ქართული მედია-ელიტა არაპროფესიონალიზმის, არაგულწრფელობის  და  მიკერძოებულობის ნიმუშია

ქართული მედია-ელიტა არაპროფესიონალიზმის, არაგულწრფელობის და მიკერძოებულობის ნიმუშია

კოალიციამ „მედია ადვოკატირებისთვის“ რამდენიმე დღის წინ  შეხვედრა გამართა ჟურნალისტებისთვის, მედია-ექსპერტების, ტელევიზიების და გამოცემების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრის ძირითად თემას ტელეკომპანია „იმედზე“ ინგა გრიგოლიას  და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემების დახურვა, „რუსთავი2 „-ის გარშემო და შარშან ტელეკომპანია „მაესტროში“განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეების შეფასება- რეალურად ხორციელდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მედიაზე ზეწოლა, რამდენჯერმე მწვავე პოლემიკაში გადაიზარდა.

მართლაც, შეიძლება  თუ არა შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანიების ირგვლივ განვითარებული მოვლენები მედიაზე ზეწოლის ფაქტებად, რას წარმოდგენს და რა პრობლემებია დღეს ქართული ჟურნალისტიკაში, ვინ არის დამნაშავე ამაში -ხელისუფლება თუ თვითონ ჟურნლისტები, ვის აქვს დღეს „სელფის“ გადაღების და საუბრის უფლება და განსაზღვრავს თუ არა რეიტინგს ხარისხი? შეხვედრის შემდეგ შეფასება „For.ge”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს გია იაკობაშვილს ვთხოვეთ.

- დღეს, სოციალურ ქსელებში ძალიან მოდურია საკუთარი თავისთვის სურათის გადაღება და მერე ამის გავრცელება და ამას ეძახინ „სელფს“. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შეიკრიბა ჟურნალისტური „თანამეგობრობა“ და გადავიღეთ „სელფი“, რომ  შემდეგ გამოვაქვეყნოთ  სოციალურ ქსელში. დარწმუნებული ვარ, არცერთი ნორმალური ადამიანი არ მოიწონებს იმას, რასაც  დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. ვფიქრობდი, რომ დღევანდელი შეკრებაზე ვისაუბრებდით, ვინ ვართ, რა ვართ, ვისაუბრებდით იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქართულ მედიაშია წლების მანძილზე, რა არის ამის მიზეზი, რამდენად ვართ ჩვენ ამ ყველაფერში დამნაშავე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეკრებილნი ვიყავით მხოლოდ იმის გამო, რომ გველაპარაკა, რა წნეხია დღეს ხელისუფლებისგან მედიაზე...

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მოდური „სელფის“ გადაღების შემდეგ - რას ემსახურებოდა დღევანდელი შეკრება?

- დღევანდელი შეკრება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ ნიკა გვარმიას გაეკეთებინა აბსოლუტურად დემაგოგიური და სასაცილო განცხადებები. ნიკა გვარამიაზე, როგორც მოაზროვნეზე, გაცილებით მაღალი წარმოდგენ მქონდა და მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოში მოზროვნედ ითვლება, არის სრული ტუტუცი, ისეთი განცხადებები გააკეთა მან „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. იყო იქ ინგა გრიგოლიას თემა და ისე ილაპარაკა ინგამ, რომ მეორე მხარის არგუმენტები არ მოგვისმენია. ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებაა, ეს არის ბიზნესი და მათ სრული უფლება აქვთ, როგორც კერძო მფლობელებს, ნებისმიერი გადაცემა დაიწყონ, დახურონ ან შეაჩერონ - ეს მათი სარედქციო პოლიტიკაა. ინგამ შეიძლება გააკეთოს განცხადებები, მაგრამ  ჩვენ თუ ჟურნალისტები ვართ და ვსაუბრობთ დაბალანსებაზე, მიზეზების და დეტალების მოძიებაზე, არ შეიძლება აპრიორად მივიღოთ ის, რაც  ზედაპირულად  გასაჯაროვდა. ეს  ისევ ჩვენს კვალიფიციურობაზე ან არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს.

რა პრობლემებია დღეს ქართულ ჟურნლისტიკაში და ვინ არის ამაში დამნაშავე?

