გასულ კვირას, ცნობილმა ჩეხმა პოლიტიკოსმა ობამას საგარეო პოლიტიკას „მტერ–ცენტრისტული“ უწოდა, განაცხადა რა, რომ ის დიდწილად მოწინააღმდეგეებზეა (ისეთებზე როგორიც რუსეთია) ორიენტირებული, ვიდრე შედარებით მცირე მასშტაბის მოკავშირეებზე, როგორიც ჩეხეთია.
სწორედ ამიტომ, საინტერესო აღმოჩნდა ოთხშაბათს აბსოლუტურად საპირისპირო აზრის მოსმენა კიდევ უფრო მცირე ზომის მოკავშირე ქვეყნის ლიდერისგან. ლატვიის პრემიერ–მინისტრ ვალდის დომბროვსკისს (ბალტიისპირეთის ამ რესპუბლიკაში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ის საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა) აქვს იმის მიზეზი, რომ მსგავს განცხადებებს ყურადღება მიაქციოს.
„მტერ–ცენტრისტობის“ შესახებ ჩეხი სენატორის ალექსანდრ ვონდრას განცხადებების კომენტირებისას, დომბროვსკისმა გვიპასუხა, რომ მსგავსი წუხილი ბალტიისპირეთშიც არსებობდა.
თუმცა, პრემიერ–მინისტრმა, The Post–ის რედაქციაში ყოფნის დროს, აღნიშნა, „დღეს ჩვენ გაცილებით ნაკლებად ვღელავთ, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე პოზიტიური ძვრა მოხდა“.
საუბარია პროგრესზე, როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან, დასძინა მან. დომბროვსკისის აზრით, „რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ წამოიწყო „პოზიტიური შედეგები აქვს ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და მთლიანად ევროპისთვის“.
რუსეთის მიდგომა „ბევრად კონსტრუქციული“ გახდა, გაიზარდა ლატვიასთან ურთიერთობები უმაღლეს დონეზე, მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებზე (კერძოდ ორმაგ დაბეგვრაზე) პროგრესია მიღწეულია.
თავის მხრივ, ნატომ ბალტიისპირული ქვეყნებისთვის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევისთვის საკუთარი გეგემები განაახლა და აშშ–ს მონაწილეობით წრთვნები გამართა.
პრემიერ–მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ–რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა არ შეიძლება მოსკოვის მეზობლების ხარჯზე ხდებოდეს, ამიტომ მისი თქმით, მას გაეხარდა სამშაბათს ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე იმის გაგება, რომ მომავალი თვის დასაწყისში სახელმწიფო მდივანი ვიზიტებს გეგმავს სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და საქართველოში.
დომბროვსკისმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მისი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ მხოლოდ წინასწარ შეიძლება.
„დიდხანს გაგრძელდება ეს თუ არა, ჯერ კიდევ რთული სათქმელია“, – ამტკიცებს იგი. „თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის განწყობა და მისი რიტორიკა შეიცვალა“.
”foreignpress”