„თვითმმართველობაში ბევრი პრობლემებია და ამას თვალი უნდა გაუსწოროს „ქართულმა ოცნებამ“ და თქვას, როგორ აპირებს ამის გამოსწორებას“

„თვითმმართველობაში ბევრი პრობლემებია და ამას თვალი უნდა გაუსწოროს „ქართულმა ოცნებამ“ და თქვას, როგორ აპირებს ამის გამოსწორებას“

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის სიმძიმე იმაში მდგომარეობს, რომ 2014 წლის თვითმმარველობის რეფორმა ჩავარდა. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს თვითმმართველობის განვითარების და პესპექტივის თვალსაზრისით ახალი გზა უნდა შესთავაზოს.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ქართული ოცნებაეს არის გუნდი რომელიც ქმნის საქართველოს რეალობასპერსპექტიულს და პროგრესულს“, – აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მმართველი გუნდის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია უკვე ცნობილია. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სრულიად ახალი სია. როგორ ფიქრობთ, ამ გუნდით შეძლებს კახა კალაძე, როგორც თავად ამბობს, ძლიერი თვითმმართველობის შექმნას?

დავით ზარდიაშვილი: ამას მომავალი გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის სისტემაში უფრო მნიშვნელოვანი საკრებულო გახლავთ, ვიდრე მერი. ხალხის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანო არის საკრებულო. რა თქმა უნდა, მერი ძალია მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის სისტემა მას აბარია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია და უფრო მნიშვნელოვანია საკრებულო. ამიტომ, ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ამომრჩეველმა არჩევნების დროს.

მაგალითად, „ევროპული საქართველოსსლოგანია – „გზა ევროპისკენდა ამ პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება გოკა გაბაშვილი. ბატონო დავით, გაბაშვილი არის გზა ევროპისკენ?

– ეს არის ძალიან დისკრედიტირებული პოლიტიკური გუნდი და ჯგუფი. არსებობს სერიოზული ეჭვი და განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის ბევრნი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. რასაკვირველია, მე, როგორც ამომრჩეველი მათ ხმას არასოდეს არ მივცემ.

ამ პარტიამ ისეთი რამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, რომ უბრალოდ, შეუძლებელია მათი რეაბილიტაცია. ან როგორ უნდა გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება ამ ტვირთით, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ სიების შერჩევისას და პროგრამების მომზადებისას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს, ეს ჩანს ძალიან კარგად. თუ ამომრჩეველი ამას ამოიცნობს, კარგია.

თუ გავითვალისწინებთ NDI კვლევას 62%–მა არ იცის ვის მისცემს ხმას, 37% აცხადებს, რომ არც ერთი პარტიის მიმართ არ აქვს სიმპათია. საარჩევნო კამპანია დაწყებულია. რა უნდა გააკეთოსქართულმა ოცნებამიმისათვის, რომ ამომრჩევლის ამ კატეგორიის ხმა არ დაკარგოს?

– აქტიური საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს მოსახლეობასთან.
თითქოს აქტიურობა აკლია ამ არჩევნებს...

– დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება საარჩევნო კამპანია. კანდიდატების წარდგენიდან დაიწყება აქტიური საქმიანობა. რაც მთავარია, თვითმმართველობის სისტემაში გასატარებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ცვლილებები, აი, ამის დაანონსება უნდა ხდებოდეს. დღის წესრიგი უნდა შეცვალონ, ხალხი უნდა მსჯელობდეს და ფიქრობდეს ამაზე. პოლიტიკური დისკურსი აქეთკენ უნდა იყოს მომართული და არა რაღაცა თითქიდან გამოწოვილი თემებისაკენ.

ძალიან ბევრი ცვლილებები არის განსახორციელებელი. მე რაც ვიცი და დაანოსდება ძალიან მალე, მაგალითად, მოსახლეობისათვის არსებითი იქნება ის, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს თუნდაც იმას, რომ ამ საარჩევნო ციკლში 2–ჯერ და 3–ჯერ გაზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მოსახლეობისათვის. ნავარაუდებია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7% გახდება ქვეყნის მუნიციპალური ბიუჯეტი.

მე ისიც ვიცი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის სოციალური მხარე, საარსებო შემწეობები, ამის დელეგირება მოხდება და გადაწყვეტილებას თვითმმართველობები მიიღებენ. ბევრი ცვლილება იგეგემება. პირველ რიგში ის, რომ დემოკრატიის გაძლიერებაში მონაწილეობს მოსახლეობა. ანუ, თვითმმართველობა მხოლოდ ის არ არის, რომ მოსახლოება ირჩევს თავის ხელმძღვანელს, მაგრამ ამით არ მთავრდება, ამით იწყება. მოსახლეობის აქტიურობაზე და ჩართულობაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული.

უდუმაშვილი, ხოშტარია, ელისაშვილი, ინაშვილი, კუკავაესენი არიან მმართველი გუნდის კონკურენტები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამომრჩეველი კრიტიკულად არის განწყობილიქართული ოცნებისმიმართ, როგორ ფიქრობთ, აქტიური იქნება ამომრჩეველი? ქართველ ამომრჩეველს ახასიათებს სიზარმაცე, ისევე როგორც თვითმმართველობას...

