გერმანიის ხელისუფლებამ 100 000 ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა ბერლინში განხორციელებული ტერორისტული აქტის მთავარი ეჭვმიტანილის მოსაძებნად. ეჭვმიტანილი წარმოშობით ტუნისელი ანის ამრია, რომელიც შეიარაღებულია და კავშირები აქვს ექსტრემისტებთან. შეგახსნებთ, რომ ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, გერმანელმა სამართალდამცველებმა პაკისტანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც პროკურატურამ გაათავისუფლა, რადგან მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთა.
რატომ გახდა ტერორისტებისთვის მიმზიდველი ევროპა და რატომ ვერ პასუხობს გამოწვევას საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკური საბჭოს მკვლევარს, ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.
მხოლოდ ერთ ღამეში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ანკარაში მოკლეს რუსეთის ელჩი, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი გარდაცვალა, ციურიხში ისლამურ ცენტრთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ერთი მოკლულია, ანკარაში ცეცხლი გაუხსენს აშშ-ის საელჩოს, ეს უკვე არ ადასტურებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის სისუსტეს?
ზურაბ აგლაძე: მოდით ვთქვათ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპამ უსაფრთხოდ იგრძო თავი და ამის გამო მოადუნა ყურადღება. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურები აღარ იყო პრესტიჟული სამსახური და გარკვეულწილად დეგრადირებაც განიცადა. საფრთხეები არ არსებობდა, შემცირდა ამ სამსახურების დაფინანსება და ამან ყველაფერმა გამოიწვია უსაფრთხოების სამსახურების შესუსტება. იმიტომ, რომ პრესტიჟული და ანაზღაურებადი არ იყო, ნიჭიერი ახალგაზრდები აღარ ეტანებოდნენ ამ სამსახურს. სწორედ, ამის გამოძახილია ის, რაც დღეს ხდება.
ანუ, ტერორიზმი თავისი არსით და მოქმედებით, ახალი სტილის დანაშაული აღმოჩნდა სპეცსამსახურებისთვის?
- რა თქმა უნდა, ეს ახალი სტილია ევროპელებისთვის, ტერორიზმთან მათ დიდი ხანია შეხება არ ჰქონიათ. ამიტომაც უსაფრთხოების სისუსტის მიზეზია - დაფინანსების შემცირება და გონებვრივი რესურსის გაშვება სპეც-სამსახურებიდან. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს სამსახურები უძლურები არიან. ამის გამოსწორებას საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდება. ეს ვერ მოხერხდება ერთ კვირაში, ან ერთ თვეში. ვფიქრობ, ევროპა მივა დასკვანამდე, რომ აუცილებელია მოიზიდოს კვალიფიციური კადრები.
სწორედ ამიტომ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება მორღვეულია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზედმეტად ლოიალურიც კი აღმოჩდა კანონმდებლობა ამ კონკრეტული დამნაშეევის წინააღმდეგ?
- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, მაგრამ როგორც გითხარით, ამ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდათ ადამიანებს. საფარნგეთში, როდესაც პირველი ტერაქტი მოხდა, ფიქრობდნენ, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. ანუ, ადაპტირება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება გაუჭირდათ, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრე.
რა თქმა უნდა, კანონდმებლობის გამკაცრება აუცილებელია. გეთანხემბით, რომ ევროპული კანონდმებლობა სუსტია ასეთი კატეგორიის დანაშაულების მიმართ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროპელები დახვეწენ კანონმდებლობას, შესაბამის სატრატეგიას აირჩევენ და უფრო ქმედითუნარიანს გახდიან თავის სპეცსამსახურებს. ფაქტია, ისინი ამ ეტაპისთვის ბოლომდე ვერ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანას - მართალია, პრევენცია ხდება, მაგრამ ტერორისტული აქტები ისევ ხდება. ჩვენთვის ადვილია ამაზე საუბარი, მაგრამ ევროპელებისთვის საკმაოდ რთულია იმ კატეგორიის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ტერორისტულ აქტებს იმავე ქვეყნის მოქალაქეები აწყობენ. რასაკვირველია, ძნელია წინასწარ განსაზღვრო ადამიანი რას ფიქრობს, მაგრამ ევროპის უძლურება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამომწვევი ფაქტორი, რატომაც ტერორისტებისთვის მიმზიდველი ხდება ევროპა?
