„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ეს გახდეს მძლავრი პროტესტის ბიძგი“

„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ეს გახდეს მძლავრი პროტესტის ბიძგი“

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან, აწყობს შეხვედრებს და დასავლელ პარტნიორებს არწმუნებს, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ კონკრეტულ ჯგუფებს - „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, მის გარემოცვასა თუ მოსამართლეებს. როგორც ცნობილია, სწორედ ამ მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა, ამის საპასუხოდ გამოითქვა მოსაზრება, რომ ნაცმოძრაობა აქტიურად ცდილობს ევროპელი დიპლომატების დარწმუნებას, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რის საფუძველზეც, შესაძლებელი გახდება საპროტესტო აქციების მუხტის აწევა და დესტაბილიზაცი ქვეყანაში.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვასაც.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის, საგარეო უწყებასა და ევროპარლამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლ შეჩერდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებ - ივანიშვილს, მის გარემოცვა, პროპაგანდისტებ, ფინანსურ ელიტა, მოძალადეებ, მოსამართლეებ, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდსაქართველოს მოქალაქეები. ეს არის ივანიშვილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, იქნება ეს ფინანსური სანქციები, თუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება მიზნობრივ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სინამდვილეში, ოპოზიციის მიზანია უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეებს და ამით, საზოგადოების უკმაყოფილება გაზარდონ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ.

თინათინ ბოკუჩავა იტყუება - სინამდვილეში, ნაციონალური მოძრაობა და სხვა რადიკალური, ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს შეეხოთ საქართველოს რიგით მოქალაქეებს და ეს გახდეს საქართველოში მძლავრი პროტესტის ბიძგი. სწორედ ეს არის მათი მიზანი და არა ის, რომ სავიზო რეჟიმი შერჩევით შეეხოს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან თუ ეს მოხდა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა. მათი მიზანი ხომ ის არის, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, შესაბამისად, ხალხის მეტი რაოდენობით გამოსვლის ერთ-ერთი სტიმულატორი უნდა გახდეს უვიზო რეჟიმის შეჩერება. ამიტომაც, ეს არის პოლიტიკური მანევრი, ხრიკი, რომელსაც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანჯაფარიძე ელოდება, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან, სავიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება 4 ოქტომბერსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე:

უვიზო რეჟიმის ერთი ხელის დატკაცუნებით გაუქმება არჩევნების წინ, როდესაც არჩევნებამდე ათი დღე დარჩა, არ მოხდება, მაგრამ განცხადებები გაკეთდება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღება ოქტომბრის ბოლოსკენ, თუ უფრო გვიან არა. ეს გადაწყვეტილება, მეტწილად, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრის შემდეგ. თუ ქართულმა ოცნებამ მოახერხა ოპოზიციის საპროტესტო აქციის განეიტრალება, თუ ოცნებამ გაიმარჯვა ყველა მუნიციპალიტეტში და მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია, ეს გარკვეულ ეფექტს გამოიღებს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. შეიძლება ჩათვალონ, იქნებ, მათთვის უფრო ოპტიმალური ვარიანტი იყოს, რომ აწარმოონ ურთიერთობა, თუნდაც მათთვის არც თუ მისაღებ ხელისუფლებასთან - ამას საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ტრანზაქციულ, ანუ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას უწოდებენ. იქნება ოფიციალური ურთიერთობები, მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მაგრამ კონტაქტები შეიძლება არ იყოს ისეთი მაღალი და ინტენსიური, როგორიც იქნებოდა მათთვის სასურველი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში, - განგვიმარტა ზაალ ანჯაფარიძემ.

 

 

დოი თქვე მოთალატეებო.არჩევნებშო არ მონაწილეობთ,ვინც მონაწილეობს ისედაც დამხობილი რეიტინგი გუშინ თავზე დაიმხეს და აბა ვინ გაიმარჯვებს ნეტავი?!
1 საათის უკან