იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ასეთ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს დაჭირდება სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის მოლაპარაკებები და შეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის გადმოცემის თაობაზე.
„თუკი უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება, საქართველოსთან ამ საქმეზე თანამშრომლობის, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, მოცემული ბრალდებულის გადმოცემის შესახებ. რაც შეხებ, სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუკი ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება უკვე ამ ქვეყნებთან სამართლებრივ კონსულტაციები, მათ შორი მოლაპარაკებები და შეთანხება გადმოცემის შესახებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ცნობილია, 26 ივლისს, საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. მოქალაქეობის ჩამორთმევის მიუხედავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნდება, თუმცა უკრაინის სასაზღვრო პუნქტთან ამ დრომდე არ გამოჩენილა. გარდა იმისა, რომ სააკაშვილს აკრძალული აქვს ქვეყანის ტერიტორაზე შესვლა, უკრაინაში დაბრუნდების შემთხვევაში, უკრაინის გენერალურ პროკურატურას შეუძლია გადასცეს საქართველოს.
მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე აშშ-ში იმყოფება. ამბობს, რომ ის ყოფილი უკრაინელი მესაზღვრეა და ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი იცის. ამის მიუხედავად, მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ბედავს. ერთადერთი, ვინც სააკაშვილისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა ლიტველი ევროპარლამენტარი პიატრას აუშტრიავიჩუსია. ლიტვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება კომპლექსური პროცესია.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს ბინადრობის უფლება აშშ-ში მოიპოვოს. როგორც for.ge-ს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა პირმა უთხრა, მცდელობის მიუხედავად სააკაშვილი ვერ შეძლებს ამერიკაში ბინადრობის უფლების მიღებას, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილის მცდელობა ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან, უშედეგო აღმოჩნდა.
თუ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩება საცხოვრებლად და საქართველო აშშ-სგან მის გადმოცემას მოითხოვს, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის საკითხს აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება და აქედან გამომდინარე, იქნება შესაბამისი მოქმედებები.
„ამას აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება, რომელსაც ქვეყანაში იუსტიციის მინისტრი ახორციელებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა, ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში საქართველოსთვის. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ გამოდის სახელმწიფოებრივი ინტერესის ჭრილიდან და ის კვლავ საუბრობს შიდა ბოღმაზე, რაც, მისი თქმით, წულუკიანს და „ქართულ ოცნებას“ აქვს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და აშშ უჭერს მხარს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამ ფონზე, იუსტიციის მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაპირისპირების მიმართულებით ბოღმას ანთხევს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კვლავ დევნაზე“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტი, თემურ მონიავა დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის ბინადრობის უფლებას არ მიანიჭებს.
„საქართველოს ძველი კონსტიტუცია, რომლის სამართალმემკვიდრედაც ვაცახადებთ თავს, ეს არის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. იქ არის ერთი ასეთი მუხლი - საქართველო არათუ თავის მოქალაქეს, არამედ, პირს, რომელიც არის ლტოლვილი და იმყოფება საქართველოში, არ გადასცემს სხვა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, თუ სააკაშვილმა ბინადრობის უფლება მოიპოვა, იგულისხმება, რომ მას პოლიტიკური უფლებაც გააჩნია და ჩვენ არავინ არ გადმოგვცემს.
არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო მასსზე შეხიზნულ მოქალაქეს სხვას არ გადასცემს. არა მგონია, რომ აშშ-მა სააკაშვილის ბინადრობის უფლება მისცეს. საქართველოში დღეს არაერთი მოქალაქე ცხოვრობს, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მაგალითი ავიღოთ - ჩვენ შევთავზეთ მას მოქალაქეობა, მაგრამ უარი განაცხადა. ამით მან არ მოისპო თავის ქვეყანაში ბრძოლის გაგრძელებს საშუალება. იგივე უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ის საქართველოში არ ჩამოდის, ვერ ბედავს“, - აცხადებს თემურ მონიავა.
მისივე თქმით, თუ არ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, მაშინ საქართველომ უნდა განაცხადოს მზადყოფნა ექს-პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ.
„მიკვირს ჩვენი სახელმწიფოს პასურობა. რატომღაც ამ თემას ყველა გაურბის, არ ლაპარაკობს არც ერთი ე.წ. ექსპერტი თუ მეცნიერი. თუკი ეს პიროვნება თავის დროზე არ გამხდარა უკრაინის მოქალაქე, გამოდის, რომ მას არც დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა. საფუძველი, რატომაც ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, იყო ის, რომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა, ბათილია ის აქტი, რომლის საფუძველზეც უკრაინის მოქალაქე გახდა. ჩვენ უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვიპოვებთამ პირის ექსტრადაციის უფლებას, რაც სამართლიანად მომგებიან საკითხიიქნება“, - აღნიშნა თემურ მონიავამ.