საკონსტიტუციო ომის დამარცხებული ფალავნები

საკონსტიტუციო ომის დამარცხებული ფალავნები

გიორგი მარგველაშვილის უარის მიუხედავად, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით, გაიგზავნა მოთხოვნა პრეზიდენტთან რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.

„ჩვენ 48 საათის განმავლობაში ვართ უფლებამოსილი, შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, დღეს, 14:00 საათიდან ნებისმიერ დროს გავმართოთ პლენარული სხდომა და, შესაბამისად, შევუდგებით საკონსტიტუციო პროექტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამთვიანი ვადა დაცულია. ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი მზად არის კონსტიტუციიო ცვლილება  მესამე მოსმენით მიიღოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა  ექნება, მან  შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია.

„თუ მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტს, რომ გააუქმოს პროპორციული საარჩევნო სისტემა და შერეულ სისტემას დაუბრუნდეს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ცვლილებები შევიდე სამ დოკუმენტში. ან თუ ვინმე გადაწყვეტს იმას, რომ ოპოზიციას აღარ მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, მაშინ ასეთი ცვლილებებიც შეიძლება განხორციელდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა მივიდეს პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად, ესეც შეიძლება გახდეს ცვლილებების საგანი. ასევე შეიძლება ცვლილება იმ ნაწილში განხორციელდეს, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პარლამენტს აღარ უნდა შეეძლოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, როგორც აქამდე იყო.

„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა და რომელიც უზრუნველყოფს კომპეტენციების მკაფიო გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის. ჩვენ არა ერთხელ შეგვექმნა პრობლემა მთავრობისა და პრეზიდენტის კომპეტენციების ვერ გამიჯვნის კუთხით - თავი მოგვეჭრა ყველას ერთად, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმების დოკუმენტზე. ჩვენს წორედ ამის მოწესრიგება გვინდოდა, რომ თავი არ მოეჭრას ქვეყანს იმის გამო, რომ კონსტიტუცია რაღაცეებს მკაფიოდ არ მიჯნავს ერთმანეთისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო პროექტში მესამე მოსმენით დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელეს იურიდილ კომიტეტში. პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა. პაკეტის მიხედვით, მმართველი უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც ითხოვს და აპირებს, კენჭი უყაროს ცვლილებების იმ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ 2024 წლიდან გადავა და ასევე 2024 წლიდან პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, უკვე 300 ხმოსანი აირჩევს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენა მიმდინარეობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა  „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა. დეპუტატის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელიამ მას პარლამენტის თავმჯდომარისადმი შეკითხვის ბოლომდე დასმის საშუალება არ მისცა და მიკროფონი გამოურთო.

კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს შეკითხვით მიმართა: ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხორციელების პირობასაც მმართველი გუნდი იძლევა, არის თუ არა შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან და შესაბამისად, რამდენად მოსალოდნელია, რომ მმართველმა გუნდმა პოზიცია შეცვალოს.

კითხვის დასმისას ეკაბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ დაესვა მხოლოდ რედაქციული შინაარსის კითხვები და ამ თვალსაზრისით რეგლამენტით დადგენილი წესები გაეთვალისწინებინა. ბესელიას ამ ქმედებას სამადაშვილის უკმაყოფილება მოყვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფრაქცია პრეზიდენტის ვეტოს და მისშ ენიშვნებს დაელოდება.

„ყველაზე დიდი კანონი მოიგდეს ფეხქვეშ. გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს -პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, შენიშვნების გათვალისწინება უმრავლესობის მხრიდან, იმ შენიშვნებისა, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პარტია და არასამთავრობო სექტორი და რომელშიც ასახულია ვენეციის კომისიის შენიშვნებიც.

უმრავლესობისმიერ ვეტოს დაძლევა და პარტიულ-ოლიგარქიული კლანისინტერესებს მორგებული კონსტიტუციის მიღება ნიშნავს არაფორმალური მმართველობის საბოლოდ დაკანონებას. არა ფორმალური მმართველობა კი, არაფორმალური წესებით იცვლება. ამას გვასწავლის ისტორია. ეს კი ცუდია ქვეყნისთვის“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება იგეგმება, მონაწილეობას არ მიიღებს  „ევროპული საქართველო“.  პარტიის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, უმცირესობამ საკუთარი წინააღმდეგობა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიმართ პირველი მოსმენით კენჭისყრისას დააფიქსირა, ხოლო მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს.

„მმართველმა გუნდმა მოატყუა ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, როდესაც შეცვალეს გადაწყვეტილება და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაავადეს“, - აღნიშნაირაკლიაბესაძემ.