სანდრო კალანდაძის დებიუტი ნაკრებში ნორვეგიის წინააღმდეგ შედგა - სანიოლი ახალგაზრდა მცველს კიდევ გამოუცხადებს ნდობას?

სანდრო კალანდაძის დებიუტი ნაკრებში ნორვეგიის წინააღმდეგ შედგა - სანიოლი ახალგაზრდა მცველს კიდევ გამოუცხადებს ნდობას?

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს ფარერებისა და კაბო-ვერდის წინააღმდეგ ჩაატარებს. „სპარინგ-მატჩებს“ მწვრთნელები, ძირითადად, ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად იყენებენ. სავარაუდოდ, ამ მეთოდს მიმართავს ვილი სანიოლიც და იმ მოთამაშეებს დააკვირდება, ვისაც ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ნაკლები დრო ეძლეოდათ. ერთ-ერთი ასეთი უნგრული ფეჰერვარის 23 წლის ფეხბურთელი, ალექსანდრე (სანდრო) კალანდაძეა. For.ge მას უნგრეთში დაუკავშირდა.

თავდაპირველად, სანდრო ახალგაზრდულ ნაკრებში ევროფორუმზე მიღებული შთაბეჭდილებები გახსენება ვთხოვეთ, რომელიც თბილისში გაიმართა. სწორედ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ მოხვდა სანდრო ეროვნულ გუნდში.

სანდრო, თავდაპირველად გაგვიზიარეთ ის ემოციები, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე განიცადეთ.

სანდრო კალანდაძე: ახალგაზრდულ ნაკრებში გატარებული პერიოდი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. ჩემთვის დიდი ოჯახია და ნაკრების თითოეულ წევრთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის ვგულშემატკივრობ და ახლაც წარმატებას ვუსურვებ ევროპის ამ ჩემპიონატზე. მინდა ის სიხარული განიცადონ, რომელიც ჩვენ განვიცადეთ.

ევროპის ახაგზარდული ჩემპიონატის დროს საკმაოდ რთულ მეტოქეებთან მოგიწიათ თამაში, (2023 წელს საქართველოში ჩატარდა), რა გამოცდილება მოგცათ, რამდენად რთული იყო წამყვანი ქვეყნების წინააღმდეგ თამაში?

- უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ გულშემატკივრებმა შექმნეს სასწაული ატმოსფერო, რამაც ორმაგად გაგვიადვილა თამაში. დასწრების მხრივ, ახალგაზდული ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რეკორდიც კი მოვხსენით. რაც შეეხება გამოცდილებას, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით - პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, რომლებიც მაღალი კლასის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მართლაც ძალიან რთული იყო მათ წინააღმდეგ თამაში. თუმცა, ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშმა დიდი გამოცდილება მოგვცა. ასეთმა გამოცდილებამ წინ წაგვწია. ამან მოიტანა ის, რომ იმ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოთამაშეთა უმრავლესობა დღეს ტოპ-ლიგებში თამაშობენ.

აღნიშნეთ, რომ ნაკრების უმრავლესობა სწორედ ტიპ ლიგებში თამაშობენ. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატზე თავადაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეთ. იმ დროს ყველა ელოდა, რომ გადახვიდოდით ევროპის რომელიმე დიდ ჩემპიონატში, თუმცა თბილისის „დინამოში“ დარჩენა არჩიეთ. რატომ მიიღეთ იმ დროს ასეთი გადაწყვეტილება?

- იყო ძალიან ბევრი დაინტერესება, იწერებოდა კიდეც და რაც იწერებოდა თითქმის ყველაფერი სიმართლე იყო. რატომ გადავწყვიტე? იმ დროს ასე იყო საჭირო და ახლა დეტალების ჩაშლას არ დავიწყებ, რადგან ეს ჩემი და კლუბის პირადი საქმეა. „დინამოს“ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამ გუნდის კაპიტანიც ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი პატივია. მიხარია, რომ საქართველოს ტიტულოვანი კლუბის ღირსებას ვიცავდი. დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემს გადაწყვეტილებას ერთი წამითაც არ ვნანობ.

