შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

დოი მე მიკვირს იმ დევნილების,ვისაც წინა ხელისუფლება ჯოჯოხეთში ატარებდა,წიგნებიდან უყრიდნენ ნივთებს,ამცირებდნენ,ასახლებდნენ და დღეს ნაცკლასტერის გვერდით დგანან,განსაკუთრებით ახალგაზრდობა.. რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუვათ ,ნუთუ არაფერი დაგრჩათ ადამიანური!
1 საათის უკან