გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს კვირის ბოლომდე დაასახელებს. პრეზიდენტის განკარგულებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კონტრასიგნაცია სჭირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნების ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, მაგრამ არსებული ინფორმაციით პრეზიდენტი არჩევნებს 21 ოქტომბერს დანიშნავს. შეგახესენებთ, რომ პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 27 ივნისს გააკეთა განცხადება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდებოდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია იმ კანდიდატთა ვინაობა რომლებიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებენ - „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე; „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაალ უდუმაშვილი; „ევროპული საქართველო“ - ელენე ხოშტარია; „მოძრაობა შენება“ - თენგიზ შერგელაშვილი; „პატრიოტთა ალიანსი“ - ირმა ინაშვილი; „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა და დამოუკიდებელი კანდიდატი - ალეკო ელისაშვილი.
სანამ გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს დაასახელებს და პრეზიდენტის განკარგულება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას მიიღებს, კანდიდატებმა წინსაარჩევნო კამპანია დაიწყეს. ჯერ-ჯერობით ძირითადად სოციალური ქსელი აქტიურობს კახა კალაძე, რომელმაც წინასწარ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მესიჯი გააჟღერა - ე.წ. ხრუშოვკებს თანამედროვე ბინები ჩაანაცვლებს. ასევე ეკოლოგია დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
გარდა ამისა, for.ge-ს ინფორმაციით, „ქართულ ოცნება“ ყველა ცალკეულ თვითმმართველ ქალაქზე ცალკე პროგრამას წარადგენს, ყველა კონკრეტულ მინიციპალიტეტს ექნება თავისი პროგრამა.ზოგადი პოლიტიკური ნაწილი იქნება თვითმმართველობის სისტემის განვითრება. ცალკე პროგრამა ექნება თბილისს.
აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს ოპოზიცია. ოპოზიციურ ფლანგზე ისევ სოციალური დაპირებაა წინა პლანზე. მაგალითად მერობის შემთხვევაში ზაალ უდუმაშვილი აპირებს, რომ წელიწადში 40.000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახის ახალშობილი ათასი ლარით დაასაჩუქროს. ასევე ამბობს, რომ შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს და მერიის ბიუჯეტიდან მოქალაქეებს პენსიაზე 50 ლარის, ხოლო სოციალურად გაჭირვებულებს 145 ლარიდან 520 ლარამდე დანამატს გაუკეთებს.
კონკურენტებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიას ატარებს ელენე ხოშტარია. მერობის კანდიდატი თბილისის სხვადასხვა უბანში ათევს ღამეს და ამბობს, რომ ეს პრობლემების უკეთ გაცნობაში დაეხმარება. ხოშტარიას აქცენტს ძირითადად დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებზე აკეთებს. თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ხოშტარია ამბობს, რომ სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება, ხოლო თბილისი იქნება უსაფრთხო ქალაქი. ქალაქი, სადაც იქნება როგორც მშენებლობები, ასევე გამწვანება.
აქტიურს, მაგრამ დაპირებების გარეშე ატარებს საარჩევნო კამპანიას ალეკო ელისაშვილი, რომლის საარჩევნო კამპანია ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული. დაპირებები ჯერ-ჯერობით არ გაუცია თენგიზ შერგელაშვილს, მაგრამ ამბობს, რომ თბილისს ჭირდება წესრიგი და კონკრეტულ მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც თბილისს ჯანსაღ ქალაქად აქცებს. რაც შეეხება ირმა ინაშვილს და კახა კუკავას, ჯერ-ჯერობით ამ კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ, შესაბამისად, უცნობია რას პირდებიან ამომრჩეველს.
მაშ ასე, ასეთია თბილისის მერობის მსურველთა ძირითადი გზავნილები. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ განსხვავებით ყველა წინა არჩევნებისგან, 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის საარჩევნო კამპანიას ახასიათებს პოლიტიკური კორექტულობა. თბილისის მერობის კანდიდატების ძირითადი სამიზნე მმართველი გუნდის კანდიდატი კახა კალაძეა, მაგრამ კრიტიკა გაწონასწორებულია და არ ცდება კორექტულობის ფარგლებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, სურათი უცვლელია. მიმადინარე საარჩვენო კამპანია, რომელიც ჯერ-ჯერობით აქტიურ ფაზაში შესული არ არის, აჩვენებს, რომ რამოდენიმე მიზეზის გამო წარმოდგენილ კანდიდატებს კახა კალაძესთან შეჭიდება გაუჭირდებათ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მით უფრო, თუკი NDI-ის გამოკვლევებსვენდობით, არჩევნებამდე 3 თვით ადრე კალაძის პირადი რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე პარტიის, რაც კანდიდატისთვისძალიან მნიშვნელოვანია.
for.ge-ს კითხვაზე რატომ გაკეთდა აქცენტი არაპოპულარულ სახეებზე, პოლიტოლოგი და ფსიქოლიგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ მათი მიზანი არ არის თვითმმართველობის არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მიზანია მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და რაღაცა გარკვეული გამოცდილება შეიძინოს.
„ენერგიული საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა. კანდიდატები სექტემბრიდან აამოქმედებენ საარჩევნო მანქანას.ამ დროისათვის ძირითადად ოთხი კანდიდატია თვალში საცემი და უმეტესად - კახა კალაძე. აუცილებლი პროცესია პირადი შეხვედრები მოსახლეობასთან, მაგრამ ზოგად ეს კანდიდატის იმიჯზე არ მოქმედებს.
თუმცა შეიძლება შემდეგში მოუტანოს რეალური მხარდაჭერა ხმების სახით, ვიდრე სატელევიზიომ და ვიდეო მასალამ.ჯერ-ჯერობით ვიდეო მასალით ძირითადად მუშობს კახა კალაძე. ამ შემთხვევაში საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკურ საზოგადოებაში იყო დამოკიდებულება, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს კალაძე.
ასეთი ფრაზა არ ჰქონიათ ნაციონალებს, რომლებიც აშკარაა, რომ კახა კალაძის გამარჯვებას ელიან და ამას ადასტურებს ზაალ უდუმაშვილის ფიგურის წამოყენება, რომელიც პოლიტიკასთან ახლა შევიდა კონტაქტში. ნაციონალებმა პოლიტიკოსები არ გასწირეს მარცხისთვის, მაგრამ გაწირეს ტელე-წამყვანი. როგორც კი კალაძის კანდიდატურა გამოიკვეთა, წინასწარი განწყობა, რომ გაიმარჯვებს კალაძე, საარჩევნო კამპანიის გარეშედაც წინ უსწრებდა ამ არჩევნებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ამდენად, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ეს ინერცია, რომ კალაძე გაიმარჯვებს არსებობს და აისახა კიდავაც NDI-ის რეიტინგებშიც, სადაც კალაძეს უფრო მაღალი აქვს რეიტინგი, ვიდრე სხვებს. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით ეს რეიგინგი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გადააბიჯოს 50%-ს, ამიტომ მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს.
„ვიმეორებ, რომ ჯერ საარჩევნო კამპანია არც კი დაწყებულა. მაგრამ რეიტინგი კალაძეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უფრო დიდი აქვს, ვიდრე დანარჩენ კანდიდატებს. მე მგონია, რომ მეორე კანდიდატად გამოიკვეთება ალეკო ელისაშვილი.
მან აირჩია ისეთი ნიშა, რომლიდანაც გზა გადის ელექტორატის იმ მაღალ პროცენტზე, რომელიც არავისთვის არ აპირებს ხმის მიცემას. ეს არის ყველა პარტიისა და კანდიდატის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი. აი ეს სკეპტიკური ამომრჩეველი შეიძლება ელისაშვილმა წაიყვანოს, რაც საკმაოდ დიდი პროცენტი იქნება.
მეორე ტურთან უფრო ახლოს არის ელისაშვილი - მომგებიანი პოზიციის მქონეა, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის და არც ერთი პარტია არ მოწონს. ასეთი ამომრჩეველი კი საკმარისსზე მეტია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილიამბობს, რომ ჯერ არ დაწყებულა საარჩევნო კამაპანია, შესაბამისად, ძნელია კანდიდატების შანსებზე საუბარი. მისი თქმით, სოციალური-დემაგოგიაა„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მთავარი დევიზი, როდესაც აქცენტს პენსიებისა და სოცილაური დახმარების მომატებაზე აკეთებენ. როგორც ზარდიაშვილი ამბობს, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ხოშტარია და უდუმაშვილი იტყუებიან.
„იმიტომ, რომ თვითმმართველობას არ აქვს პენსიების არც გაზრდის და არც შემცირების კომპეტენცია. თვითმმართველობის საქმე არ არის საპენსიო სიტემა. როდესაც პირდებიან, რომ პენსიებს მოგიმატებთო, ეს არის ტყუილი. სოციალურ-დემაგოგიის პოზიცია უკავიათ და თან ევროპულობაზე დებენ თავს. ასე არ არის, განვითრების რაღაცა ალტერნატივა უნდა შესთავაზონ ადგილობრივ საზოგადოებას, თბილისის განვითრების ხედვა უნდა ჰქონდეთ. ამ თვალსაზრისით პროგრამები არ ჩანს.
კახი კალაძეს აქვს მცდელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთოს აქცენტირება, იგივე ეს ხრუშოვკები, ეკოლოგია, მაგრამ ესეც ჯერ-ჯერობით წინასწარი მესიჯებია. ოპოზიციურ ფლანგზე ისევ სოციალურ-დემაგოგიაა წინა პლანზე, არამგონია, რომ ეს ამომრჩევლისთვის საინტერესო იყოს და ამით მოატყუონ“, - ამბობს ზარდიაშვილი.
მისი დაკვირვებით, გამოკვეთა, რომ „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური კანდიდატები სოციალურ-დემაგოგიის ხარჯზე აპირებენ ხმების მოპოვებას. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის შანსებს, ამბობს, რომ ის მკვეთრად კრიტიკულია, არ აქვს რაიმე სახის პოზიტიური დაპირება. რაც ნიშნავს, რომ ხმების აღება ნეგატივის ხარჯზე უნდა.
„არსებული ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული და უკმაყოფილო ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს ხმების წაღებას. რასაკვირველია, ამომრჩევლის უკმაყოფილებას გარკვეული საფუძველი აქვს. ამიტომ, უკმაყოფილო ამომრჩევლის ხმებს ელისაშვილი წაიღებს. მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც ამ დემაგოგიაზე ცდილობს ხმების მიღებას, ვერ მიიღებს ხმებს.
მე გამოვრიცხავ თბილისში მეორე ტურს. შეიძლება რეგიონებში იყოს, მაგრამ თბილისში ეს გამორცხულია. კალაძეს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.ოპოზიციას რომყოლოდა გაერთიანებული კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ აშკარაა, რომ ხმები გაიყოფა.
ყველაზე მეტ ხმებს დააგროვებენ ნაციონალები და ევროპული საქართველო, მაგრამ ერთმანეთს გაუყოფენ ამ ხმებს. ასე ჩანს იგივე სოციალური გამოკითხვებიდანაც. NDI-ის გამოკითხვაში კალაძეს 30%, აქვს, მეორე ადგილზე ელისაშვილია. მაგრამ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით კალაძეს 40% აქვს. საწყისი პოზიციისთვის ეს ძალიან ბევრია. პოზიტივზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია - რა შეიცვლება, რატომ და როგორ, რას უნდა ველოდოთ ამ არჩევნებისგან სასიკეთოდ - ამ თვალსაზრისით ამ ეტაპზე უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამას, ყველა ცალკეულ თვითმმართველ ქალაქზე ცალკე პროგრამის წარადგენს, ზარდიაშვილი ამბობს, რომ ასეთი რესურსი სხვა არც ერთ პარტიას არ აქვს, შესაბისად, ამ თვალსაზრისითაც „ქართულ ოცნებას“ დიდი უპირატესობა აქვს.
„ამომრჩეველთან დემაგოგიური ლოზუნგებით არ მივა კანდიდატი, არამედ კონკრეტულ მინიციპალიტეტში განვითარების კონკრეტული გეგმით მივა. პირველად ხდება, როდესაც თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალკეული პროგრამები იქნება. რასაკვირველია, ეს მომგებიანია. სხვა პარტიები გველაპარაკებიან ან სოციალური დემაგოგიის ენით, ან მკვეთრი კრიტიკით, რაც ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანია, მაგრამ მარტო კრიტიკა არაფრის მომტანი არ არის.
გასაგებია, რომ ელისაშვილი უკამყოფილო ამომრჩევლის მობილიზებაზე მუშაობს, მაგრამ ამითი არჩევნების მოგება საკმარისი არ არის. ლანძღვა-გინებაში კარგად გამოსდის საქმე, მაგრამ მარტო ამით არჩევნებს ვერ მოიგებს, გამორიცხულია“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
საზოგადოებრვი კომუნიკაციების მმართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ნებისმიერი წინასაარჩვენო სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნება საზოგადიებრი მოთხოვნების საზომებს და შესაბამისად, ბოლო პერიდში ასეთი დესტრუქციული იყო ელისაშვილის და უდუმაშვილის საარჩევნო კამპანია. შედარებით პოპულიზმზე აგებული კამოხატვა ჰქონდა ელენე ხიშტარიას, რაც მისი თქმით, საერთო ჯამში ნეგატიურად შეფასდა როგორც სპეციალისტების, ასევე საზოგადოების ძირითადი ნაწილისგანაც.
„საზოგადოების მხრიდან არც ერთხელ დადებითად არ შეფასდა ეს ძალიან დექსტუქციული გამოხატულობები. რადიკალიზმი ისეთი ეფექტით აღარ სარგებლობს საზოგადოებაში. საზოგადოებას უფრო სათავისო ხმა უნდა, ვიდრე რადიკალიზმი დაა გულის მოფხანა. ჯერ წინ არის, აქტიურ საარჩევნო ფაზაში, რომ გადავლენ და სათქმელი გამოელევათ, შემდგომ უკვე თავს დაიზღვევენ ერთმანეთის დისკრედიტაციისგან, ეს ძალიან კარგი იქნება.
პლიუს, ძალიან მნიშვნელოვანია სახელისუფლებო კანდიდატის ქცევა. იმიტომ, რომ ხშირად მასთან კავშირში არის აგებული სხვა კანიდატების საარჩევნო კამპანია. სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე კორექტული პერსონაჟია. მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქმიანი იმიჯი ჰქონდეს და საქმიან განწყობაზე ააგოს საარჩევნო კამპანია. კალაძე კონკურენტების დისკრედიტაციაზე აგებულ კამპანიას არ ატარებს.
შეიძლება სამი ძირითადი ფაქტორი დავასახელოთ: პირველი - ჯერ-ჯერობით პასიური წინასაარჩევნო კამპანია; მეორე - სახელისუფლებო კანდიდატის კორექტული კაპანია და მესამე - საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც უფრო მეტ საქმეს და მეტ პრაგმატულობას მოითხოვს, ვიდრე ეს აგრესიული რადიკალიზმი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე გამოკვეთილია, რომ პირველ ადგილს იკავებს სახელისუფლებო კანდიდატი. როგორც გამზარდია აცხადებს, სხვა კანდიდატებმა ჯერ-ჯერობით ვერ შექმნეს განსაკუთრებული ძალისხმევა იმისათვის, რომ შეამცირონ კალაძის გამარჯვების შანსები.
„გააჩნია, როგორც სახელისუფლებო, ასევე ფინანსური კონტაქტები, სამოკავშირეო ადმინისტრაციული რესუსი. გარდა ამისა, საინტერესო კანდიდატიც არის. ამ ეტაპზე ეს უფრო გამოკვეთილად მოჩანს. გამოკვეთილად არ მოჩანს მეორე ადგილი, რომელიც საერთო ჯამში ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება უფრო მნიშვნელოვანი და არა იმდენად სხვა დანარჩენებისთვის. ამიტომ, პრინციპში საინტერესოა ბრძოლა მეორე ადგილისთვის. რადგან ვიღაცას პოლიტიკურ შანსებს გაუჩენს, ან პირიქით შეუმცირებს. ამ ეტაპზე ეს დატვირთვა აქვს მეორე ადგილს“, - ამბობს არჩილ გამზარდია.