თეთრი სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეხვედრებზე შეერთებული შტატების მიერ საქათველოს მიწების ოკუპაციის სასტიკად დაგმობაზე ისაუბრეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაიკ პენსი „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაზე იმყოფებიან და მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისადმი ერთგულებაზე ისაუბრა.
თეთრი სახლის განცხადებაში არ არის საუბრი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელის დანიშვნის თაობაზე. მაიკ პენსმა აღნიშნული შეთავაზება გიორგი მარგველაშვილისგან შერეულ სამხედრო საავიაციო ბაზაზე, საველე პირობებში მიიღო. პრეზიდენტის ინიციატივა შეუთხანხმებელი იყო როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ამერიკის ადმინისტრაციასთან.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით. როგორც ფხალაძე აცხადებს, მარგველაშვილის ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.
„პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ამ ვითარებაში, როდესაც განხორციელების მექანიზმზე ისმის შეკითხვა - კარგია თუ ცუდი, ეს არის ცოტა გაუგებარი.
ეს არ არის სიახლე, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც კარგად იციან დიპლომატებმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა. ეს არის ის, რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინიტროს და არც რომელიმე მოქმედ დიპლომატს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გაღრმავდეს ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველომ მიიღოს მეტი დაცულობა, მეტი თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში. ამ თანამდებობის შემოღების მიზანი აშშ-ის ძალისხმევის გაძლიერება იყო, რათა მინსკის შეთანხმების შესრულება და უკრაინაში მშვიდობის დამყარება მომხდარიყო. სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებშ კურტ ვოკერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის წინაშეა ანგარიშვალდებული.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროსთნ შეთანხმებული არ ყოფილა.
„ჩვენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან გვაქვს ძლიან ახლო ურთიერთობა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, შესაბამისად, თუ რამე საჭიროება იქნება ამ კუთხით, განხილული იქნება მათთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მომისმენია მათი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს მიხეილ ჯანალიძემ.
ინიციატივის შინაარს არ იცნობს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომლის განცხადებით, ამერიკელმა კოლეგამ რომ შეეკითხოს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამით, პასუხი არ აქვს.
„მე ვიცი, რომ მსგავსი საკითხები თანხმდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუკი მარგველაშვილი საკუთარ მოსაზრებას სიღმისეულად წარმოადგენს, თუ რისთვის, რატომ, რა ფუნქციებითა და რა მანდატით შეიძლება დაინიშოს სპეციალური წარმომადგენელი, ეს იდეა შეიძლება განხილული იყოს.
მაგრამ მარგველაშვილის მიერ აღნიშნული წინადადების იმ ფორმით დაყენება, როგორც მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შესთავაზა, არც კონსტიტუციური მოთხოვნების, არც პროფესიონალური და არც სტატეგიული ნორმების გათვალისწინებით, პრაქტიკას არ ახსოვს“, - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
როგორც ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხი პრეზიდენტს ჯერ საგარეო უწყებასთან, მთავრობასთან ან ამერიკულ მხარესთან უნდა შეეთანხმებინა.
როდესაც ასეთი ინიციატივა წარმოიშობა, ის შეთანხმებული უნდა იყოს, როგორც მთავრობასთან, ამევე დროს, იმ მხარესთან, ვის მიმართაც ინიციატივა გაქვს. გავლილი უნდა გქონდეს კონსულტაცია - მხედველობაში მაქვს ამერიკული მხარე. მე რამდენადაც ვიცი, ეს წინაპირობა არც ერთ მხარესთან შესრულებული არ ყოფილა. მიუხედვად ამისა, შეიძლება თვითონ წინადადება საინტერესო იყოს, თუმცა პრეზიდენტმა დამატებით უნდა განმარტოს, რა სახის წარმომადგენელს გულისხმობდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იზიარებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მაგალითად უკრაინის მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ ასეთი ტიპის წარმომადგენლის დანიშვნა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად ჩვენი ოკუპაციის პირობების ხაზგასასმელად.
