ხელისუფლება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების პრეზენტაციას პრეზენტაციაზე მართავს, თუმცა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების ნაწილი მთავრობის მიერ უყურადღებობას დღემდე უჩივის.
ოკუპირებული ზონების მიმდებარე სოფლებში, 2008 წლის აგვისტოში დაბომბილ და გადამწვარ სახლებში დაბრუნებულ მოსახლეობას ცხოვრება ურთულეს პირობებში უწევს. ნაწილი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ღია ცის ქვეშ, არამედ ყოველგვარი დახმარების გარეშეც დარჩა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდგომ ოკუპირებული ზონის გორის რაიონის ე.წ. სასაზღვრო სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებას უწევს. ასევე იქ არსებული მდგომარეობის მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებს.
მონიტორინგის საფუძველს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომისიის მიერ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დამტკიცებული ქონებრივი რესტიტუციის პრინციპები - პინეიროს პრინციპები .წარმოადგენს რომლის მიზანია დადგინდეს შეესაბამება თუ არა ე.წ. სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა ომამდე არსებულს.
ორგანიზიციის წარმომადგენელი კარლო შერაზადაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივის.
მონიტორინგის საფუძველზე გაირკვა, რომ ასეთი სიტუაცია გორის რამდენიმე სოფელშია. მათ შორის ერგნეთში, კარალეთში, კარში, კოშკში, ტყვიავში, მერეთში კარბში. ბუბუტიოანთ კარში. მონიტორინგიის მისიის კორდინატორი კარლო შერაზადაშვილი პრესა.გე-სთან საუბარში აცხადებს ჩამოთვლილი სოფლებიდანN თითქმის ყველგან უმძიმესი მდომარეობაა.
“მოსხლეობა ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მათ სოფელში არანაირი დამხმარება არ ჩადის, თუმცა ეს დახმარებები ყველა სოფელში ერთდროულად არ შეწყვეტილა. ზოგან ერთი წელია არ შედის. ზოგან კი მიმდინარე წლის იანვრის შემდგომ არ მიუღიათ დახმარება”, - ამბობს შერაზადაშვილი.
მოსახლეობის ინფორმაციით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარების შეწყვეტის მიზეზად თანხების ამოწურვას ასახელებენ.
როგორც მოსახლეობის უმრავლესობა არასამთავრო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე აცხადებენ ვითარება გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა, თითქმის გაუსაძლისია მათი საყოფაცხოვრებო პირობები.
კარლო შერაზადაშვილის განცხადებით, ადგილობრივებმა შესთავაზეს შესულიყვნენ ნებისმიერ ოჯახში და საკუთარი თვალი ენახათ მათი საცხოვრებელი პირობები... “შემომთავაზეს ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი - შევსულიყავით ნებისმიერ ოჯახში და გვენახა სამზარეულო, ან ადგილი სადაც საკვებს ინახავენ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ისინი შიმშილის პირას არიან, ბავშვები ვერ იღებენ იმ პროდუქტს რაც აუცილებელია მათი ნორმალური განვითარებისთვის და ამის გამო, ხშირია ავადმყოფობის ფაქტები’’, - ამბობს მონიტორინგის ჯგუფის წევრი.
მოსახლეობა ძირითად პრობლემად, ასახელებს, იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციასაც ვერ ახერხებს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ხილის გაყიდვიდან შემოსული თანხები იყო. თუ ადრე ერგნეთის ბაზრობაზე ჰყიდიდნენ. დღეს მოწეული მოსავლის უმეტესი ნაწილი სახლებში უფუჭდებათ. და ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი აბსოლუტურად უყურადღებოდ არიან მიტოვებული როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მათივე განცხადებით, ისინი იანვრიდან აღარ იღებენ სახელმწიფო დახმარებას. და დღემდე სოციალური სოციალური სტატუსის მინიჭების მოლოდინში არიან.
“მოსახლეობის უმეტესობა დაბრუნდა სოფელში თქო ამას ვერ ვიტყვი, ახალგაზრდობა 16-დან 25 წლამდე იქ ძალიან ცოტაა. უფრო მეტად ბავშვები და მოხუცები არიან, ისინი აცხადებენ, რომ ურჩევნიათ თავიანთ სოფელში, იყვნენ, თუმცა ითხოვენ, რომ ხელისფლებამ ხელი შეუწყოს.
ყველაზე მეტად ხელისუფლების უყურადღებობა აწუხებთ, გარდა ამისა ისინი ამბობენ რომ სანამ მათთან დახმარება შედიოდა ესეც არათანაბრად ნაწილდებოდა. ისინი აცხადებენ, რომ დახმარების უმეტესი ნაწილი მიდიოდა მათთან ვინც ხელისუფლებასთან იყო დაახლოებულიო... თუ მათ რამე გადაურჩებოდა შემდეგ მოიდიოდა ჩვენთანო. ასეთი მაგალითი შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია თითო ოჯახზე, 420 დოლარს, ანაწილებდა ეს დახმარება ყველამ ვერ მიიღო, რადგან სიებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აწვდიდნენ. ზოგიერთ სოფელში ეს დახმარებები შუაზე გაყვეს“, - აცხადებს შერაზადაშვილი.
გარდა ამისა, როგორც გლეხებმა განაცხადეს, უსამართლოდ ნაწილდება სახელმწიფო დახმარება. კერძოდ, მათივე განცხადებით, დახმარებას პირველ რიგში იღებენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და თუ “დარჩება რამე მხოლოდ მაშინ ნაწილდება “გარეშეებზე”.
მონიტორინგის ჯგუფის წევრის განცხადებით, ერთ-ერთმა ტყვიაველმა სინანულით შენიშნა, რომ ამის გამო, მეზობლები ერთმანეთსაც კი არიან გადაკიდებული, რაც, მათი თქმით, ყველაზე მეტად გულსატკენია.
როგორც კარლო შერაზადიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან საუბრის დროს სოფლის გზაზე გამოიარა და მოშორებით გაჩერდა მანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა. მისმა გამოჩენამ ’’ბირჟაზე’’ გარკვეული აგრესია და უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მანქანა მალევე გაეცალა ტერიტორიას. მისი წასვლის შემდეგ, მოსახლეობამ განაცხადა, რომ ის იყო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ადგილობრივი ბიუროს წარმომადგენელი. მოსახლეობამ სწორედ ეს ქალბატონი დაადანაშაულა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებების მითვისებასა და საკუთარი სურვილისამებრ განაწილებაში.
უშლიან თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ჩასულ არასამთავრობოებს ხელს მუშაობაში, კარლო შერაზადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ღიად ხელის შეშლა არ აქვთ, მაგრამ როცა მათ საინფორმაციო შეხვედრებზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგნელები გამოჩნდებიან მოსახლეობა პრობლემებზე, მათი შიშით ღიად ვერ საუბრობს.
„ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად გვექმნება, მოსახლეობა ამ დროს ამომწურავად ვერ გვაწვდის ინფორმაციას და ჩვენც ვცდილობთ, რომ მათთან ცალკე შეხვედრა მოვახერხოთ. ყოველგავრი ზედმეტი თავლის გარეშე”, -ამბობს შერაზადაშვილი.
მონიტორინგის ჯგუფის წევრები აპირებენ ინფორმაცია, რომელსაც შეაგროვებენ რეკომენდაციებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწოდონ.