პენსის გზავნილები და პუტინის რეაქცია

პენსის გზავნილები და პუტინის რეაქცია

4-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ოკუპირებულ რეგიონში პუტინის ვიზიტი 2008 წლის 8 აგვისტოს 9 წლისთავს ემთხვევა, რის შემდეგაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის საკითხის დამუშავება დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება. პესკოვისგან განსხვავებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში იქ არსებულ დაძაბულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციას და საქართველოში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირდება.

„ამ ვიზიტით პუტინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინაშე რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს დაადასტურებს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებსკენ აქეზებს. შედეგად ჩნდება კითხვები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენასთან დაკავშირებით“, - აცხადებს კონსტანტინე ზატულინი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს ოფიციალური თბილისი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მოსკოვის გაღიაზიანების საფუძველს ვერ ხედავს, რადგან საქართველოს ქმედებები არავის წინააღმდეგაა მიმართული.

„მე ვერ ვხედავ გაღიზიანების საფუძველს, იმიტომ რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ მიმართული. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენი პოლიტიკა არის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ყველა ქმედება, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების ე.წ. ვიზიტიც, ჩვენს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. არის არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

პრეზიდენტ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ანექსიის მცდელობად, ოკუპაციის გაგრძელებად და საპასუხო პროვოკაციულ ქმედებად აფასებს, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, რომლის განცხადებით, გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი.

„ალბათ ეს ვიზიტიც სწორედ ამ რანგში შეიძლება განვიხილოთ. ეს ერთიან სურათში ჯდება, ეს არისგანგრძობადი ოკუპაცია და როგორც მოგახსენეთ, ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ, ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, პუტინის აფხაზეთში ჩასვლა, ისევე როგორც კრემლის მიერ ამერიკელი დიპლომატების მიმართ გატარებული ღონისძიებები არის გარკვეული საპასუხო ნაბიჯი, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არ ხდება.

„მსოფლიოში გლობალური პროცესები მიმდინარეობს და დაპირისპირებული ქვეყნები ერთმანეთის საპასუხო, საპირისპირო ნაბიჯნებს დგამენ. ეს დაპირისპირების „მიღებული“ ფორმაა. მთავარია, დაპირისპირების მონაწილე მხარე, საქართველო, სწორ პოზიციაზე იდგეს. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწდეს, რომ აფხაზეთის ტერიტორია არის არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ რუსეთის და კიდევ ერთი-ორი ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად ცნობილი. ოკუპაციის მიზეზი არის რუსეთის სტატეგიული ინტერესი სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის ჩვენთვის და მსოფლიოსთვის მიუღებელ პოლიტურ თამაშს თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ის თავის პოზიციაზე დგას და თავის ამ უსამართლო სტატეგიას ატარებს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი არის საპასუხო გზავნილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე და იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომელიც საქართველოში გააჟღერა.

„პოლიტიკაში ყველა ქმედება საპასუხოდ ხდება. სამწუხაროდ, ქართული მხარე კარგად უნდა სწავლობდეს ამ მოვლენებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსული მხარის ადექვატური და არადექვატური ქმედება. როგორც ისტორიამ დაგვიდასტურა, რუსეთი თავის ხაზს განაგრძობს. არ მჯერა, რომ აშშ-ი საქართველოს გულისთვის რუსეთთან საომარ მოქმედებას დაიწყებს, გამორიცხულია. ამიტომ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს დიპლომატიურ ქმედებებს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართულმა მხარემიმუშაოს პროექტზე, შესთავაზოს ისეთი მატრიცა, რასაც ყველა მონაწილე მხარეები დათანხმდებიან.

„პუტინი ჩადის აფხაზეთში და ამით ქართულ მხარეს აჩვენებს, რომ მაიკ პენსის საქართველოში ჩამოსვლით არაფერი არ იცვლება - მე არ მაინტერესებს თქვენთან ვინ ჩამოდის, მოდით და დამელაპარაკეთ პირდაპირო. სამწუხაროდ ქართულ სახელმწიფო არის განხეთქილების ვაშლი, ისევე როგორც უკრაინა და სირია. ახლა მთავარია რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს. ამერიკა ცდილობს თავისი პოზიციები გაამყაროს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც რუსეთისთვის საკმაოდ მტკივნეულია“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძეარ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ერთ-ერთი დატვირთვა იყოს დაბალანსება. კერძოდ, ევროპული ნაბიჯებისსაკუთარი პრორუსული ნაბიჯებითდაბალანსება. საყვარელიძე ამბობს, რომ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ნაწილობრივ მაიკ პენსის ვიზიტით არის გამოწვეული.

„მაგრამმეეჭვება, რომ ეს იყოს ერთადერთი მიზანი. რადგან, აფხაზეთში ბევრი პრობლემა აქვს რუსეთს, დაწყებული ხაჯინბას მმართველობით, რომელსაც ნელ-ნელა აკლდება სიმყარე. შეიძლება ერთ-ერთი ამოცანა იყოს ხაჯინბას მმართველობის გამყარება. ამავე დროს, პუტინი ყოველწლიურად ამცირებსბიუჯეტს, არ არის გამორიცხული, რომ წინა პლანზე წამოიწიოს საკითხებმა - ეს არის აფხაზების მიერ გახშირებული ძარცვა და თავდასხმა რუსი ტურისტების. სავარაუდოა, რომ ეს თემა ჩაჯდებაპუტის დღის წესრიგში. ეს არის საკითხები, რაც ზედაპირზე ჩანს, სიღრმეში უფრო მეტი იქნება საკითხები, რაც არ ჩანს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.