ხაზარაძე-გახარიას მემორანდუმი, როგორც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა

ხაზარაძე-გახარიას მემორანდუმი, როგორც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა

ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ძლიერი საქართველო - ლელოსადაგახარია საქართველოსთვისპარტიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ცნობილი ხდება პარტიების ერთობლივი განცხადების საფუძველზე. 26 სექტემბერს, პარტიის ლიდერემა - მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს და როგორც გაირკვა, ეს შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართა. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, ეს დადებით და პერსპექტიულ ნაბიჯად შეფასდა, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დიდი ხნის განმავლობაში, მიდიოდა საუბარი მათ შესაძლო გაერთიანებასა და ხაზარაძე-გახარიას სახით, მესამე, ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე.

პარტიების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორი, განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა:

ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში. მოხარულებ ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა. განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი - სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, საერთო გუნდთან ერთად, ირაკლი იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე. ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორი, განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხალხის ძალისდეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერინაცებიცდა არჩევნებში მონაწილენაცებიც“.

ერთი მეორეზე უარეს განცხადებებს აკეთებენ. ის, რაც ელისაშვილმა თქვა და მერე კუპრაძემ დაამატა, რა თქმა უნდა, ფანტაზიებსაც კი აღემატება. გამოდის, რომ საზოგადოებას ეუბნება, მათ შორის, მერიებში მომუშავე ადამიანებს, რომ ამირჩიეთ მერად და მერე, თქვენ გაფიცვის საშუალებას მოგცემთ. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას შეპირდეს, თუ კალაძე, ვთქვათ, ერთ სკვერს გააკეთებს, მე ორს გავაკეთებ და .., ამბობს, ყველაფერს გავაჩერებო. ეს ხალხი ამბობს, ჩვენ არამც თუ უკეთესად გავაკეთებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ, საერთოდ გავაჩერებთ იმას, რაც არისო. ელისაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ გავიღვიძოთ, იქნებ, კუპრაძე იყოს მერიო. ნუ, ფანტაზიებში არიან. ერთადერთი, კუპრაძე მერად შეუძლიათ სიზმარში ნახონ და მერე რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ მერად არჩეული, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მემორანდუმის გაფორმება, როგორც პირველი ნაბიჯი, სწორია. ახლა, მთავარია, რამდენად გაჰყვება ამ ძალას .. შუაშისტური ამომრჩეველი და რამდენად გახდება ეს გაერთიანება მესამე, ალტერნატიული ძალა.

მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა, არის პირველი ნაბიჯი. ეს, ჯერჯერობით, რამეს კარდინალურად ვერ ცვლის, უბრალოდ, არის ამის განზრახვა და თუ მოხდება ამ ორი ძალის გაერთიანება და გამსხვილება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ალტერნატივა, ყოველ შემთხვევაში, იმ ჯგუფისა, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მითიურ, მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც არაფრის გარანტიას არ იძლევა, რადგან ამას სჭირდება მეთოდური საქმიანობა, რის საფუძველზეც, შესაძლოა, მოიტანოს შედეგი.

თუმცა, ეს წაახალისებს იმ ამომრჩეველს, რომელიც ცალკე - გახარიას უჭირდა მხარს და ცალკე - „ლელოს, მათი ამომრჩევლის მობილიზებას ნამდვილად მოახდენს. რამდენად წაჰყვება მას ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელსაც არც ნაცმოძრაობა მოსწონს და არც ქართული ოცნება, კითხვის ნიშანი, სწორედ მანდ ჩნდება. პირველი ნაბიჯი სწორია, დანარჩენი - დროის და მუშაობის საქმეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ .. შუაშისტური ამომრჩეველი თავ-პირის მტვრევით გაიქცევა და ხმას მისცემს, რადგან სამუშაო ბევრია. თუმცა, პერპექტივა არის, პოტენციალიც არის და თუ სწორად იმუშავებენ, ან სწორად ჩამოყალიბდებიან, იმის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, რომ გაჩნდეს მესამე ძალა“, - განგვიცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

გიული გუბაზაძე. ორი ფიზიკურად და სულიერად მათხოჯი არსება, გახარია და ხაზარაძე ძალიან უხდებიან ერთმანეთს…😄
1 საათის უკან