თურქეთში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა

თურქეთში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა

თურქეთში პოლიციამ, თავისუფალი მედიის ერთ ერთი ძლიერი მედია ჯგუფს, „იფეკ ჰოლდინგს“, რომლის შემადგენლობაში შედის ოთხი გაზეთი, ორი ტელევიზია და ჟურნალები, სპეცოპერაცია ჩაუტარა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ამ ჯგუფის ერთ-ერთი გავლენიანი ყოველდღიური გაზეთს, ბუგუნს (Bugün) ფოტოებით ჰქონდა სენსაციური ინფორმაცია გავრცელებული. გაზეთი გუშინ გამოვიდა ამ სათაურით: „აკჩაკალეს გამშვებ პუნქტზე (თურქეთი-სირიის საზღვარი) აისისი-სათვის გაგზავნილი იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანა დოკუმენტაციით დამტკიცდა“.

გუშინ თავისუფალ მედიაზე განხორციელებულმა ამ ქმედებამ დიდი რეზონანსი გამოწვია თურქეთში და დასავლურ მედიაში. სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს ჟურნალისტებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო-საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. მათ ქვეყანაში თავისუფალი მედიის მიმართ უკვე მერამდენიმეჯერ ჩატარებული ამ ოპერაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს და მთავრობას თავისუფალი პრესისა და დემოკრატიის აუცილებელი არგუმენტების მიმართ განხორციელებული ქმედებების შეწყვეტისკენ მუწოდეს.

იფეკ ჰოლდინგის მედია-საშუალებები ერდოღანისა და მისი მთავრობას ქმედებებს სერიოზულად აკრიტიკებდა.

თურქეთში ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად ჩატარებულ სპეცოპერაციას  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RFS) გამოეხმაურა. იფეკის ჯგუფის გაზეთზე და ტელევიზიებზე ჩატარებული სპეცოპერაცია RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, იოჰან ბიჰარმა მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ ოპოზიციური მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და თურქეთის მთავრობა საერთაშორისო ვალდებულებებში თავსებად დემოკრატიულ საზღვრებს დაუბრუნდეს.

ევროკავშირმა (EU) თურქეთში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მთავრობის მხრიდან დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების არაფრად ჩაგდებით მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციებზე სპეცოპერაციის მოწყობა ქვეყნის მომავლისთვის შემაშფოთებელად შეაფასა. ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო ჯიჰანის კითხვაზე პასუხის გაცემისას, ევროპის პარლამენტის მწვანეთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რებეკა ჰარმსმა თურქეთის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა. "თურქეთის მთავრობას ძალიან მკაცრად მოვუწოდებ, ოპოზიციური მედიის თავის ბატონობის ქვეშ აყვანის სტრატეგიას ბოლო მოუღოს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო ახლოდან დაკვირვებაა საჭირო“ - აღნიშნა ჰარმსმა და განაცხადა, რომ იგი ევროკავშირიდან თურქეთში სპეციალური დელეგაციის გაგზავნის და ამ დელეგაციის მიერ განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის მიმართ განვითარებული მოვლენების უფრო ახლოდან დაკვირვებას ემხრობა.

„პრესის თავისუფლება, დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებია“ - თქვა რებეკა ჰარმსმა და დასძინა, რომ გაზეთებზე და ტელევიზიაზე განხორციელებული სპეცოპერაციით AK პარტია და პრეზიდენტი  ერდოღანი ოპოზიციური მედიის გაჩუმებას ისახავენ მიზნად, რასაც ეს მოვლენებიც ადასტურებს.

ევროკავშირის კომისიის სპიკერმა, მაია კოჩიანჩიჩიმ  ქვეყანაში პრესის საქმიანობაში ჩარევასა და პრესის მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და საკუთარი მოვალეობის შესრულების მიზნით დიარბაქირში წასული და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით სამი ინგლისელი ჟურნალისტის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა პარტიის წევრმა, საჟჟად კარიმმა პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში თურქეთში ფუნდამენტური უფლებების მიმართ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყოველივე ეს განგაშის საფუძველს იძლევა. "თურქეთში ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე მომხდარი თავდასხმებით ჩვენი შეშფოთება ყოველდღიურად მატულობს. გუშინ ბრიტანელი ჟურნალისტები დააკავეს, დღეს იფეკის ჯგუფის მედიის მიმართ პოლიციამ სპეცოპერაცია მოაწყო" - განაცხადა მან.