„ასეთი წარმომადგენელი ჰყავს, მაგალითად, უკრაინას და მნიშვნელოვანია აქ აღვნიშნოთ, რომ ასეთი ტიპის წარმომადგენლის დანიშვნა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად ჩვენი ოკუპაციის პირობების ხაზგასასმელად, თუმცა, სამწუხაროდ, თავად ხელისუფლებას არ ახსოვს ხშირად, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადება გიორგი მარგველაშვილს საჯაროდ არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ამბობს, რომ ინიციატივა კარგია.
„არ მგონია, რომ რაიმე შედეგის მომტანი იყოს ასე ღიად ამ განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან თუმცა, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იქნება მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ბოლო წლებში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ რაღაც სპეციალური ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო“, - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის საგარეო უწყებასთან შეუთანხმლებად ინიციატივის შეთავაზებ, შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს პარტნიორი ქვეყანა.
„ძალიან ცუდია, რომ არ იყო შეთანხმებული. როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე, ინიციატივები და მთელი დღის წესრიგი, ყოველთვის არის შეთხანხმებული ორივე მხარესთან. როგორც ჩანს მარგველაშვილმა თვისი ინიციატივა გამოიჩინა, რაც პროტოკოლის გათვალისწინები არ არის სწორი. მაგრამ თუ დაინიშნება ასეთი წარმომადგენელი, როგორც ეს უკრაინის შემთვევაში მოხდა, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის.
მოლაპარაკების პროცესში შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ თუ არ არის შემთანხმებული, ეს უკვე ცუდია. იმიტომ, რომ შეიძლება ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენო შენი პარტნიორი ქვეყანა. სამწუხაროდ, ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებში არ არის კოორდინაცა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ეს ყოველდღიურ მუშაობაშიც იგრძნობა. საქართველო საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და ასეთი დივესიფიცირებული მოქმედებები, ქვეყანას არ ადგება. პირიქით, ყველა სტრუქტურა უნდა იყოს გაერთიანებული იმისთვის, რომ რაღაცა საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძოლონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა თვლის, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის იდეა კარგია, მაგრამ მთავარია, ამ წარმომადგენელს რა ფუნქციები უნდა ქონდეს.
„პრეზიდენტს აქვს უფლება თავისი ინიციატივებით გამოვიდეს, მაგრამ რასაკვირველია, ჯობია ყველამ იცოდეს და ასეთი სურპრიზები არ იყოს. უკეთესი იქნებოდა, რომ ინიციატივა შეთანხმებული ყოფილიყო. ალბათ ინიციატივასთან ერთად გადასცემდა დოკუმენტს, მის ხედვას და მოსაზრებას. ამიტომ, კარგი იქნებოდა გვენახა დოკუმენტაცია.
არ არის მარტივი საკითხი, საინტერესო წინადადებაა, რაც მეტი კონტაქტი იქნება, მით უკეთესია. მაგრან ვინაიდან არ გვინახია დოკუმენტი, რთულია მსჯელობა რას გულისხმობდა პრეზიდენტი. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გააღრმავებს და გააუმჯობესებს, საინტერესოა. საქართველოს აშშ-ის ელჩი, უზარმაზარი საელჩო მუშაობენ და ყველანაირი ფორმატი არსებობს, რაც შეიძლება წარმოდგენილი იყოს.
მართალი გითხრათ, ეს ცოტა გასაკვირია. თუ ამერიკა დანიშნავს სპეციალურ წარმომადეგენელს, მაშინ ჩვენც უნდა დავნიშნოთ, როგორც დიპლომატიაში ხდება. მაშინ, ელჩები რას გააკეთებენ? არ ვიცი, ეს ალბათ პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა უკეთ იციან. ამიტომ საინტერესოა დოკუმენტის ნახვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავამ.