არ აქვს გაკეთებული თიანეთის რაიონისთვის.

ფაქტია, რომ ბრალდება არის მძიმე. მტკიცებულებითი დოკუმენტაციის გარეშე საუბრობს ერთი მხარე და საქართველოს პარლამენტის წევრს კორუფციაში ადანაშაულებს, აპირებთ მიმართოთ სასამართლოს?

- ვფიქრობ მაგაზე. ერთი რაზეც ჩამოყალიბებული ვარ, გახლავთ ის, რომ ადამინის მიერ დაწერილი ყველა კანონით მინდა მოვთხოვო პასუხი. ამაში მყარად ვარ ჩამოყალიბებული. არ მთხოვოთ გაგიშიფროთ ადამიანის მიერ დაწერილ რომელ კანონს ვგულისხმობ.

აუცილებლად გკითხვათ, რადგან ადამიანის მიერ დაწერილ კანონში ხშირ შემთხვევაში ძალადობასაც გულისხმობენ, თქვენ?

- ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ადამიანის მიერ დაწერილი ყველა კანონით მოვთხოვო პასუხი. ისეთი ადამიანები, რომლებსაც მამამისის სიკვდილიც კი ურჩევნიათ თანამდებობას, არ შეიძლება ჩემს მთაში ხალხს მართავდნენ. არა იმიტომ, რომ მე არ მინდა,. არამედ, არ შეიძლება ამ მენტალობის და მსოფლმხედველობის ადამიანები დაბრუნდნენ მმართველობაში. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ამ მენტალობის ხალხი. როგორ შეიძლება ადამიანობაზე, ღირსებაზე, კაცობაზე, ნათესაობაზე, სიკეთეზე და ყველაფერზე წინ დააყენო თანამდებობის დაკავების სურვილი. ამიტომაც, ვაპირებ, რომ ადამიანის დაწერილი კანონით მოვთხოვო პასუხი.

რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო პროცესში, ხოლო ყველა კორუმპირებული და შებღალული ადამიანი შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყო. გამოდის, რომ ივანიშვილმა იცოდა, რომ მეჭიაური წარსულში კორუფციაში იყო ჩართული, მაგრამ ამის მიუხედავად შეიყვანა სიაში? რატომ დაუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას მხარი, რომ კორუფციაში ჩართული ადამიანი შემოგეყვანათ პარლამენტში დაქართულ ოცნებაში“, რომელიც სწორედ კორუფციულ რეჟიმს უპირისპირდებოდა სააკაშვილის სახით?

- ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მაგიტომ არ დაუჭირა მის კანდიდატურას მხარი. შესაბამისად, მან ჩვენ დაგვაშანტაჟა და დამოუკიდებელ კანდიდატად დაარეგისტრირა თავისი თავი. სექტემბერში არ იყო გამოსული ის კადრები. მოგეხსენებათ, რომ კანდიდატები რეგისტრაციას იწყებენ არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. შესაბამისად, მეჭიაურმა შეიტანა განცხადება. ჩვენ ვერ გავრისკეთ შევსულიყავით დაპირისპირებაში იმიტომ, რომ მაშინ არ იყო არჩევნების ბედი ასეთი ნათელი და ცხადი, როგორც შემდეგ.

ყველა ხმას ვითვლიდით და ყველა ხმას ვუფრთხილდებოდით. შესაბამისად, მაშინ ეს პოლიტიკური გარიგება დაიდო. თავისი შანტაჟის საფუძველზე გახდა პარტიული სიით დეპუტატი და პარლამენტში შემოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის 9 დეპუტატი გადავიდა მთავრობაში. ეს იყო სიმართლე. მე არასოდეს არ ვუმალავ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს.

ჩემი შეცდომაც მაგაში მდგომარეობდა, რომ მეგონა ამ ადამიანის ჩართულობა ამ პროცესში და მისთვის ახალი შანსის მიცემა, სასარგებლო იქნებოდა მისთვის, მაგრამ შემომიტრიალდა ისე, როგორც შემომიტრიალდა.

ბატონო ზაქარია ჩაერიეთ არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესში, რამაც უზრუნველყოქართული ოცნებისკანდიდატის გამარჯვება? თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით თიანეთის მერი ისევ თამაზ მეჭიაურია...

- ხან მე მაბრალებს, ხან კომისიის თავმჯდომარეს. ეს არის მორიგი ცრუ ბრალდება. იმიტომ, რომ არც მე და არც კომისიის თავმჯდომარეს არ გვაქვს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება. გადაწყვეტილება მიღებული იყო კოლეგიალურად თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ორი მესამედის უმრავლესობით.

კოდექსი კრძალავს შემაჯამებელი განკარგულების გამოცემას, ან ხმების გადათვლის თაობაზე განკარგულების გამოცემას, ჩვეულებრივი ხმების პრინციპით. კიდევ ერთი ტყუილი იყო, რის ტირაჟირებას ახდენდა, თითქოს ოპოზიციის გარეშე ჩუმად ჩაიკეტა საოლქო კომისია და ისე გადათვალა ხმებიო. ესეც ტყული აღმოჩნდა. სასამართლოზე დაადასტურეს, რომ ყველამ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და ყველა მონაწილეობდა ხმის დათვლის პროცესში.

მაშინ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ ეს პროცედურა კანონიერად?

- ალბათ, ჩვენ ჩაგვბარდება მოტივირებული გადაწყვეტილება, გავეცნობით და მერე მოგახსენებთ. მე ამ არჩევნებზე დუშეთის შტაბში ვიყავი მიმაგრებული, ძირითად დროს იქ ვატარებდი. თიანეთში 19-ვე უბნის მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი 24 ხმით იგებდა. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით მე-20 უბნის ჩაშლით დაინტერესებული, რომელ უბანსაც წინასწარი შედეგებით ვიგებდით. ისინი იყვნენ დაინტერესებული ამ ფალსიფიცირებით. სამწუხაროდ, შეძლეს კიდევაც.

გამოდის, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაასაბუთა ფალსიფიცირება? ფიქრობთ, რომ ვიღაცა ჩაერია გადაწყვეილების მიღებაში?

- ვერ გეტყვით. მეჭიაურის მორიგი ცრუ ბალდება გახლავთ ის, რომ ზაქარიას არასამთავრობომ გაასაჩივრაო. ჩვენ რატომ გავასაჩივრებდით, ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები. შედეგები გაასაჩივრა არასამთავრობო ორგანიზაციამ. წარმოიდგინეთ ალოგიკურობის და ტყუილის სიმარტივე, თუ მოვიგეთ არჩევნები, რატომ გავასაჩივრებდით? ან იგივე ჩვენი მეგობარი არასამთავრობო რატომ გაასაჩივრებდა? ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა გამარჯვება. სად არის აქ ლოგიკა? პირიქით, გასაჩივრებით მეჭიაურის მხარეს შეეწყო ხელი.