- დღეს აქ ჟურნალისტური ელიტა იყო შეკრებილი, რომელმაც დაგვანახა, რომ ქართული ჟურნალისტური ელიტა არის არაპროფესიონალიზმის, არგულწრფელობის  და  მიკერძოებულობის ნიმუში და ის პრობლემები, რაც დღეს ქართულ ჟურნალისტიკას გააჩნია, სწორედ ამაშია და არა ის, რომ რომელიმე ხელისუფლება შენზე წნეხს ახორციელებს. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილი ტოტლიტარული აზროვნების მქონე  ადამიანების საზოგადოება. ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იქნებ წნეხი, ხელისუფლებისგან თუ არა, მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან მაინც. “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს იყო ტოტალური წნეხი, დღეს შეიძლება იყოს ცალკეული პიროვნებებისგან წნეხი. მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მხოლოდ ფაქტი მინდა ავღნიშნო. ეს ყოველთვის იქნება. აქ მთავარია, შენ რა პოზიციას დაიკავებ, რამდენად გაუმკლავდები, რამდენად იქნები თანმიმდევრული და  გულწრფელი არა მხოლოდ შენი კოლეგების, არამედ საზოგადოების წინაშე.

ეს ყველფერი ამდენი ხანს რომ არ ყოფილა, იმიტომაც დაგროვდა პრობლემები და ახლა ცდილობენ, რომ მსგავსი შეხვედრები მოაწყონ და ვუსმინოთ ნიკა გვარმის, რომელიც ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებს უქმნით ეს ხელისუფლება. ამბობს, რომ მას უყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, უყვარს ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი. თუმცა, არავინ არ საუბრობს იმაზე, რატომ დუმან ამდენი ხანს „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელები, რატომ  არაფერს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თავის დროზე „კავკასია“ დააჯარიმეს ერთი ლარის გამო და „რუსთავი 2“-ს 25 მილიონი აჩუქეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რატომ დაედო „რუსთავი 2“-ს ყადაღა, ეს კიდევ ცალკე თემაა და „კავკასუს ონლაინის“ მაგალითი გვიჩვენებს, რომ ყადაღა სწორედაც უცილებელია, როცა საუბარია ოფშორში დარეგისტრირებულ რაღაც კომპნიებზე, რომლებიც ამას ფლობენ, მაგრამ სინამდვილეში ვინ არინ - არ ვიცით და საერთოდ არ ჩანან. ამაზე უნდა ვისაუბროთ.

არ თვლით, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, თუნდაც ფინანსური?

- მიკვირს, სოციალურ ქსელებში რატომ აიტაცეს ეს ყველაფერი და რატომ შეაფასეს პოლიტიკურ ზეწოლად. გვაქვს რამდენიმე ფაქტი. ქიბარ ხალვაშმა ტელევიზია ხუთ მილიონ დოლარად იყიდა და ამას არავინ ურყოფს. მეორე ფაქტი გახლავთ ის, რომ მან 250 000 დოლარად გაყიდა იგივე ტელევიზია. მესამე  ფაქტი  არის „კავკასუს ონლაინის“ ისტორია, რომელსაც წაართვეს 80 მილიონიანი კომპანია და 12 მილიონად იყიდეს ყარამანაშვილებმა, რომლებიც, თუ არ ვცდები, 81%-ის მფლობელები არიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში.

ამბობენ, თითქოს „რუსთავი 2“-ზე  ყადაღის დადება არ შეიძლება, მოდი, ნიკა გვარამიას ჯერ ის ვკითხოთ, რატომ დაადეს ყადაღა „მაესტროს“, რატომ დაარბიეს „იმედი“, რატომ მიითვისეს „პრესა.ჯი“, რატომ დახურეს ”იბერია“, საუბარი აღარ მაქვს ცალკეულ თოქ-შოუებზე. ამ შეხვედრზე მედია-ექსპერტებმა თქვეს, რომ მედიისთვის 2003 წლის ბოლო და 2004 წლის დასაწყისი კარგი პერიოდი იყოო და მინდა მათ შევახსენო - 2004 წლის დასაწყისში დაარბიეს „იბერია“ და  2003 წლის ბოლოს გაუთიშეს „კავკასიას“ ანძა და ვანო მერაბიშვილმა გააკეთა კომენტარი „მაყურებელი მაინც არ ჰყავს და რად უნდა სიხშირეო“. სანამ ილაპარაკებენ დღეს რა ხდება, გაიხსენონ რ ხდებოდა გუშინ და მისცენ შეფასება, იყვნენ თანმიმდევრულები.

რა უნდა გააკეთოს მედიამ იმისთვის, რომ იყოს თავისუფლი და შეასრულოს თავისი დანიშნულება?

