აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 32 კომპანიას ჩინეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ტაივანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რუსეთთან კავშირის გამო.
ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხება 23 ჩინურ, ორ ინდურ, ერთ სინგაპურულ, ერთ ტაივანურ, ერთ ირანულ, სამ თურქულ და ორ კომპანიას გაერთიანებულ არაბთა საამიროებიდან.
ამერიკული მხარის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები რუსეთის სამხედრო მრეწველობას ტექნოლოგიებით ამარაგებენ.