საქართველო „რია ნოვოსტის“ რაკურსში

საქართველო „რია ნოვოსტის“ რაკურსში

საინტერესოა, როგორ აშუქებს რუსული პროპაგანდისტული მედია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. გუშინ, „რია ნოვოსტის“, იგივე ria.ru-ს დღის მთავარი თემა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ში გამოსვლის შეფასებები იყო ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ. თუმცა, For.ge-მ ორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა შეარჩია - საერთაშორისო  ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ომი კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში დაიწყოს და მეორე, რუსი ბლოგერი ჩვენს ქვეყანაში არ შემოუშვეს.

უკრაინის შემდეგ, კონფლიქტი კავკასიაში გადაინაცვლებს

„უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ის სხვა რეგიონებშიც დაიწყოს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ალან უოტსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ნუ ელით, რომ რუსეთთან ომი მალე დასრულდება. უკრაინის გარდა, იზრდება დაძაბულობა არქტიკაში, ბალტიისა და შავი ზღვების ქვეყნებში, კავკასიაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო), ასევე მოლდოვაში (სადაც ნატო-ს ჯარები ჩააყენეს) და მეზობელ რუმინეთში, სადაც ნატო დიდ ბაზას აშენებს“, - დაწერა მან.

სამშაბათს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ხელისუფლება მოლდოვაში ნატო-ს ჯარების შეყვანას გეგმავს და უკვე ამზადებს დესანტს დნესტრისპირეთის დასაშინებლად.

დაზვერვის ინფორმაციით, ნატო-ს ქვედანაყოფები უკვე კონცენტრირდება რუმინეთში, მოლდოვას საზღვართან, ხოლო ოდესაში უკვე ჩასულია პირველი ჯგუფი პროფესიონალი სამხედროებისა საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

დაზვერვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოლდოვაში დესანტის არაერთხელ გადაუსვამთ. უწყების ცნობით, ამის გაკეთება ახლა მოლდოვაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგეგმება.

ამას კი იმით ხსნიან, რომ შეიძლება, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართოს არჩევნების შედეგების უხეში ფალსიფიკაციების ფონზე, რასაც ბრიუსელი და კიშინიოვი ამზადებენ. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტ მაია სანდუს მოთხოვნით, რესპუბლიკაში ევროპული სახელმწიფოების ჯარები შევა.

რუსი ბლოგერი საქართველოში არ შემოუშვეს

ამერიკული წარმომავლობის ცნობილმა რუსმა ბლოგერმა, პატრიკ ლანკასტერმა ria.ru-ს განუცხადა, რომ საქართველოში არ შეუშვეს. ის საქართველოში შემოსვლას სახმელეთო გზით ცდილობდა.

„ახლახან, უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე. ოთხი საათი ველოდეთ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ საბოლოოდ, უარი მივიღეთ. მიზეზი არ აუხსნიათ, თუმცა ცხადია, რომ ეს სიტყვისა და პრესის თავისუფლების დარღვევაა. ქვეყანაში შემოსვლაზე უარი მითხრეს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო“, - აღნიშნა ლანკასტერმა.

მისი თქმით, ის რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე მეუღლესთან, ნადეჟდასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც რეპორტაჟების მომზადებაში ეხმარება. მათი მიზანი საქართველოსა და სომხეთში არსებული სიტუაციების გაშუქება იყო.

„გვქონდა გეგმაში, გვენახა ვითარება თბილისში და, ალბათ, რეპორტაჟსაც გავაკეთებდით. შემდეგ, სომხეთში უნდა წავსულიყავით. ნადიაზე თქვეს, რომ მას შეეძლო შესვლა, მაგრამ ჩემ გარეშე, არ წავიდა“, - დაამატა ბლოგერმა.

ლანკასტერი აშშ-ის მოქალაქეა, რომელიც სპარსეთის ყურის ომის პერიოდში, ფლოტში მსახურობდა. 2014 წელს, შემთხვევით მოხვდა დონბასში და დარჩენა გადაწყვიტა. ახლა ის სპეციალიზდება სოციალურ ქსელებში დონბასისა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე, მათ შორის, მის რეპორტაჟებს აფხაზეთიდანაც ნახავთ. შემდეგ, მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, შექმნა ოჯახი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2024 წლის დეკემბერში, ლანკასტერმა თბილისში მიმდინარე აქციები გააშუქა და არაერთხელ გახდა რუსოფობიურად განწყობილი აქციის მონაწილეების სამიზნე. კერძოდ, ისინი აყენებდნენ შეურაცხყოფას, ხელს უშლიდნენ მუშაობაში, სთხოვდნენ აეხსნა, როგორ უყურებს რუსეთის პრეზიდენტს და რატომ იმყოფებოდა აფხაზეთში.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. მანამდე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სწორედ არჩევნების დღეს, საქართველოში, „მშვიდობიანი რევოლუცია“ გაიმართება.

 Top of Form

წყარო: https://ria.ru/20250925/voyna-2044165379.html

წყარო: https://ria.ru/20250924/bloger-2044059834.html

 

 

 

გიული გუბაზაძე. სამწუხაროა რომ იგი არ შემოუშვეს საქართველოში: უნდა შემოეშვათ და კახური ვირისთვის მიგდოთ გასაუპატიურებლად….
1 საათის უკან