- მედია-ექსპერტებს რომ ირქმევენ, ასევე - გამომცემლები, რედაქტორები, პროდიუსერები, ყოფილი ჟურნალისტები, ამ შემადგენლობით ქართული მედია არასდროს იქნება თავისუფალი, რადგან  მათ არ უნდათ თავისუფლება ან არ იციან, რა არის თავისუფლება. ამის მაგალითია ეს შეხვედრა, რომელიც დავტოვე და გამოვედი და რომელიც საათნახევარი გრძელდებოდა. აქედან ოცი წუთი ილაპარკა ინგა გრიგოლიამ, ოცი წუთი ეკა მიშველაძემ და ორმოცი წუთი ილაპარაკა ნიკა გვარამიამ, ათი-ათი წუთი ილაპარაკეს ზვიად ქორიძემ, ნატა ძველიშვილმა და ნინო დანელიამ. არც ახალი უტქვამტ რამე და არც ძველი. და ეს ყველაფერი არის ერთი მხარე „ჟურნალისტური თანამეგობრობისა“. მეორე მხარეს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მიეცა. როცა მე შენიშვნა მივეცი ნიკა გვარამიას - ნაკლები ელპარაკა და პატივი ეცა შეკრებილი საზოგადოებისთვის, აქეთ მომცა შენიშვნა, სამი- ოთხი დღეა ჩემზე წერო. რაზეც მე ვუპასუხე, რომ მასზე სამი-ოთხი დღე კი არა, ათი წელია ვწერ და კიდევ დავწერ, სანამ ასეთი ადამიანები იქნებიან ქვეყანაში. ნიკა გვარამიას კი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილეს, მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს სიტყვის თავისუფლებასა და სამართლებრივ საკითხებზე.

ამ ხელისუფლების მთავარი დანაშაული სწორედ ის არის, რომ ნიკა გვარამიასნაირები ციხეში არ სხედან, მათ ჰქვიათ ტელეკომპანიის დირექტორები,  ჟურნალისტები და უფლება აქვთ ჭკუა დაგვარიგონ, მორალზე და ეთიკაზე გვესაუბრონ და ეს კიდევ ერთხელ იწვევს საზოგადოების ნერვირებას და არაჯანსაღი კლიმატის შექმნას და იწვევს კითხვებს - ეს არის დემოკრატია, ეს არის თავისუფლება? ეს  არის ჟურნალისტიკა და დასავლური ღირებულებები?

ინგა გრიგოლიას მინდა ვუთხრა... მისთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ყოველ მეორე გადაცემაში ქეთა გაბიანის,  მუხრან ბურჭულაძის, თეა თუთბერიძის ან ლადო სადღობელაშვილის გამოყვანა და მათი აზრების და სიტყვების ტირაჟირება, სულაც არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს მხოლოდ სკანდალური გადაცემების კეთებასთან არის დაკავშირებული. საზოგადოებას უყვარს სკანდალები, მითუმეტეს - პირდაპირ ეთერში. ეს სულაც არ ემსახურება სიტყვის და პიროვნების თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და უბრალოდ, ეს არ არის ჟურნალისტიკა. რეიტინგი არ განსაზღვრავს მის ხარისხს. დღევანდელ საზოგადოებაში „ლედ-ზეპელინის“ მსმენელი შეიძლება ერთი პროცენტი იყოს და დანარჩენი უსმენდეს ნინა წკრიალაშვილს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ "ლედ-ზეპელინი“ ხელოვნება არ არის და ხელოვნებაა ის, რასაც წკრიალაშვილი აკეთებს.

არგუმენტად მოაქვთ, ამა თუ იმ გადაცემას დიდი ფული შექონდა ტელეკომპანიის სალაროში და თავისი ნებით არ დახურავდნენო. ეს არგუმენტად მოაქვთ მათ, ვისთვისაც მთავარი რგუმენტი არის ფული და არა ეთიკა, მორალი და, საერთოდ, ადამიანი, მისი უფლებები და მისი თავისუფლება. მათ უკვირთ და ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ნებით თქვას უარი შემოსავალზე.

მე არ ვამტკიცებ, რომ კონკრეტულ მედიამფლობელზე არ ყოფილა ზეწოლა, მაგრამ ნურც ისინი იტყვიან, რომ ზეწოლა ნამდვილად იყო. საერთოდ კი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით მოეწყო და მიზნად ისახავდა, საზოგადოებისთვის წარმოედგინა, თითქოს ქართული მედია და ჟურნალისტები გვარამია-დონაძის მხარდამჭერები არიან. თუმცა, გვარამიას ტუტუცობებმა ყველაფერი წყალში ჩაუყარათ. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ვიხალისე.