– ნამდვილად ასეა. თუ რევოლუციური სიტუაცია არ არის ქვეყანაში, ამომრჩეველს სიზარმაცე ახასიათებს. განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნებს და ყველა ქვეყანაში ასეა. ნაკლებად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში. ეს თვითმმართველობის როლს არ აკნინებს, პირიქით, არჩევნებით არ იწყება და არ მთავრდება თვითმმართველობა. აუცილებელი არის ყოველდღიური ჩართულობა. როდესაც თვითმმართველობის ინსტიტუციურ რეფორმებზე ვსაუბრობდი, მე რაც ვიცი და თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ეს ინსტიტუტები გააძლიეროს.

მაგალითად?

– თემის დონეზე შეიქმნას სათემო საბჭოები. ეს იქნება მონაწილეობითი დონე. რა თქმა უნდა, ცაკლე ბიუჯეტი არ იქნება გამოყოფილი, მაგრამ საბიუჯეტო პროცესი იქნება, თუ სხვა საკითხის გადაწყვეტა, მოქალაქეთა როლი იქნება უფრო გააქტიურებული. მოქალაქეთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში – ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც გადაარჩეს წარმომადგელობით და პარტიულ დემოკრატიას. ვხედავთ, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია კრიზისშია.

ელისაშვილი, რომელიც არის დამოუკიდებელი კანდიდატი, მისი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარუმატებლები იქნებიან სხვა პარტიები. ელისაშვილს იმდენად ენდობიან, რამდენადაც არ ენდობიან არც ერთ სხვა პარტიას. არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას.

ჩვენ გადავდივარეთ საპარლამნეტო მმართველობაზე, სადაც მთავარ როლს თამაშობენ პოლიტიკური პარტიები. ეს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სისტემა რომ გადარჩეს, რომელიც ახლა კრიზისშია, ამისათვის არის საჭირო მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება, მოსახლეობის მეტი აქტიურობა და მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, იმიტომ, რომ პარტიებს არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ. 25 წელია არაფერი მაგათგან სახეირო არ გვინახია.

არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა. გამოკვეთლია თუ არა თბილისში ლიდერი კანდიდატი და ეს ლიდერი კანდიდატი იძლევა თუ არა იმის საფუძველს, რომ თბილისში არ იქნება მეორე ტური? ბევრი ამბობს, რომ მეორე ტური იქნება და იქნება სახელისუფლებო კანდიდატსა და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის...

– არა მგონია. ელისაშვილი არ ვიცი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურის შანსი არ არსებობს. თბილისში უკვე გამოკვეთილია ფავორიტი კანდიდატი – ეს არის კახა კალაძე. ყველა გამოკითხვა ამას აჩვენებს და საწყისი პოზიციისთვის მას ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.

40% აქვს შიდა გამოკითხვით, მართალია 50%-თან ახლოს არის, მაგრამ ეს არაა საკმარისი ბარიერის გადასალახვად...

– ეს საწყისი პოზიცია არის. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა დანარჩენებს. როდესაც საარჩევნო მობილიზება ხდება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მმართველი პარტია არის და როგორც არ უნდა შეზღუდო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ყველა არჩევნებში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეა. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ესეც არის დამატებითი რესურსი.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი „ქართული ოცნება“ არის, რომელსაც აქვს პოზიტიური და თანმიმდევრული პროგრამა. ამომრჩეველს სთავაზობს იმას, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. სხვა დანარჩენი მოსახლეობას სთავაზობს – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. სხვა ალტერნატივას არ სთავაზობენ. ან სთავაზობენ ნეგატიურად მიუღებელს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“, ევროპული კი ჰქვიათ, მაგრამ მათი საარჩევნო კამპანია დაფუძნებულია სოციალურ დემაგოგიაზე. მთავარი მესიჯი არის – შევამციროთ მმართველობის ხარჯი და გავზარდოთ პენსია.

იგივე სლოგანი აქვსნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატსაც...

– დიახ, დაახლოებით იგივეა, ანუ არსენა ოძელაშვილივით არიან - „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“. პენსიებზე დაპირება იმდენად აბსურდულია, რომ არავითარი შეხება თვითმმართველობასთან არა აქვს. პენსიების გაზრდა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.

თქვენ გამორიცხავთ მეორი ტურსგაიმარჯვებს კახა კალაძე, მაგრამ საინტერესოა, როგორ გადანაწილდება მეორე და მესამე ადგილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია...

– თუ მეორე ადგილი დაიკავა ელისაშვილმა, ეს იქნება პირდაპირი მაჩვნებელი იმისა, რომ პოლიტიკური სისტემა საქართველოში არის კრიზისში. ელისაშვლს იმდენად მისცემენ ხმას, რომ არ ენდობიან არც ერთ პარტიას.

ასეთი ამომორჩეველი კი ბევრია...

