ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ძალა არ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ძალა არ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ

უკრაინა მზადაა მომავალში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიით დაიბრუნოს და არა იარაღით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა, რითაც რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი ფაქტობრივი საზღვრების განხილვის საშუალება დაუშვა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტერიტორიების დაბრუნების დიპლომატიური გზით განხილვა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იარაღით ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია ან თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება.

პრეზიდენტი თვლის, რომ ეს ყველასთვის კარგი კომპრომისი იქნება.

თუ ხვალ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, თუ ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ მზად ვართ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი მომავალში დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ასეთი საკითხების გადაწყვეტა გვიწევს.“-აცხადებს ზელენსკი