ამის შემდეგ დაბრუნდით უნგრეთში. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ადრეც თამაშობდით, ახლა რამდენად იოლად მოერგეთ უნგრეთის ჩემპიონატს და უნგრეთის ჩემპიონატზე რას იტყვით?

- პირველ ჯერზე 18 წლის ვთამაშობდი უნგრეთში და მაშინ საერთოდ სხვა პირობები იყო. უნგრეთის ჩემპიონატი ძალიან შეცვლილია, ვიდრე ადრე იყო. ახლა ბევრად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია. უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებიც თამაშობენ. ჩემპიონატის დონის აწევა გამოიწვა იმან, რომ დიდი თანხები ჩაიდო. ყველა კლუბს მაღალი დონის სტადიონები და ბაზები აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთ სტადიონებს ვერ ნახავთ. რაც მთავარია, ფეხბურთლს განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს და ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი და გადმოვედი. „ფეჰერვარი“ ერთ-ერთი ძველი კლუბია. სხვათა შორის, ამ კლუბის მხრიდან ჩემს მიმართ ადრეც იყო დაინტერესება, რამაც მიმაღებინა აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება. ვიცოდი რასთან მქონდა საქმე და როგორ გარემოებაში ჩამოვდიოდი.

რა განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატსა და უნგრეთის ჩემპიონატებს შორის?

- უნგრეთის ჩემპიონატი არის ბევრად უფრო სისწრაფეზე და ძალაზე აგებული. ბევრად უფრო მეტი ორთაბრძოლებია. მეტი ინტენსიური თამაში მიდის. ამ ყველაფერმა ხელი შემიწყო და ფიზიკურად უფრო განვითარდი.

კონკურენცია რამდენად დიდია და როგორ უმკლავდები მას?

- „ფეჰერვარში“ ჩემს პოზიციაზე (ცენრალური მცველი) სამი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს. ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა, ყველა კონკურენციას შრომით თავს გაართმევ. ჯერჯერობით შრომა მიფასდება. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ვიქნები თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

თქვენი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ნორვეგიის წინააღმდეგ ოფიციალური შეხვედრის დროს შედგა. როგორ გაიხსენებდით იმ ემოციებს, როდესაც ეროვნული გუნდის მაისური მოირგეთ?

- სიმართლე, რომ ითქვას ეროვნულ ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა ევროპის ახაგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ. რაღაც კუთხით ნაკრებში გამოძახებას ველოდებოდი კიდეც. უბრალოდ, არ ველოდებოდი თუ თამაში მომიწევდა, მით უმეტეს ასეთ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ. დებიუტიც ხომ დებიუტია, მსოფლიო ვარსკვლავის, ჰალანდის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი.

თამაშის შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლთან თუ გქონდა კომუნიკაცია?

- დიახ, მქონდა საუბარი და ჩემი თამაშით კმაყოფილი იყო.

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ეროვნულ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად?

- ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა რთულია. პირველ რიგში, ის, რომ ფორმაში უნდა იყო. კლუბში მუდმივად უნდა თამაშობდე, რომ სათამაშო პრაქტიკა გქონდეს. ასევე, საჭიროა, რომ მწვრთნელის მონახაზში ჯდებოდე.

ეროვნულ ნაკრებში თქვენს პოზიციაზე თამაშობს კაპიტანი გურამ კაშია. მისგან თუ მიიღე რჩევები?

- რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მქონდა და მისგან არაერთი რჩევა მივიღე. რჩევები იყო ჩემს პოზიციაზე, უშუალოდ ვარჯშის დროს მაძლევდა რჩევებს. მისი გამოცდილება გამიზიარა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი გამოცდილი მცველი მაძლევს რჩევებს.

ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამხანაგურ შეხვედრებს მწვრთნელი, ძირითადად, ახალი ფეხბურთელების დასაკვირვებლად იყენებს, რომლებიც სამომავლოდ მოიაზრებიან ეროვნული გუნდის წევრებად. ელოდებით თუ არა, რომ ვილი სანიოლი მოგცემთ კიდევ შანსს, ნაკრების მაისური, კიდევ ერთხელ, რომ მოირგოთ?

- კარგი იქნება თუ შანსი კიდევ ერთხელ მომეცემა.