- ტერორისტული ქტები ყველგან ხდება. ევროპა ითვლება, როგორც თანამედროვე სამყაროს გული, ამიტომ არის ტერორისტების სამიზნე ევროპა და არა იმიტომ, რომ აქ ადვილია ტერორისტული აქტის მოწყობა. შედარება რომ გავაკეთოთ, ევროპული ქვეყნები გაცილებით რბილ მეთოდებს იყენებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ეჭვიტანილების დაკავების შეთხვევაში, ვიდრე სხვა ქვეყნები. საკმაოდ ბევრ ქვეყნებში საკამოდ მკაცრი მეთოდები აქვთ.
ფაქტია, ზედმეტად ლოიალურობა პრობლემას უქმნის ევროპის ისაფრთხოებას...
- ადვილია საუბარი კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანონმდებლობის გამკაცრება და სპეცსამსახურების მუშაობის გააქტიურება, თავისთავად ბადებს კითხვას - სად გაივლის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. ეს პრობლება არსებობს და სწორედ ამიტომ, ევროპელები თავს იკავებენ. თუ ვლაპარაკობთ სპეცსამსახურების გააქტიურებაზე, მათ შორის კანონმდებლობის შეცვლაზე, თავისთავად ეს გულისხმობს, ეთნიკურ და რელიგიური უმციერესობების კონტროლს.
თუ შეიზღუდება მათი უფლებები, იქნება მეტი კონტროლი და შეიძლება მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათი მხარიდანაც არ დააყოვნებს ადეკვატური რეაქცია. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ, როდესაც მუსლიმი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს. ამაზე, როგორც ფაქტორზე, ფიქრობენ ევროპელები. ევროპას ვერ გადაუწყვეტია საით წავიდეს, გაამკაცროს კანონმდებლობა თუნდაც ადამაინის უფლებების დაღვევის ხარჯზე, თუ, არა.
როდესაც გლობალური საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, ალბათ, აუცილებელია ევროკავშირმაც იფიქროს კანონმდებლობის გამკაცრებაზე...
- ევროკავშირში შედის 28 სხვადასხვა სახელმწიფო, მათთვის ძალიან რთული იქნება კონსენსუსის მიღწევა. ერთი პრობლემა გახლავთ ის, როგორ გადაწყვიტავს ევროპა გაუმკლავდეს ამ საფრთხეს - ევროკავშირის საზღვრებში გადაწყვეტენ, თუ ეს ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ თავის ნაციონალურ საზღვრებში ჩაიკეტონ და იქ მოაგვარონ ეს პრობლემა. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. თუ ისინი ჩაიკეტებიან თავის ნაციონალურ საზღვრებში, ეს ნიშნავს, რომ მათ დამოუკიდებლად უნდა ებრძოლონ ტერორიზმს. არის მეორე პრობლემა, ეს გამოიწვევს თვითონ ევროკავშირის ზონაში საზღვრებზე კონტროლს, რადგან სხვანაირად, ალბათ, გაუჭირდებათ. თუ დამოუკიდებლად მიღებენ ქვეყნები გადაწყვეტილებას, შეიძლება შენგენის ზონაც საფრთხის წინაშე დადგეს.
ძალიან რთული იქნება ისეთი სახელმწიფოების დათანხმება ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის, ან ერთიანი სტრუქტურის შემუშავებაზე, იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ პატარა ქვეყნებს, რომელთაც არ ემუქრებათ ტერორიზმის საფრთხე, როგორიც არის სლოვენია და ბალტიის ქვეყნები, ძალიან რთული იქნება მათი დარწმუნება.
სანამ დასავლეთი ფიქრობს გაამკაცროს თუ არა კანონმდებლობა, იცვლება საფრთხეების დონე და იცვლება ISIS-ის მოქმედების სტილი. თავისთავად ჩნდება კითხვა, ამ საფრთხის ფონზე, რატომ ვერ იღებენ მსოფლიო ლიდერები კონკრეტულ გადაწყვეტილებას სირიასა და ერაყის მიმართულებით?
- ამ დიდ სახელმწიფოებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ თუნდაც სირიასთან მიმართებაში. იქნება ეს ირან-რუსეთის ტანდემი, თუ იქნება ევროპა და თურქეთი. საკმად რთული იქნება ინტერესების შეთანხმება - ვინ უნდა მართოს სირია. ვიცით, რომ ტერორისტების გააქტიურება მოჰყვა სირიის მოვლენებს, მოჰყვა „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა და თავისუფალი ზონა გამოუჩნდათ დედამიწაზე, სადაც თავისუფლად შეუძლიათ მოქმედება.