– ძალიან ბევრია, მაგრამ არჩვენები გვანახებს რამდენად ბევრია და წონადი, მაგრამ ეს არაა გზა. ალეკო ელისაშვილი გასაგებია, რომ უკმაყოფილო ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, უკმაყოფილოს არა მარტო მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის მიმართაც, მაგრამ ალტერნატივა ეს არ არის. მაგალითად ელისაშვილი გახდა მერი, რას გააკეთებს ერთი ადამიანი? რაც მთავარია, მას არ ჰყავს გუნდი, ვინ გაატარებს მის პოლიტიკას საკრებულოში?

სწორედ ამით არის საინტერესო ელისაშვილის კანდიდატურაარ აქვს პროგრამა, არ ჰყავს გუნდი...

– ნეგატივზეა ორიენტირებული. იძახის, რომ რაღაც არ ვარგა, ბევრ რამეში მართალიც არის, ხეების მოჭრა, მშენებლობა, ნეპოტიზმი, ბევრ რამეში მართალია, რა თქმა უნდა, ამით ის ამომრჩევლის გულს იგებს. მარტო არას თქმა არაფერს არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ქართველი ამომრჩეველი ნეგაციას ისე არის მიჩვეული, რომ მერე ასეთი კანდიდატები იმარჯვებენ ხოლმე. მაგალითად 2003 წელს ნაციონალების საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე ნეგაციაზე და ქვის სროლაზე იყო აგებული. დაახლოებით იგივეს აკეთებს ელისაშვილი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მარტოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი გაიზარდა და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

პირველ ტურში გამარჯვება რამდენად პრობლემა იქნება მმართველი გუნდისთვის უკვე რეგიონში. ყველა თვითმმართველ ორგანოში მმართველი ძალა პირველ ტურში მიაღწევს გამარჯვებას, სადაც გაცილებით რთული მდგომარეობაა და გაცილებით სუსტია მმართველი ძალა?

– დიახ, ასე არის. თბილისისგან განსხვავებით, რეგიონში მართლაც არის ოპოზიციის დასაყრდენი. ჯერ ერთი, რომ რეგიონეში გაცილებით მწირია თვითმმართველობის შესაძლებლობები და გამომდინარე აქიდან, უფრო მეტი არის უკმაყოფილება. ამიტომ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მეორე ტური ჩატარდეს. მაგრამ, რასაკვირველია, არც იქ ველოდები, რომ გაუჭირდება მმართველ გუნდს.

დაახლოებით ვიცი რა ვითარებაა რეგიონებში და არ არსებობს სადმე შანსი, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ასეთი ვითარებაა დღეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დიდად არ შეცვლილა ვითარება საქართველოში, გაუარესდა „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა. ორ პარტიად არიან გაყოფილი, მათი ხმები გაიყოფა, ეს მათ მდგომარეობას აუარესებს. მათ ამომრჩეველი არ მიემატება და ამავე დროს ერთმანეთის ხმებს გაიყოფენ.

რამდენად რთული მემკვიდრეობა ხვდება კახა კალაძეს? მმართველი გუნდი და ხელისუფლება არ მალავს კრიტიკას დავით ნარმანიას მიმართ და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო პერიოდში...

– ნარმანია რომ შევაფასო როგორც მერი, 3 მინუსით შეიძლება დავუწეროთ. რატომ უნდა დავუწეროთ 3–იანი, არა იმიტომ, რომ ნაკლოვანი პიროვნებაა, კვალიფიკაცია, ან გამოცდილება აკლია – არა. იმიტომ, რომ ის არის ცუდი პოლიტიკოსი, ცუდი ლიდერია. კალაძისგან განსხვავებით, მას არ აქვს უნარი აიყოლიოს ადამიანი. კალაძეს ეს უნარი აქვს, ის პოლიტიკური ლიდერია, გუნდის კაპიტანია და უკვე პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდა. გამოცდილებაც აქვს.

ნარმანია ასეთი არ იყო, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. სტრუქტურული ცვლილებები, რაზეც უკვე გესუბრეთ, აი, ეს არის ყველაზე მძიმე და ცუდი „ქართული ოცნებისათვის“. იმიტომ, რომ 2014 წლის თვითმმარველობის რეფორმა ჩავარდა. მმართველი გუნდის სიმძიმე ამაშია. თვითმმართველობის განვითარების და პერსპექტივის თვალსაზრისით, საზოგადეობას ახალი გზა უნდა შესთავაზოს „ქართულმა ოცნებამ“ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამაში იქნება გათვალისწინებული.

მემკვიდრეობა, რასაც წინა თვითმმართველობის სისტემიდან მიიღებს უკვე ახალ სისტემა, დაძლევადია და ქვეყანა წინსვალას გააგრძელებს. ანუ, სისტემური თვალსაზრისით თვითმმართველობაში ბევრი პრობლემებია და ამას თვალი უნდა გაუსწოროს „ქართულმა ოცნებამ“, უნდა აღიაროს და თქვას, როგორ აპირებს ამის გამოსწორებას. რაც მთავარია, ეს საზოგადოებამდე უნდა მიიტანოს. ამ არჩევნებში ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანა.