ავანტურისტ სააკაშვილს ინტერპოლის არხებით ეძებენ

ავანტურისტ სააკაშვილს ინტერპოლის არხებით ეძებენ

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ავანტურას იწყებს, ევროპაში მოგზაურობს დ აკვლავ საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში ხვდება; მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება. მან ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ექს-პრეზიდენტი ინტერვიუებსაც აქტიურად იძლევა და სოციალურ ქსელებში განცხადებებსაცმაღალი ინტენსივობით ავრცელებს 

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი ევროპაში ბრუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას THE NEWS INTERNATIONAL ავრცელებს.მედიაშაუალების ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც საქართველოს და არც უკრაინის მოქალაქეობა აღარ აქვს, პოლონეთში აღმოჩნდა, საიდანაც  ევროპაში მოგზაურობა დააანონსა.

THE NEWS INTERNATIONAL -ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ამერიკის შეერთებლ შტატებში იმყოფებოდა და პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მიღბულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც მაუწყებელი წერს, პარასკევს საღამოს სააკაშვილმა  ვარშავაში, პოლონეთის ტელევიზიას განუცხადა,რომ ქვეყნებში მოგზაურობისას პრობლემები არ შეჰქმნია.

„ამერიკელებმა არ შემაჩერეს, არც პოლონელებმა“,-განაცხადა მან... თანამდებობის პირების მიერ სიამოვნებით მიღების შედეგად, აქ ვარშავაში ვიმყოფები“,-აცხადებს ის.

THE NEWS INTERNATIONAL -ის ინფორმაციით, უცნობია თუ რა სამგზავრო დოკუმენტებით გადაადგიდება სააკაშვილი, მაგრამ პოროშენკოს გადაწყვეტილება მას მოქალაქეობის გარეშე ტოვებს.

„ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავმართავ შეხვედრებს, მათ შორის ბრიუსელშიც“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.

„ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება - უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნათია სონღულაშვილის კომენტარს აქვეყნებს.

„ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, რომელზე დასრულებულია გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს“, - აღნიშნა ნათია სონღულაშვილმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ სცნობს, მას 11 წლით პატიმრობა ემუქრება.

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, მიუხედავად ბრალდების რაოდენობისა, ყველაზე მძიმე მუხლი სხვა მუხლებს შთანთქავს. კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, სასჯელის დაჯამება არ ხდება. ამის გამო, თუ პირს 3-4 ბრალდება აქვს წაყენებული, ის მხოლოდ ერთ სასჯელს მოიხდის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება თუ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს“, - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

როგორც ცნობილია, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა  2015 წელს უკრაინის პასტორტი მიღების გამო დაკარგა, რადგან ქვეყანა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას არ აძლევს.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ევროპულ მედიასთან საუბრისას, შენგენის ზონაში აპირებს გამგზავრებას, სადაც არანაირი სამგზავრო დოკუმენტის წარდგენა არ მოუწევს.

THE NEWS INTERNATIONAL -ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, მის მშობლიურ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ყონის დროს ძალაუფლების გადამეტებისა და 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის წამოწყების გამო, ძებნილია.

როგორც სააკაშვილი ამტკიცებს,ბრალდებები პოლოტიკურად მოტივირებული შურისძიებაა, რასაც მისი მილიარდერი მტერი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კულუარებში იმყოფება.სააკაშვილი პოროშენკოს, მისთვის მოქალაქეობის გასაუქმებლად, სწორედ ივანიშვილთან ფარული შეთანხმების დადებაში ადანაშაულებს.