„ძალიან მნიშვნელოვანია 17%–იანი ამომრჩეველის ფაქტორი პოლიტიკაში“

„ძალიან მნიშვნელოვანია 17%–იანი ამომრჩეველის ფაქტორი პოლიტიკაში“

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს პირველი არჩევნებია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობის გარეშე. მისივე თქმით, კახი კალაძე უდავოდ არის არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყანის მასშტაბით ის პლებისციტირებული ლიდერი, რომელმაც ხალხის ნდობის მანდატი მოიპოვა და რამდენჯერმე მეტი ხმა მიიღო ყველა სხვა პოლიტიკოსთან შედარებით, შესაბისად, რამოდენიმეჯერ გაიზარდა მისი პოლიტკური წონაც.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამის მიუხედავად დავით ნარმანიას მეორე ტური დასჭირდა იმისათვის, რომ გამხდარიყო თბილისის მერი, რასაც ვერ ვიტყვით კახა კალაძის შემთხვევაში. ივანიშვილის პოლიტიკური ფაქტორისა და მხარდაჭერის გარეში კალაძე 51,13%–ით პირველივე ტურში გახდა თბილისის მერი. ბატონო დავით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კახა კალაძეს და არა ივანიშვილის ფაქტორს?

დავით ზარდიაშვილი: დავით ნარმანია პირველ ტურში ვერ გახდა მერი, მაგრამ უპირობო ლიდერი იყო. გაცილებით მეტი ხმა მიიღო პირველ ტურში, ვიდრე მისმა კონკურენტმა მელიამ. ერთადერთი ფაქტორი, რატომაც პირველი ტურში ვერ მოიპოვა გამარჯვება, გახლდათ ის, რომ ნარმანია არ აღიქმებოდა პოლიტიკოსად. ის უფრო იყო მენეჯერის ტიპის ლიდერი. კარგი პროფესიონალი იყო, მაგრამ პოლიტიკის უნარები არ ჰქონდა. პოლიტიკოსად არ აღიქმებოდა და აქიდან გამომდინარე, ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.

რა თქმა უნდა, კარგი მეცნიერია, კარგი ეკონიმისტია, უდავოდ გააჩნდა პროფესიული უნარები, მაგრამ მას საზოგადოებაში ლიდერის აღქმა არ ჰქონდა. რაც იყო მთავრი მიზეზი, რატომაც არ ჰქონდა ისეთი მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნარმანიას გამარჯვება თავიდან ბოლომდე იყო ინავიშვილის ფაქტორი. მოსახლეობამ მაშინ ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა.

21 ოქტომბერს ვის ვისცა ქართველმა ამომრჩეველმა ხმა?

– ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს.

ამ შემთხვევაში ივანიშვილის ფაქტორს არ ჰქონდა გავლენა?

– რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მუშაობდა ივანიშვილის ფაქტორი, მაგრამ ეს არ იყო გადამწყვეტი, როგორც ნარმანიას შემთხვევაში. ახლა ეს არის მნიშვნელოვანი, რომ კალაძე ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკოსი. მას აქვს მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება თბილისში. უკვე ივანიშვილისკენ ვეღარ გაიშვერს ხელს საზოგადოება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიცია საუბარობს არაფორმალურ მმართველობაზე, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით და იგივე პოლიტიკისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ივანიშვილის ფაქტორი არ იყო გადამწყვეტი?

– ვითარება შეიცვალა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში. კალაძე და პარტიული გუნდი ატარებდა ამ საარჩევნო კამპანიას. ივანიშვილის სახელით არ დაუწყია სპეკულაციები, არც აღქმა იყო ასეთი, რომ ივანიშვილის კაცია. კალაძე არის პარტიული ლიდერი, სრულიად დამოუკიდებელი. ცხადია, ივანიშვილის ფაქტორი მუშაობს, იმიტომ, რომ ივანიშვილია ამ პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებელი. მაგრამ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რადგან კალაძემ დამოუკიდებლად შეძლო გამარჯვების მოპოვება. ამიტომ, პასუხისმგებლობაც კალაძეს აქვს და ლეგიტიმურობაც თავიდან ბოლომდე მისია. კალაძე ივანიშვილს აღარ დაეყრდნობა გადაწყვეტილის მიღების დროს. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ქალაქის მართვაზე პირადად მას აქვს აღებული. ვნახოთ რა გამოვა.

რაც შეეხება პარტიულ ნიშანს, პირველი ადგილზე გავიდაქართული ოცნება“. 17,21% „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 8,94% მიიღოეროპულმა საქართველომ“. იკლო პრორუსული პარტიების რეიტინგმა. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველს პოლიტიკურ ველზე არ შემოჰყავთ პრორუსული ძალები?