გასაგებია, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ISIS უნდა განადგურდეს სირიის და ერაყის ტერორიაზე, მაგრამ ამ დიდ ქვეყნებს სხვადასხვა მიზნები აქვთ და ჩვენ დავინახათ, როდესაც რუსეთი ჩაერთო სირიის კონფლიქტში, ის ნაწილობრივ ბომბავდა ISIS-ის პოზიციას, მაგრამ მისი ყურადღება უფრო მიმართული იყო ზომიერი ოპოზიციის პოზიციების დაბომბვაზე. ამიტომ, გეოპოლიტიკურ ინტერესებს ჩვენ ვერ აუვალთ.
მიუხედავად იმისა, რომ მიზანი შეიძლება ერთი იყოს - ISIS-ის განადგურება, ამ დიდ სახელმწიფოებს ყველას თავისი ინტერესი აქვს და ამიტომ, რთული იქნება რაღაცა ერთიანი ფრონტის გახსნა, თან იმ პირობებში, როდესაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, დასავლეთი თავს იკავებს რუსეთთან აწარმოოს პოლიტიკური დიალოგი. ამ დიდი სახელმწიფოების განსხვავებული ინტერესების გამო, საკმაოდ გართულებული არის ვითარება.
ევროპა და აშშ აღიარებენ, რომ ISIS-მა შეცვალა მოქმედების ტაქტიკა და ახალი ფორმით შემოვიდა მათი მხრიდან საფრთხე, რატომ ვერ აღმოჩნდა ამისთვის მზად ევროპა, რომ მომზადებული შეხვედროდნენ გამოწვევას, რის წინაშეც ახლა აღმოჩნდნენ?
- სათქმელად ადვილია გამოიცნო როგორ იმოქმედებს შენი მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიც ტერორისტები არიან და რომლებიც არავითარ კანონის ჩარჩოებში არ ჯდებიან. მათ არ აქვთ არავითარი შეზღუდვები, საკმაოდ რთულია განსაზღვრო, როგორ ტაქტიკას აირჩევენ და რთულია გამოიცნო რას გააკეთებენ. არ დაგვავიწყდეთ, რომ ასევე არსებობს სხვადასხვა ჯგუფები, ინდივიდები. ძალიან რთულია იყო პროაქტიული და წინასწარ შეძლო ამის განსაზღვრა.
რა თქმა უნდა, მიახლოებული სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ევროპულმა სპეცსამსახურებმა, როგორ დაუპირისპირდნენ მას, მაგრამ სრულიად ამის პრევენცია საკმაოდ რთულია. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან გაუჭირდებათ იყვნენ იმდენად პროაქტიულები, რომ ყველა ტერორისტული აქტის განხორციელებამდე გახსნან და დააკავონ ტერორისტები.
რაც შეეხება ამერიკას, ამ შემთხვევაში მას გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობს. გაცილებით რთულია ამერიკაში შეღწევადობა, ვიდრე ევროპაში. მეტიც, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, გაცილებით ადვილია ტერორიზმის წინააღმდეგ კანონმდებლობის მიღება. იმიტომ, რომ ეს არის ერთი სახელმწიფო, მისი პრეზიდენტით, სენატით და კონგრესით, იქ საკმაოდ ადვილია კონსენსუსის მიღწევა, რაც ევროპელების შემთხვევაში რთულია. ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ამერიკას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, გაცილებით მეტი რესურსები აქვს, ვიდრე ევროპას.
გლობალური სამყარო და გლობალური უსაფრთხოება ტერორიზმის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მესამე მსოფლიო ომს ტერორიზმის სახით პროგნოზირებენ ანალიტიკოსები. გარდა კანონმდებლობის გამკაცრებისა, რა შეუძლია დაუპირისპიროს მსოფლიომ ტერორიზმს?
- გამიჭირდება ზუსტი რეცეპტის გამოწერა, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, თავისუფალი სამყარო უნდა დადგეს ერთად, რაც შეიძლება მეტი რესურსები უნდა იყოს მიმართული, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გაცვლა სპეცსამსახურებს შორის და რაც მთავარია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა, განსაკუთრებით ევროპაში; სწორი სტრატეგია უნდა იქნას შემუშავებული ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ. მოხდეს მათი უფრო სწრაფი ინტეგრირება საზოგადოებაში, რათა არ მოხდეს მათი რადიკალიზაცია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.