„ბარსელონას“ ლეგენდები თბილისში, რონალდინიოს შოუ „დინამო არენაზე“ და დამარცხებული ქართველი ლეგენდები

„ბარსელონას“ ლეგენდები თბილისში, რონალდინიოს შოუ „დინამო არენაზე“ და დამარცხებული ქართველი ლეგენდები

საქართველომ კიდევ ერთხელ უმასპიძლა მსოფლიო დონის ფეხბურთელებს. ამჟამად თბილისს „ბარსელონას“ ლეგედები სტუმრობდნენ, მათ შორის იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი რონალდინიო, რომელმაც „დინამო არენაზე“ გულშემატკივარს შოუ აჩვენა. ბრაზილიელმა მხოლოდ საფეხბურთო შოუთი არ დაამახსოვრა ულშემატკივარს თავი, მან სტადიონზე მისულ ათასობით ქომაგს, როგორც მატჩს დაწყებამდე, სევე თამაშის მსვლელობისას, არაერთხელ გადაუხადა მადლობა. ხოლო, როდესაც მან მოედანი დატოვა, ქართველმა გულშემაკივარმა მსოფლიო ვარსკვლავი აპლოდისმენტებით გააცილა.

რაც შეეხება თამაშს, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვეტერანები დაუპირისპირდნენ. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ. ამის მიუხედავად ქართველებმა ანგარიშის გახსნა პირველებმა შეძლეს - ალექსანდრე იაშვილის პასის შემდეგ გოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლას ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში „ბარსელონას“ ლეგენდებმა გამოიჩინეს თავი, ჯერ იყო და 54-წუთზე სორიანომ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ ხავიერ სავიოლამ დააწინაურა საკუარი გუნდი, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში ხავიერ სავიოლამ დააფიქსირა. 80-ე წუთზე მოედანი ბრაზილელმა ლეგენდამ რონალდინიომ დატოვა, მსოფლიო ვარსკვლავმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ისე დატოვა მოედანი, თავის მხრივ ქართველმა ქომაგმა რონალდინიო ტაშით გააცილა.

მატჩის შემდეგ, არც ქართველ და არც „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თამაშამდე ისაუბრეს.

მსგავსი მატჩი არის იმის შესაძლებლობა, რომ დროში დავბრუნდე“, - თქვა შოთა არველაძედა დასძინა: „ამ მატჩისთვის დიდი ხანია ვემზადებით. თუ აქამდე სასურველ ფორმაში 5-6 მოთამაშე იყო, ახლა რაოდენობა გაიზარდა. სამწუხაროა, რომ დროში ვეღარ ვბრუნდებით და აღარ გვაქვს შესაძლებლობა, განვიცადოთ ის სიამოვნება, რასაც კარიერის დროს განვიცდიდით.

ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე მოუთმენლად ელოდა აღნიშნულ მატჩს. „ბარსელონა ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და სასიამოვნოა, რომ ჩვენს დედაქალაქს ასეთი დონის გუნდის ლეგენდები ესტუმრნენ. რონალდინიოც გვესტუმრა, რაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ნათამაშები მაქვს როგორც მასთან ერთად, ისე მის წინააღმდეგ. ყოფილი თანაგუნდელების ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა“, - თქვა ეროვნული გუნდის ლეგენდამ.

რაც შეეხება „ბარსელონას“ ლეგენდებიდან, თამაშამდე კომენტარი სწორედ დუბლის ავტორმა ხავიერ სავიოლა გააკეთა.

ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ყოფნა, განსაკუთრებული მადლობა ასეთი მასპინძლობისთვის. გარდა იმისა, რომ ვთამაშობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ხალხის, ახალი კულტურის გაცნობა. მან ასევე ისაუბრა ქართული ფეხბურთისა შესახებაც: ქართული ფეხბურთი ახლა ძალიან კარგ დონეზეა, უფრო და უფრო იხვეწება. ეს შეიძლება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაც შთაგონება იყოს, სადაც ფეხბურთი ჯერ კიდევ არც ისე განვითარებულია. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები უფრო განვითარდება და უფრო მეტ დიდ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი იწყება ფესვებიდან და საქართველოში კარგი მწვრთნელები მუშაობენ ბავშვთა ფეხბურთში, ამიტომ, მგონია, რომ ეს პროცესი ძალიან კარგად წარიმართება. მთავარია, დონის შენარჩუნება, ეს ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო ახლა კარგ დონეზეა. წარმატებებს გისურვებთ.

ხოლო ფინეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდამ იარი ლიტმანენმა ასეთი რამ თქვა: „ადრე გყავდათ შოთა, ახლა კი კვარაცხელია“. „მიყვარს ფეხბურთის თამაში. ბოლო წლებში რამდენიმე თამაში ჩავატარე, მითამაშია შოთასთან და ძალიან მიხარია, რომ ხვალაც ვიქნები. არასდროს მითამაშია აქ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, აქ ნამყოფი ვარ და ამით ბედნიერი ვარ. ბარსელონაში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს განსაკუთრებული გუნდია და ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაცია. აქ 10 წლის წინ ვიყავი, ფინეთის ნაკრებთან ერთად, როცა 1:0 მოვიგეთ. საქართველო და ფინეთი დაახლოებით ერთ დონეზე იყვნენ. საქართველოს ახლა ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ყოველთვის ვადევნებ თვალს, მაგალითად, ადრე იყო შოთა, ახლა ხვიჩა კვარაცხელია გყავთ. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველოსა და ფინეთისნაირი ქვეყნებისთვის ეს დიდი მხარდაჭერაა. მიხარია, რომ ქართულ ფეხბურთს წარმატებები აქვს“, - აღნიშნა „ბარსას“ ლეგენდამ.

რაც შეეხება შემადგენლობას, ასე გამოიყურებოდა:

GEO11 1:3 „ბარსელონას ლეგენდები“

გოლები: 1:0 ნავალოვსკი (25 - იაშვილის პასით), 1:1 სავიოლა (35 - ნავაროს პასით), 1:2 სორიანო (56 - რონალდინიოს პასით), 1:3 სავიოლა (72 - სორიანოს პასით)

GEO11 (5-3-2): ლომაია - კობახიძე, ამისულაშვილი, კალაძე, ცხადაძე, ნავალოვსკი - ხიზანიშვილი, ჯამარაული, ყენია - იაშვილი, შ. არველაძე.

შეცვლაზე ითამაშეს: კვასხვაძე, კვირკველია, ღუდუშაური, ნემსაძე, ცქიტიშვილი, ჰარტვიგი, გოგუა, სირაძე, დემეტრაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ბარსელონას ლეგენდები: (4-2-1-3): ანგოი - ნავარო, კრისტანვალი, დეუ, სერხი - ედმილსონი, დავიდსი - ლიტმანენი - ჟიული, სავიოლა, რონალდინიო.

შეცვლაზე ითამაშეს: მასიპი, ოლეგერი, სორინი, მაქსველი, კოკუ, ხერარდი, სორიანო.

მწვრთნელი: ალბერტ ფერერი

მთავარი მსაჯი: ალეკო აფციაური