– ბურჯანაძის შემთხვევაში ცხადია, რომ ასეა. მან მკვეთრად პრორუსული პოზიციები დაიჭირა, რაც ამომრჩეველმა არ მიიღო. გარდა ამისა, ბურჯანაძე არ იყო აქტიური. დისტანცირდა პოლიტიკისგან, შესაბამისად, თავისივე პასიურობის გამო პოპულარობა დაკარგა ამომრჩეველში. ქართული ხელისუფლების ალტერნატივად არ აღიქმება. რაც შეეხება ინაშვილს და „პატრიოტთა ალიანსს“, ვერ ვიტყვი, რომ მათ დაკარგეს ხმები. საპარლამენტო არჩევნების დროს გადალახვის ზღვარზე იყვნენ, ახლა აქვთ 5,49%, დაახლოებით იგივე აქვთ.

როგორი პოლიტიკური ვითარებაც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, ვგულისხმობ ძალთა გადანაწილებას, დაახლოებით იგივეა. მოხდა ისე, რომ ნაციონალები გაიყვნენ და გაიყო მათი ხმებიც - 27% ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებზე და 17,21% აქვთ ახლა, 8,94% აქვს „ევროპული საქართველოს“. მთავარი რაც მოხდა და განსაკუთრებით თბილისში, გახლავთ ის, რომ მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს არის არსებითი ცვლილება ამ პოლიტიკურ განაწილებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია 17%–იანი ამომრჩეველის ფაქტორი პოლიტიკაში. თანაც მძლავრი ფაქტორი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ამიტომ, საჭიროა ამ ადამიანების ჩართვა პოლიტიკის კეთებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის. რომც შექმანას მას ამხელა მხადაჭერა არ ექნება.

ამომრჩევლის რა კატეგორიაა 17%, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა მხარი?

– 17% ეს არის ის ნაწილი, რომელსაც უნდა თავისი თავის რეალიზაცია და პარტიის მეშვეობით ამას ვერ აღწევს. ერთადერთი გზა მათი პოლიტიკის კეთებაში ჩართვის არის – მონაწილეობითი დემოკრატია. კალაძე კი გვიპრდება და ვნახოთ, როგორ გააკეთებს. უკვე გაიხსნა გზა და თვითმმართველობა საუკეთესო გზა არის ამისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილს ყველა აღიარებს ქართული პოლიტიკისთვის მნიშნელოვან ფიგურად, მას დამოუკიდებლად უჭირს გამარჯვების მოპოვება, ისევე როგორცრესპუბლიკელებსდა ამას ადასტურებს 21 ოქტომბრის არჩევნები. რატომ არ უჭერს ამ პოლიტიკურ ჯგუფს მხარს ამომრჩეველი?

– დავით უსუფაშვილი აღიქმება როგორც პოლიტიკოსი მაშინ, როცა ის არის გუნდში. იმდენად იყო ქართული პოლიტიკის სახე, რამდენადაც ივანიშვილი იყო ლიდერი. გარკვეულწილად ლოკომოტივი სჭირდება იმისათვის, რომ შემოვიდეს პოლიტიკაში. უსაფაშვილი გარკვეული თვისებების გამო იპყრობს ამომრჩევლის ყურადღებას, მაგრამ მისი ეფექტიანობა არის ნაკლები. იგივე კონსტიტუციურ პროცესს რომ შევხედოთ, 4 წლის განმავლობაში ცდილობდა პროგრესისთვის მიეღწია, მაგრამ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 6 თვის განმავლობაში მოხერხა, როცა ახალი კონსტიტუცია მიიღო პარლამენტმა, უსუფაშვილმა ვერ მოახერხა. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, უსუფაშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის დაბალი, როგორც პარტიული ლიდერის, ისევე, როგორც პოლიტიკოსის. ის კარგია მაშინ, თუ არსებობს კოალიციურობა და ის ლოკომოტივი, რომელიც მას სხვა მხარეზე გაიყვანს. თვითონ თავისი შესაძლებლობებით ვერ ახერხებს და ალბათ, ვერც მოახერხებს გამარჯვებას.

საინტერესოა ისიც, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური ველიდან გაიყვანა რესპუბლიკელები...

– რესპუბლიკელები რამდენჯერაც პარლამენტში შემოვიდნენ, იმდენჯერ იყვენ კოლაიციაში. თავიდან ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, შემდეგ „ქართული ოცნება“. დამოუკიდებლად მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი. ამიტომ, ძალიან რთულია მათი სერიოზულ ალტერნატივად განხილვა. ამ არჩევნებში ორიენტაცია აღებული ჰქონდათ უმცირესობებზე, მათ შორის რელიგიურ უმცირესობებზე და ძალიან ცუდი იყო, როცა მთავარ დევიზად გაიხადეს ეკლესიაზე შეტევა.

არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთ შემთხვევაში მართლმადიდებლურ ქვეყანაში არჩევნები როგორ უნდა მოიგო. ცდილობენ დაიკავონ ის ნიშა, რომ ისინი არიან უმცირესობების უფლებების დამცველი. ასეთი პოლიტიკური არჩევნი გააკეთეს, რაც ნაძალადევია. „რესპუბლიკელებს“ და „შენების მოძრაობას“ დაახლოებით ერთნაირად აქვთ 0,73%. ვნახოთ რა იქნება. მე არა მგონია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელებს“ და „შენების მოძრაობას“ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ.

მთლიანად პარტიულ–პოლიტიკური სისტემა არის კრიზისში. მმართველი პარტია გასაგებია, მაგრამ სხვა ვერც ერთ პარტიას ვერ ვხედავ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომ რაიმე სერიოზული ალტერნატივის შექმნა შეძლონ. ეს არის ცუდი. მმართველი პარტიის ალტერნატივა ოპოზიციის სახით უნდა არსებობდეს. ერთადერთი რესურსი არის მოქალაქეთა ჩართვა და მონაწილეობის მიღება მმართველობითი დემოკრატიის მშენებლობაში, ამ მიმართულით უნდა განვითარდეს პროცესები. უნდა გაძლიერდეს წარმომადგენლობითი დემოკრატია.

ყველა თვითმმართველ ქალაქში ლიდერობსქართული ოცნებადა მისი კანდიდატი. ბატონო დავით, ამ შემთხვევაში პარტიულმა ფაქტორმა იმუშავა?

– რა თქმა უნდა, პარტიის რეიტინგმა იმუშავა და არა იმან, რომ კანდიდატი იყო რეიტინგული. პასუხისმგებლობის ტვირთი ახალმა მერმა უნდა გადაანაწილოს. უნდა განხორციელდეს მმართველობითი სისტემის დეცეტრალიზაცია, ანუ გაიმიჯნოს უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

ერთდარეთი გზა, რომ ასეთმა სრულმა ხელისუფლებამ სასიკეთო ნაყოფი გამოიღოს – უფლებამოსილებების, რესურსებისა და პასუხიმგებლობათა გადანაწილებაა. თანაც ისე, რომ ეს პასუხისმგებლობის ტვირთი რაც შეიძლება მეტმა მონაწილემ გაიზიაროს, იმისდა მიხედვით, თუ ვის რა ტვირთის ზიდვა ეგების და შეუძლია.

უნდა შევახსენოთ მმართველ პარტიას, რომ სააკაშვილის რეჟიმის შექმნა რეალურად სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2006 წლის 5 დეკემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივ არჩევნებში ასევე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და პრაქტიკულად სრული – როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი – ძალაუფლება აიღო ხელში.

მთავარი სტრატეგიული შეცდომა, რამაც შემდეგ დანაშაულებრივი სისტემის შექმნამდე მიგვიყვანა, სწორედ ეს იყო – უფლებამოსილებების, რესურსების და პასუხისმგებლობათა გადანაწილების მაგივრად მათი მთლიანი ცენტრალიზება და სრული კონცენტრაცია ერთი მუჭა ადამიანების ხელში. ეს საქართველოში აღარასდროს არ უნდა განმეორდეს.

ამიტომ, ერთადერთი გზა ქვეყნის მართვაზე ქართველი ხალხის მანდატის სწორედ გამოყენებისა და ქვეყნის მმართველობის სისტემის - დეცენტრალიზაციაა. იმედის მომცემია, რომ პირველად საქართველოში გამარჯვებულ პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში ცალკე პროგრამა ჰქონდა წარდგენილი. ხოლო ყველა ამ პროგრამას საერთო, ზოგადი ნაწილი გააჩნდა – პოლიტიკური ხედვა, თუ როგორ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა.

ამ პოლიტიკურ ნაწილში ხაზგასმით იყო დაპირება, რომ ჩამოყალიბდება დეცენტრალიზაციის მწყობრი და ხანგრძლივადიანი სტრატეგია, რომლის მთავარი ორიენტირები იქნება ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და ადგილობრივი მმართველობის ეფექტიანობის ხარისხობრივი ზრდა. არჩევნები დასრულდა და ჩვენ უკვე ველით დაპირებების შესრულებას. პირადად მე ამას ყოველ დღე შევახსენებ მმართველ პარტიას.