„ოცნებისა“ და „ლელო-გახარიას“ კლიპები ერთი და იგივე მსახიობებით

„ოცნებისა“ და „ლელო-გახარიას“ კლიპები ერთი და იგივე მსახიობებით

ბოლო პერიოდში, სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილება თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, ასეველელო - ძლიერი საქართველოსა დაგახარია საქართველოსთვისთბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის საარჩევნო კლიპებ. როგორც მედიიდან ირკვევა, ამ კლიპებში, ცოლ-ქმრის როლს ერთი და იგივე მსახიობი წყვილი თამაშობს. მეტიც, როგორც კონკრეტული მედიასაშუალებები წერენ, ერთ-ერთი მათგანი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო. ამის ფონზე, ლელოსა და გახარიას პარტიასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვები: ვის თამაშს თამაშობენ ისინი და თუნდაც, რეალურად, რაზე მიგვანიშნებს მათი მონაწილეობა არჩევნებში?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მის შეფასებას გვიზიარებსლელოსა და გახარია საქართველოსთვის გადაწყვეტილების შესახებ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ანჯაფარიძე განმარტავს, რომ ამით, ეს ორი პარტია ცდილობს, მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიცია დაიკავონ, რაც შესაძლოა, თავისებურად, ქართული ოცნების წისქვილზე ასხამდეს წყალს.

ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებები, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში, გათვლილია უფრო შორეულ პერსპექტივაზე. უფრო პოსტ-საარჩვენო პერიოდზე, იმის იმედით, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, აღარ ეყოლება წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, დასუსტდება რგანიზაციულად, რეპუტაციულად და შესაბამისად, მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა გამოთავისუფლდება, სწორედ ამ ორი პარტიისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ოცნებასაც“, გარკვეულწილად, აწყობდეს ასეთი ვარიანტი, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსმა იმ ოპოზიციურ პარტიებზეც ისაუბრა, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და საპროტესტო აქციების გაგრძელებას უჭერენ მხარს. ანჯაფარიძის შეფასებით, ეს ოპოზიციური ნაწილი დღეს წამგებიან პოზიციაშია:

ამ ვითარებაში, წამგებიან პოზიციაში არის ბოიკოტში მყოფი პარტიები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კუთხით. ისინი ვერანაირად ვერ აუხსნიან თავიანთ დასავლელ პატრონებს, კურატორებს, რატომ არ მონაწილეობენ არჩევნებში - არჩევნებში არმონაწილეობა და ბოიკოტი მათთვის გაუგებარი. მათთვის ისიც გაუგებარი იყო, ეს პარტიები რატომ არ შედიოდნენ 2020 წელს პარლამენტში და რატომ გახდა საჭირო ევროკავშირის მხრიდან ზეწოლა და ჩარევა, რომ შესულიყვნენ. შესაბამისად, მათი ეს გადაწყვეტილება, მათივე ელექტორატის ერთი ნაწილისთვისაც კი გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ მათ ასე გადაწყვიტეს.

ოპოზიური პარტიების ლიდერებს რომ მოვუსმინოთ, ისინი ცდილობენ, თავიანთ მომხრეებში ან საზოგადოების მერყევ ნაწილში, გამარჯვების სხივი გააჩინონ და დაარწმუნონ ისინი, რომ ხელისუფლების გადაყენება რევოლუციით გარანტირებულია. თუმცა, არ მგონია, რომ ამ აქციას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ახლა არის. როგორც გავიგე, გამალებული მუშაობა მიდის ფარული არხებით, სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომ როგორმე გადაიბირონ პოლიციელთა რაღაც ნაწილი, რათა 2003 ლის მსგავსად, გამოვიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადონ ამბოხებულებს, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას, არ ვიცი.

უნდა ვთქვათ, რომ დღეს არ არის ის მდგომარეობა, რაც 2003 წელს იყო. ქართული ოცნების მხარდამჭერები არ დასხდებიან გულხედაკრეფილნი, თუ აღმოჩნდა ისე, რომ ხელისუფლებას და მის სტრუქტურებს რესურსი არ ეყოთ ამ მიტინგის მოსათოკად, თუკი მათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგეს, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.